x
image
თორ ნიკე
Mediator image
სკვითები
სკვითები


სკვითები, სკვითია (Scythia) არის ძველ აზიურ მომთაბარე ტომთა კრებითი სახელი, რომლებიც ცხოვრობდნენ სკვითიაში, დუნაის ქვემო წელიდან ვოლგამდე, შავი და კასპიის ზღვების ჩრდილოეთ დაბლობებზე, ჰქონდათ ურთიერთობა ბერძნებთან (მრავალი ბერძნული ნახელავია ნაპოვნი ყორღანებში) და თამაშობენ გარკვეულ როლს ბერძნულ მითოლოგიაში (ჰერაკლეს მითი, მისი ძის, სკვითესის ეპონიმობა და სხვ.). სკვითებს რამდენადმე შუქი მოჰფინა ჰეროდოტემ. დაახლოებით ეჭირათ იგივე ადგილი, რაც მერე სარმატებს: ესეც იგივე სკვითთა ტომი ან მათი მონათესავეა. ცხოვრობდა უფრო მოგვიანებით - ახ.წ. I-II საუკუნეებში. უფრო, შავი ზღვის ჩრდილოეთით, სამხრეთ რუსეთის ველებზე, ალბათ ვოლგამდე, შეავიწროეს სკვითების ტომი ყირიმისაკენ.


სკვითები


სარმატებს ბერძნული მითები ჯერ არ იცნობენ, სამაგიეროდ, ჰეროდოტე ახსენებს საურომატებს დონის აღმოსავლეთით, წერენ უფრო პლინიუს უფროსი, ტაციტუსი, ენ. ლუკანუსი (სარმატია, სარმატიის ზღვა - შავი ზღვა; სარმატთა ჭიშკარი - კავკასიაში). დაამარცხა დომიციანემ. ბერძნები იცნობენ სკვითებს, სკვით მოისრეებს, სკვითურ ფეხსაცმელს. არისტოფანე ირონიულად წერს "სკვითთა უდაბნოს ნაშიერზე": "სკვითონ ერემია" (ჰეს. ჰერ. არისტ., პლუტ). სარმატთა შთამომავალნი კი არიან ალანები და ირანული მოდგმის ოსები (ლექსიკ. დერ ანტიკე, ლაიპციგი, 1971, 486-7).



სკვითები


ჩვენი მეცნიერები სკვითს მეგრულ "შკვითთან" (შვიდი) აკავშირებენ. ეტიმოლოგია ბგერით დამთხვევაზეა აგებული. უფრო საფუძლიანი ჩანს "სკვითის" დაკავშირება ქართულ სიტყვასთან "მჭედელი", რომელიც სვანურად გამოითქმის ამგვარად: "მშკიდ" ან "მსკიდ" (აქედანაა ნაწარმოები კიდევ ერთი სვანური სიტყვა "მსკად" - ბეჭედი). ამას უჭერს მხარს ამირან-პრომეთეს მითიც, რაც მჭედელთანაა დაკავშირებული (პრომეთე მჭედელმა ჰეფესტოსმა მიაჯაჭვა კავკასიონზე; ამირანს სძულს მჭედლები). ბერძნული მითი დაბეჯითებით ამბობს, რომ პრომეთე მიჯაჭვულია შორეული სკვითისს საზღვართან, კავკასიონის კლდეზე (საინტერესოა, რომ ლეჩხუმს ძველად სკვიმნია ერქვა, ლეჩხუმში კი მდებარეობს ცნობილი ხვამლის მთა). სკვითები ხომ დახელოვნებული მჭედლები იყვნენ (მართალია, უფრო გვიან ჩანას ასპარეზზე). აპოლოდ. 1, 7, 1; 2, 1, 3.

წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


აღმოჩენილია სკვითების საგანძურის ძალიან დიდი რაოდენობა. უმეტესად უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებზე და ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ინახება უკრაინის და რუსეთის მუზეუმებში. წარმოგიდგენთ ულამაზესი სკვითური ოქროს ნაკეთობების შეუფასებელი საგანძურის რამდენიმე ნიმუშს:


სკვითები ყირიმული სკვითური ოქროს ნაკეთობასკვითური საგანძური ტოვცა მოჰილადანსკვითური საგანძური სკვითური საგანძური კოლუბადან სკვითური საგანძური


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. II)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
595
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0