x
მეტი
  • 28.11.2020
  • სტატია:105286
  • ვიდეო:348881
  • სურათი:470782
როგორ მოვამზადოთ ბროწეულის სანგრია ფორთოხლით
წვეულებისთვის ცივ სასმელზე უკეთესი არაფერია. როცა ბევრ სტუმარს ელოდებით, ჯობს კოქტეილები მოამზადოთ. მაგალითად, მოამზადეთ სანგრია შამპანურით, ბროწეულით და ფორთოხლით.


image

სასმელი ნამდვილად არომატული რომ გამოვიდეს, წინასწარ მოამზადეთ და სუფრაზე გატანამდე ჩააცივეთ. ასე ხილს დაყენების საშუალებას მისცემთ. აი, ღვინო კი სულ ბოლოს დაუმატეთ, რომ სანგრია შუშხუნა იყოს.


ინგრედიენტები:


1 ბოთლი ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო

1, 5 ჭიქა ბროწეულის წვენი

¾ ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი (მაგალითად, გრან მარნე)

2 ფორთოხალი (1 ფორთოხლის წვენი და 1 თხელ ნაჭრებად დაჭრილი)

½ ჭიქა ბროწეული

10-12 პიტნის ფოთოლი, (კიდევ ცოტა სუფრისთვის)

1 ბოთლი შუშხუნა მოსკატო

ყინული


image

მომზადების მეთოდი:

დიდ თასში თეთრი ღვინო, ბროწეულის წვენი, ფორთოხლის ლიქიორი და ახალ გაწურული ფორთოხლის წვენი აურიეთ.

შემდეგ ბროწეულის მარცვლები, ფორთოხლის ნაჭრები და პიტნა დაუმატეთ.

მაცივარში შედგით. როცა სუფრაზე სასმელის გატანას გადაწყვეტთ, შუშხუნა ღვინო დაუმატეთ.


image

როგორ გავიტანოთ სანგრია სუფრაზე?

ჭიქები ყინულით აავსეთ. შემდეგ სანგრიით და ხილით აავსეთ და სუფრაზე გაიტანეთ. შეგიძლიათ ჭიქები პიტნის ფოთლებით მორთოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

image

როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით

image

ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

image

ცხელი შოკოლადი ცივი შემოდგომისთვის - 10 ორიგინალური რეცეპტი

image

წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი

image

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
51