x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
20 ივნისს, ცოტაც და, ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით -- სააკაშვილი
image


20 ივნისს, ცოტაც და, ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით, - ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თვითონ ამხობდა ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

.


ჩემი მმართველობის დროს მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.


როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ვერც მისი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა სათანადო სასამართლო სისტემა, თუმცა ქრთამს არავინ იღებდა.


„მე მგონი, რომ მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო ვიდრე ახლა. მედიის წამყვანი ხელმძღვანელები ციხეებში არ ისხდნენ. პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში. სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ სასამართლო მეფის რუსეთის, ერეკლე მეორის დროს იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის, მერე შევარდნაძის დროს აყვავდა და ახლა ხომ აყვავდა და აყვავდა. ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სათანადო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ზუსტად ვიცი, რომ ქრთამს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა, პროკურატურა ბევრად მეტს იღებდა თავის თავზე. ჩემი აზრით, უზენაეს სასამართლოში ახლა უნდა შემოვიყვანოთ რამდენიმე უცხოელი მოსამართლე, უნდა ჩამოვაყალიბოთ ტენდენცია, რომლითაც ქვემდგომ მოსამართლეებს, მაგალითად, ჰოლანდიელი მოსამართლე გააუქმებს განაჩენების მესამედზე მეტს, ის ავტომატურად კარგავს მოსამართლის სტატუსს და უნდა შევცვალოთ სისტემა. ჩვენ საქართველოში უცხოელების დახმარების გარეშე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ახალ სასამართლო სისტემას ვერ შევქმნით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1
334
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
334
  
2020, 13 იანვარი, 14:38
მდააა...
0 1 1