x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
"სამტრედიამ" გაძლიერება დაიწყო
image

ეროვნულ ლიგა 1-ში ახლად დაწინაურებული "სამტრედია" ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება, თუმცა როგორც გავიგეთ იგეგმება უცხოური შეკრებაც.


იმერულ გუნდში აქამდე სატრანსფერო სიახლეები არ იყო, თუმცა როგორც ვიცით მათ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება სურთ და ამისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.


"სამტრედიას" რიგებში ამჟამად 3 ახალი ფეხბურთელია, თუმცა მათ ჯერ გუნდთან ოფიციალური ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ და ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.



პირველი მათგანი შემტევი მათე კვირკვიაა, რომელიც ბოლო წლებში ტრავმების გამო ფეხბურთის თამაშს ვეღარ ახერხებდა. ის ბოლოს "დინამო თბილისში" გამოდიოდა თუმცა "დინამოში" მას ერთ მატჩიც არ ჩაუტარებია. სეზონის ბოლოს მისი ტრანსფერი გორის "დილაში" თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ბოლო წამს მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მას ახლა მოლაპარაკებები "სამტრედიასთან" აქვს.


მეორე ფეხბურთელი "რუსთავის" ყოფილი საყრდენი ლაშა ქოჩლაძეა, რომელსაც "სამტრედიას" მწვრთნელი კახი კაჭარავა კარგად იცნობს და სწორედ მისი ინიციატივაა ქოჩლაძის დამატება. ქოჩლაძე კაჭარავასთან ერთად "ცხინვალსა" და თბილისის "დინამოში" მუშაობდა. გასული სეზონი მან "რუსთავში" ჩაამთავრა, სადაც 34 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.


იმერელთა ბოლო ახალწვეული (ამ ეტაპზე) ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი გიორგი ილურიძეა, რომელსაც გაუსლი სეზონი აშკარად ჩაუვარდა და აჭარულ გუნდში მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო. ილურიძე ჯერ 27 წლისაა და ფორმაში მყოფი გიორგის ძალა ყველას კარგად მოეხსენება.


თუმცა, როგორც აღვნიშნე ეს ფეხბურთელები ჯერ იმერული გუნდის საკუთრებაში არ იმყოფებიან და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წესით წარმატებითაც უნდა დასრულდეს.

1
112
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
112
  
14 იანვარი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1