x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელ მომღერალს მიაჩნია,რომ ერთდროულად ქალიცაა და კაციც
image

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, 34 წლის ჟანელ მონემ ტვიტერზე კამინგ-აუტი შეასრულა, რითაც მიიჩნევს, რომ იგი ერთდროულად ქალიცაა და კაციც.

image

მონემ გააზიარა ანიმაციური ფილმის "სტივენის სამყაროს"გიფი, სადაც პერსონაჟი სტივენი კითხვაზე: "შენ ბიჭი ხარ თუ გოგო?" – პასუხობს: "მე ვარ გადატანილი", ამასთანავე, მომღერალმა მონიშნა ჰეშთეგი #IAmNonbinary, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერმა ორგანიზაცია GLAAD-მა გაუშვა.



2018 წელს მონემ განაცხადა, რომ ადრე მიაჩნდა, ბისექსუალი იყო, ახლა კი მიიჩნევს, რომ პანსექსუალია(სქესობრივი ლტოლვა პირებისადმი, ბიოლოგიური სქესის და გენდერული იდენტობის მიუხედავად)

image

ჟანელ მონეს დისკოგრაფია სამ სტუდიურ ალბომს ითვლის სოულის, ფანკის და ჰიპ-ჰოპის ნაზავით. იგი ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ერთ-ერთი უსაყვარლესი მომღერალია. იგი 6-ჯერ იყო "გრემის" ნომინანტი.

ამის გარდა, თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა:"მთვარის შუქი" და "მარვენის საოცარი სამყარო", აგრეთვე თამაშობდა სერიალებშიც, მათ შორის, "ვარსკვლავთა კარიბჭე – სამყარო".

0
795
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0