x
image
კატაპულტი
ვინ შეასრულებს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას და რა ვითარებაა საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში?!

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციები შეწყდა. ე.წ. უზნაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები, მოგვიანებით ე.წოდებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 22 მარტი დაასახელა. ამასთან ერთად, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას Sputnik-abkhazia.ru ავრცელებს.

image

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციონერ კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაახლოებით 1%- ით მოუგო. ოთხ დღიანი პროტესტი გუშინ, 12 იანვარს დასრულდა. დღეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას განიხილავს და დადასტურების შემთხვევაში, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დაასახელებს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ვალერი კვარჩიას განცხადებით, ყველაფერი კანონის შესაბამისად იქნება. ავტონომიური რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობა პრემიერ-მინისტრმა უნდა შეასრულოს. ვალერი ბგანბას ( ამჟამინდელი ე.წ. პრემიერი) განცხადებით, პარლამენტმა ჯერ ხაჯიმბას გადადგომა უნდა დააკმაყოფილოს, მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრებს, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ისევ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ბგანბას უარის შემთხვევაში, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ვალდებულება პარლამენტის სპიკერს დაეკისრება - იუწყება sputnik-abkhazia.


ასევე დაგაინტერესებთ:

“აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 12 აგვისტო

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტიდან გადადგომას აპირებს

1
62
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
62
  
2020, 14 იანვარი, 3:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1