x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გაკვეთილის დაგეგმვა

image

სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის გაკვეთილის დაგეგმვა, რომელსაც ახორციელებს მასწავლებელი და იგი წარმოადგენს საგაკვეთილო პროცესის წარმართვისა და სასურველი შედეგების მიღების ინდიკატორს. მასწავლებლებმა იციან, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი კლასი და მოსწავლე. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მოვალეობაა სწორად დაგეგმოს გაკვეთილი და მოარგოს მოსწავლეთა საჭიროებებს.

სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ დაგეგმვას: ესაა წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები. ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული.დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება- გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. ჩვენ ვიცნობთ 4 სახის სასწავლო გეგმებს ესენია: საგნის გეგმა, თემის გეგმა, კვირის გეგმა, გაკვეთილის გეგმა. 1.საგნის გეგმა - ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით. საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი; წლის განმავლობაში განსახილველი საკითხები თანმიმდევრულადა დალაგებული და დაჯგუფებული; თითოეული საკითხის ბოლოს მისაღწევი შედეგი; სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ. 2.თემის გეგმა - მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს. თემის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:თემის სათაური, რომელიც საგნის გეგმიდან და ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოდის;თითოეული თემის შესწავლის მიზანი, ამოცანები, მისაღწევი შედეგები; განსახილველი ინფორმაციის მოკლე შინაარსი; თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები; ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა; შეფასების სისტემის აღწერა - სასწავლო პროცესში გამოყენებული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები; კლასში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროებების გეგმაში ადაპტირება; თვითშეფასება - რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს მასწავლებელი თვითშეფასებას. 3.კვირის გეგმა - არის მოკლე და კონკრეტული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია კვირის განმავლობაში შესასწავლი საკითხები და მათი სწავლების კონკრეტული სტრატეგიები. კვირის გეგმა საშუალებას აძლევს მასწავლებელს:გაკვეთილი გამოცალკევებულად კი არ აღიქვას, არამედ უფრო დიდის, მთელის ნაწილად; პედაგოგის შეცვლის შემთხვევაში ადექვატურად წარმართოს კონკრეტული გაკვეთილი. 4.გაკვეთილის გეგმვა - აღწერს კონკრეტულ გაკვეთილს დაწყების წუთიდან დასასრულამდე. გაკვეთილი უნდა შედგებოდეს სამი ეტაპისაგან: გამოწვევა (შესავალი), რომელიც გულისხმობს მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურებას. მოსწავლეები იხსენებენ იმას, რაც იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ. იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს. ხდება მოსწავლეთა გააქტიურება, ინტერესის გაზრდა, რაც საკითხის კვლევის პროვოცირებას უწყობს ხელს. სიღრმისეული წვდომა (მასალის მიწოდება) - იგი შესასწავლი საკითხის შინაარსის გაგებასა და აღქმას უწყობს ხელს. მოსწავლე ეცნობა ახალ ინფორმაციას ტექსტის წაკითხვის, აუდიო და ვიდეო მასალის გაცნობის, ცდების ჩატარების საშუალებით. ამ ეტაპზე ხდება არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება. სიღრმისეული წვდომის უპირველესი ამოცანაა “გამოწვევის ფაზაზე“ გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.გააზრების, რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა.გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოსმოსწავლეთა წინარე ცოდნა, მათი შესაძლებლობები. იგი საშუალებას აძლევს პედაგოგს ეფექტიანად დაგეგმოს გაკვეთილი. გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მასალის მიწოდების რომელ - დედუქციურ თუ ინდუქციურ, მიდგომას გამოიყენებს. დედუქციური მიდგომით ჩატარებული გაკვეთილი იწყება ზოგადი ცნებების განხილვით, რასაც მოყვება კონკრეტული საკითხების/მაგალითების განხილვა. ინდუქციური მიდგომისას კი მასწავლებელი კონკრეტული მაგალითების განხილვიდან მიდის განზოგადოებამდე. გაკვეთილის გეგმა უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან :თემა; მიზანი; სასწავლო რესურსები; თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო; შეფასება- გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეფასების კონტროლი; გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი; თვითშეფასება. მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს და განსაზღვრავს, მისცეს თუ არა მოსწავლეებს არჩევანის საშუალებას. მაგალითად, აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ 5 ამოცანიდან ნებისმიერი სამი, როდესაც მოსწავლეს აქვს არჩევანის საშუალება ის დავალებას ასრულებს ხალისით . არჩევანის საშუალება მოსწავლეებს საკუთარ ძალებში რწმენას მატებს, ეხმარემა მათ თავიანთი შესაძლებლობების შეფასებაში, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას. არჩევანი განაპირობებს მოტივაციას, პასუხისმგებლობას და სწავლის სურვილს. თავისუფალი პიროვნების აღზრდა გამორიცხულია არჩევნის შესაძლებლობის გარეშე. როდესაც მოსწავლე აკეთებს არჩევანს, ის ამით უკვე პასუხისმგებელია თავის მოქმედებაზე. სასწავლო გეგმის შედგენისას გავითვალისწინოთ, რომ გაკვეთილის მიზნები უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეებში როგორც ქვედა, ასევე ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. კარგი სასწავლო გეგმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს წარმატებულ გაკვეთილს, თუმცა იგი წარმატებული გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.





0
210
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0