x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩეჩნური მტრის ხატი
image


ხშირად წავწყდომივართ კამათს ჩეჩნურ მტრის ხატზე.


როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა "გრუ"-მ შექმნა მულტინაციონალური ორგანიზაცია "კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია " შანიბოვის მეთაურობით. მათი მიზანი იყო კავკასიაში ახლად დაწყებული ეროვნული მოძრაობების ჩახშობა.
ამ ორგანიზაციაში იყვნენ ყაბარდოელები, ჩერქეზები, ჩეჩნები, აფხაზები, ადიღეელები, ბალყარელები და ა.შ
მათ კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადეს სოხუმი.


როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო არძინბამ თხოვა კავკასიელებს ქართველებთან ომში დახმარება.
ჩეჩნეთში არის დევნილი გამსახურდიას ხელისუფლება. რუსული არხები აჩვენებენ დარბეულ სამეგრელოს, თბილისში დახვრეტილ მიტინგებს და იქმნება აზრი რომ თბილისში არის ხელისუფლება რომელიც არის შოვინისტური და ნარკომანებით სავსე, რომლებმაც დაამხეს გამსახურდია და მოსპეს კავკასიური სახლის იდეა.
მათ გაძარცვეს საქართველო და ახლა მიადგნენ პატარა აფხაზეთს სადაც იგივეს გაკეთებას აპირებენ.



ამიტომ ომის პირველ ხანებში ჩეჩნეთში გარკვეულ წრეები თხოვდნენ დუდაევს აფხაზეთში ჯარის გაგზავნას.
დუდაევმა ამაზე უარი განაცხადა, რაშიც დიდი როლი ითამაშეს 200 კაციანმა ქისტების დელეგაციამ. ამის გამო დუდაევს დაეძაბა ურთიერთობა ბასაევთან და სხვა მეომრებთან. ბასაევი სიცოცხლის ბოლომდე არ ნანობდა აფხაზეთში ომს და ამას ხსნიდა იმით, რომ პუტჩი მოხდა თბილისში და პრეზიდენტად მოიყვანეს კავკასიის მტერი შევარდნაძე. ის ამბობდა, შევარნაძის ხელისუფლება უნდა დაემხოს და ამ პროცესს ადარებდა ხის ჭრას, ხოლო აფხაზეთის ომს ნაფოტების ცვენას.


დუდაევის პოზიციით განაწყენებულმა ბასაევმა დაწერა პატაკი რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის მოთხოვნით და ის გაემგზავრა აფხაზეთის ომში კონფედერატთა ეგიდით.


აფხაზეთის ომის პირველ ხანებში დაახლოებით იბრძოდა 300, 350 ეთნიკური ჩეჩენი. ეს რაოდენობა სამ ჯგუფად იყოფოდა

1) კონფედერატები;
2) დაქირავებული მეომრები;
3) იმხნად ახალ ჩამოყალიბებული ისლამისტი ფუნდამენტალისტები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებებით უჭერდნენ მხარს მუსლიმ აფხაზებს.
(სხვათაშორის სამი ციმბირელი რუსი რელიგიური მოტივით ჩამოვიდნენ აფხაზეთის ომში და მხედრიონთან ერთად ომობდნენ).


როდესაც გაგრა დაეცა გაგრძელდა ბრძოლები, იყო მსხვერპლი ჩეჩნებშიც და დაიწყო მიცვალებულების ჩასვენება ჩეჩნეთში. ერთ ერთმა ოჯახმა უარი თქვა მიცვალებულის ოჯახში დასვენებაზე, როდესაც გაიგეს რომ მათი შვილი ქართველებთან ომში მოკვდა. ფუნდამენტალისტებმაც დატოვეს ეს ომი რადგან აღმოაჩინეს აფხაზების მუსულმანობა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და რომ ისინი უფრო მეტად კერპთაყვანისმცემლები არიან. ასევე მათ ნახეს რომ იქ "საწყალ" აფხაზებს არავინ ჩაგრავს და რომ რეალურად რუსეთ-საქართველოს ომია, ამიტომ უკან დაბრუნდნენ ჩეჩნეთში.
სოხუმის აღებისას დაახლოებით 80-85 ჩეჩენი იღებდა მონაწილეობას.


აფხაზეთის ომის შემდგომ კონფედერანტებმა გადაინაცვლეს ჩეჩნეთში დუდაევის ხელისუფლების დასამხობად. ცნობისთვის, დუდაევის დასამხობად დაახლოებით ხუთი პუტჩის მცდელობა იყო. ყველა ეს პუტჩის მცდელობის უკან იდგა კონფედერაცია. თბილისის მსგავსად იწყებოდა დემოკრატიის მოთხოვნაზე საუბარი, ოღონდ ე.წ. დემოკრატების მიტინგზე მისულ დუდაევს ცეცხლს უხსნიდნენ სადაც მისი ძმის შვილი მოკლეს კიდეც.


თუ თეატრალური პუტჩი სადაც ხელოვანები ითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებას, ყველაფერი ზუსტად ისევე იყო როგორც გამსახურდიას დამხობის წინ, უბრალოდ ჩეჩნებს საქართველოს გამოცდილება ნანახი ჰქონდათ და მომზადებულები შეხვდნენ ყველა პუტჩის მცდელობას კონფედერაციის მხრიდან. საბოლოოდ ისე მოხდა რომ სრულიად ჩეჩნეთის უხუცესთა საბჭომ კონფედერაცია და მათი სპიკერი სოსლანბეკოვი ერის მოღალატედ გამოაცხადა!


დასკვნა: ჩეჩნეთში ცხოვრობდა ერთი მილიონი ადამიანი. კითხვა ისმის, 350 ნაძირალა ადამიანი რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ომობდა აფხაზეთში როგორ შეიძლება ჭკუად მყოფელმა ადამიანმა მთლიანად ჩეჩნეთის ნების გამომხატველად მიიჩნიოს? ჩეჩნების ნების გამომხატველი იყო გმირი დუდაევი და მან თქვა რომ ის ჯარს ქართველების წინააღმდეგ არ გაუშვებდა!!!


ცნობისთვის ადიღეელები რიცხობრივად მინიმუმ სამჯერ აღემატებოდნენ ჩეჩნებს აფხაზეთის ომში და მაგათზე არავინ საუბრობს და რატომ ნეტა?
ასევე ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი "აფხაზების" დაახლოებით 60% ეთნიკური ქართველი იყო. წერეთლები, აფაქიძები, ზარანდიები და ა.შ.

საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ჩეჩნები ჩვენი მოძმე ხალხია თორემ მილიონიანი ჩეჩნეთიდან 350 კაცი კი არა 35000 ჩეჩენი წამოვიდოდა საომრად.

9
399
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
399
  
2020, 16 იანვარი, 18:14
ბოდიში, მალევე ვერ გიპასუხე, ძალიან დაკავებული ვიყავი ეს კვირა.
მომწონს შენი მსჯელობა და ნელნელა უკვე შენც მომწონხარ. ძალიან საყვარლად პროგრესირებ და შენი სახელმწიფოს განვითარებაზე და საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვაც ქებას იმსახურებს მხოლოდ.
ბარაქალა შენს ქალობას!
P.S. მაპატიე მაგრამ ათეისტი ვარ, ყოველშემთხვევაში ესე ეძახიან ჩემნაირებს თორემ მე პირადად თავს თავისუფალ მოაზროვნეს ვუწოდებ, ოღონდ შენ ნუ დამცინებ იმიტომ რომ მწყინს.
2020, 14 იანვარი, 10:50
კაი სპექტაკლი დადგი, მაგრამ ბოლოს მაინც არაქრისტესმიერულად განაგრძე... რეჟისორად არ ვარგიხარ ფარისეველო. :დდდ
კილომეტრიანი კომენტარების წერა ვინ გთხოვა, შენ გამოხტი პირველი და ფუჭი და ტყუილი პუნქტებით გაავსე აქაურობა, პოსტსაც მიბინძურებ და სასარგებლოსაც არაფერს უბნობ - რიგითი სახადი ხარ და დიდად ვარ დარწმუნებული თუ მექანიზმებით არ მოიხადა შენნაიირ ცალტვინები ერმა ამას ბუნებრივი გადარჩევის თეორიის მიხედვით სამყარო მიხედავს... ვინ ქისტის ქალი რა "არ ჩამოიყვანო" რეებს ბჟოტიალობ, უამრავი მკითხველი ჰყავს გვერდს, საიტს, პოსტს... სიძულვილის ენით საუბარს არ გაპატიებს ჯვარცმული შენი ღმერთი... ბილწ და უწმაწურ სიტყვებსაც - "უქაქუნებს"... არაფრის გაგნებაში არა ხარ და რატომ აძლევ ტავს ამდენის წერის, მსჯელობის უფლებას? ნუთუ ეს დასჯადი არ უნდა იყოს? ამდენი არაპროფესიონალი "ყველაფრისმცოდნე" ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას და საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს... უმჯობესია დუმდე - ესეც მადლია!
2020, 14 იანვარი, 8:20
თავადაც ძალიან განიცდიან.
გეტყვი იმასაც რომ შენ ჩემთვის უცხო აღარ ხარ ზურმუხტისთვლება, იმიტომ რომ როგორც წესი ამხელა წერილებს არ ვწერ ხოლმე, ასე რომ ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს.
ბოლოსთვის ვიტყვი რომ შენ, სანდრო ბრეგაძე, ლევანი ვასაძე და მისი გულისამრევი მიმდევრები, გასიებულ- გაზულუქებული ჩემი ერის უსარგებლო, მხდალი შვილები, მთელი რუსეთის ძერჟავა და მათი ქართველი მოტრფიალეები გადით ამაღლებულ ადგილას და იქიდან გამოქანდით! თუმცა შენ არა ზურმუხტისთვალება, შენ არ მემეტები, იმიტომ მე შენ მიყვარხარ, ჰო, ძალიან მიყვარხარ.
2020, 14 იანვარი, 8:10
როგორი მდაბიო და გესლიანი ყოფილხარ შე საბრალო, იქნებ ჯერ კიდევ ყრმა ხარ და მაგიტომ... არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან მაბნევს შენი უსამართლო სიტყვები... მე კიდევ გაგიგებ, არ მიცნობ და ალბათ ძალიან ადვილია მომაწერო ბევრი რამე მაგრამ ქვეყანას ესე აბუჩად რომ იგდებ ეს მამწუხრებს მხოლოდ, ქვეყანას რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ბევრი რამე მოგცა შენცა და შენს მოდგმას და სულ რომ თოჯინა ან ცრუ ღმერთი იყოს ის ჯვარზე გაკრული კაცი რომელსაც ცდილობ რომ გააქილიკო, ან სულაც რომ არ არსებობდეს, სწორედ მისი რწმენით და სიყვარულით გადაურჩა საქართველო როგორც ქვეყანა და კულტურა მილიონობით ალაჰის მოციქულს და სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ ესეც განაღვლებს რაღაც დოზით.
გულწრფელად გეტყვი: სულ ერთი წამით მეგონა რომ ამაყი ქისტის ქალი იყავი რომელიც უცხო მიწაზეც არ ივიწყებს საკუთარი ერის ადათ-წესებს, შენ კი თურმე... ეჰ იმედები გამიცრუე ზურმუხტისთვალება...
არც სადისტი ვარ და მითუმეტეს არც კაცთმოძულე მაგრამ ფანტაზიის დონეზე ვფიქრობ რომ დეტექტორი რომ არსებობდეს რომელიც ქრომოსომებშივე გამოავლენდა შენნაირებს, არც დავფიქრდებოდი ისე მოვიშერებდი ამ უსარგებლო ნერწყვს, და ამას მხოლოდ სიკეთისთვის გავაკეთებდი იმიტომ რომ თქვენ არ იმსახურებთ ამ ჰაერს, მიწას, იმ ენერგიას რომელიც წლების განმავლობაში უნდა გამოყოს სახელმწიფომ თქვენს სასაზრდოოდ, გასანათლებლად, იმიტომ რომ მართლა არ გვაქვს ეს ყველაფერი იმდენი ესე უმიზნოდ რომ გავხარჯოთ.
იმედს ვიტოვებ რომ ქართული პასპორტი მაინც მოგწონთ თუ რა თქმა უნდა მოგზაურობა გიყვარს, თორემ ერთი ქაღალდის უსარგებლო წიგნაკია და მეტი არაფერი, კიდევ თუ შემოსავალი და პენსიები გაათმაგდება დარწმუნებული ვარ არც მის აღებას ითაკილებთ.
რომ ამბობ: "ჩემს ძმებს კიდევ ჩამოვიყვანო", მინდა ძალიან გთხოვო რომ ეს არ გააკეთო იმიტომ რომ როგორც ყოველთვის მერე ჩვენი მიწის, ჰაერის და გამხდარი ბიუჯეტის შესანახები უნდა გახდნენ და გეტყვი რატომაც: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ერი ( ჩეჩნები ) საოცრად უგულველყოფენ მეცნიერებას, მედიცინას, თანამედროვე კაცობრიობისთვის გამოსადეგ ნებისმიერ პროფესიას, გაგიკვირდება და თუ საერთოდ კვლევებს შეიძლება რომ დაუჯეროს კაცმა, მაშინ გეტყვი რო მათი ერის 93% პროფესია არ გააჩნია რასაც ალბათ
2020, 14 იანვარი, 6:21
- არასწორია ასევე იმ ერის ქება რომელსაც ქართველების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, მიუხედავად იმისა რომ მათი ლტოლვილები შევიფარეთ პანკისში და მათ კიდევ ყველაზე კრიმინალურ კერად აქციეს, ნარკოტიკებით დაწყებული და ადამიანების წამება-გატაცებით დამთავრებული. <<<<<< შევიფარეთ და კვლავაც შევიფარებთ საქმეს თუ დასჭირდა ჩვენს ძმებს, მაგას შენ არავინ გკითხავს.

- მე მათ ვიცნობ უკვე 20 წელზე მეტია და ვიცი რომ მარტო ქართველს კი არა ყველას, ყველას როგორც მსხვერპლს ისე უყურებენ. <<<<<< გასაგებია უკვე როგორც იცნობ... :დ

- ბოდიში თუ ქაქუნის ხსენებით გული დაგწყვიტე, იმედია როგორმე მაპატიებ ამას. <<<<<< შენმა ჯვარცმულმა ღმერთმა გაპატიოს ქრისტესმიერო. :დ
2020, 14 იანვარი, 6:18
რუსული რბილი ძალის პროპაგანდა ხარ :დ
შენ დიდი ალბათობით ან სანდრო ბგეგაძის ან ლევან ვასაძის სასტავიდან ხარ... :დ
თქვენი კონსერვატიული ნაციონალისტობა არ გეიშვა... :დდ

რას წერ იცი? აზრზე ხარ? ეს სადმე, ვინმესთან გითქვია? ვაინახთან მაინც?

- "ჩეჩენს და ინგუშს ნუ აურევ ერთმანეთში, თითქმის იდენტური წესებით ცხოვრობენ მაგრამ სხვადასხვა ხალხია და ერთმანეთი ფარულად სძულთ, ინგუში ქართველებს ენათესავება კიდევაც და ემეგობრება, ჩეჩენი მხოლოდ მაშინ როცა სჭირდება". <<<<<< ჩეჩენი და ინგუში ერთი ხალხია, ერთი გენი, სისხლი, ტრადიცია, ადათები, ენა, ისტორია... სვანს და მეგრელს არ აქვს იმდენი ქართველური სიახლოვე როგორც ვაინახ ჩეჩენ და ინგუშს აქვს! მეორედ აღარ თქვა სხვადასხვა ხალხიაო, ვაინახებთან მაინც - ძვირად დაგისვამენ გენიოსო!

- ჰაიბახი ქართველებმა კი არა დაუნდობელმა საბჭოთა სისტემამ მოაწყო და მანამდეც და მერეც იგივე სისტემამ ასობით ჰაიბახი გამოგვატარა ქართველობა, ასე რომ თუ ერთი წვეთი სისხლი მაინც გირევია ქართული,
ამას უნდა გრძნობდე და ხვდებოდე. <<<<<< ჰაიბახი ქართველებმა მოაწყვეს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ აღასრულეს, ისინი იყვნენ ამ იდეის აღმსრულებელი მაღალი თუ დაბალი იერარქიით... ის პაწაწუნა სოვიეტიკუსი სალდათებიც კი რომელმაც ცეცხლი მისცა იმ საწყობს სადაც საბრალო ხალხი იყო გრუზინი იყო... ეს იცოდე!

- მე არ ვაღვივებ შუღლს ჩეჩნების წინააღმდეგ, უბრალოდ შენ გპასუხობ იმის სანაცვლოდ რომ თურმე ადიღეელები და მთელი რიგი ქართველები უნდა შევიძულოთ და ჩეჩნები შევიყვაროთ, რაც ჩემი აზრით
არასწორია, <<<<<< შენ არათუ წაკითხვა, გაგებაც არ შეგძლებია! :დდ ბევრ გრუზინს ჩეჩენი გულზე ეკლად ესობა, განსაკუთრებით პრავასლავნუტი თუა... რატომ? გამბედაობა და მათი ვაჟკაცობა ხომ არ ზარავთ პრავასლავნუტ გრუზინებს? ბოლო წლებში რომ სახელი გაუვარდათ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლებით გრუზინუკები კი რამდნეჯერაც იმპერია აიშალა იმდენჯერ რომ დაუწვა და გაეგება ფიანდაზად? ""რუსი მაინც ჩვენი ძმაა და არ მიგვატოვებს"... "დედი ვაევალი" <<< აქ იმას ვფიქრობ შენზე რომ ვფიქრობდი დასაწყისში... :დდდ

- არასწორია ასევე იმ ერის ქება რომელსაც ქართველების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, მიუხედავად იმისა რომ მათი ლტოლვილები შევიფარეთ პან
2020, 13 იანვარი, 21:09
გულწრფელად გეტყვი ვერ ვხვდები გულში რა გაიფიქრე ჩემზე. სავარაუდოდ უსასტიკესი შარიათი მომიწყვე და მერე ვაინახი ჯიგიტები დამასიე ჩემს სამაგალითო დასასჯელად.
1. ჩეჩენს და ინგუშს ნუ აურევ ერთმანეთში, თითქმის იდენტური წესებით ცხოვრობენ მაგრამ სხვადასხვა ხალხია და ერთმანეთი ფარულად სძულთ, ინგუში ქართველებს ენათესავება კიდევაც და ემეგობრება, ჩეჩენი მხოლოდ მაშინ როცა სჭირდება.
2. ჰაიბახი ქართველებმა კი არა დაუნდობელმა საბჭოთა სისტემამ მოაწყო და მანამდეც და მერეც იგივე სისტემამ ასობით ჰაიბახი გამოგვატარა ქართველობა, ასე რომ თუ ერთი წვეთი სისხლი მაინც გირევია ქართული,
ამას უნდა გრძნობდე და ხვდებოდე.
3. მე არ ვაღვივებ შუღლს ჩეჩნების წინააღმდეგ, უბრალოდ შენ გპასუხობ იმის სანაცვლოდ რომ თურმე ადიღეელები და მთელი რიგი ქართველები უნდა შევიძულოთ და ჩეჩნები შევიყვაროთ, რაც ჩემი აზრით
არასწორია,
4. არასწორია ასევე იმ ერის ქება რომელსაც ქართველების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, მიუხედავად იმისა რომ მათი ლტოლვილები შევიფარეთ პანკისში და მათ კიდევ ყველაზე კრიმინალურ კერად აქციეს, ნარკოტიკებით დაწყებული და ადამიანების წამება-გატაცებით დამთავრებული.
5. მე მათ ვიცნობ უკვე 20 წელზე მეტია და ვიცი რომ მარტო ქართველს კი არა ყველას, ყველას როგორც მსხვერპლს ისე უყურებენ.
6. ქართველებზე ღირსეულად ცხოვრობენ და იქცევიან, სადაც არ უნდა წავიდნენ თავისი სიტყვა ეთქმით და ამას პატივს ვცემ და ვერ დავუკარგავ.
7. ეშმაკისეულ ფიქრები ვნებასთან ასოცირდება და ცოტა ფრთხილად იყავი როცა ამზე ლაპარაკობ.
8. ბოდიში თუ ქაქუნის ხსენებით გული დაგწყვიტე, იმედია როგორმე მაპატიებ ამას.
2020, 13 იანვარი, 17:54
ეხლა ხო ხვდები შენზე გულში რასაც ვფიქრობ, დაწერა არაა საჭირო... წესით უნდა ხვდებოდა აი ეხლაც რა გავიფიქრე... :)

ჰაიბახის ტრაგედიის შემდეგ ქართველებმა რაც გაუკეთეს ჩეჩენ–ინგუშებს 350 კაცი კი არა მთელი მსოფლიოს ვაინახები რომ ჩვენ წინააღმდეგ არ აღდგნენ ეგ უფრო მაკვირვებს... კიდე შეგნებული ხალხი ყოფილა!

ეშმაკისეულ ფიქრებს ნუ მაიძულებ, აქ ჩვენს გარდა სხვებიც კითხულობს და იმათ ეცი პატივი თორემ "ქაქუნის" ხსენების მერე უკვე ჭარბად ვფიქრობ შენზე ეშმაკეულ ფიქრებს...
2020, 13 იანვარი, 14:08
ყოჩაღ ჩემო კარგო, თვალი ამეხილა საბოლოოდ. დაუყოვნებლივ ვისაუბროთ და შევიძულოთ ადიღეელები!! შემდეგ წერეთლები, აფაქიძეები და ზარანდიები!!! ხოლო ჩეჩნები, ეს სათნო და მოძმე ერი ჩავიკრათ გულში, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ ჩეჩნები, ეს უვერაგესი და დაუნდობელი ველურები ჩვენი მოძმე ერი ყოფილა, და 2008 წელს, სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს მხოლოდ ერთნახევარი ჩეჩენი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, ისიც იმიტომ რომ აიძულეს თორემ ძმა ძმის წინააღმდეგ როდის იყო რომ ომობდა, აქედან დასკვნა: ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ზურმუხტისთვალებას უქაქუნებს ჩეჩენი.
0 1 9