x
იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობის მომენტი
image


იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობის მომენტი.
ავტორი: დანიელ სავანელი.


ფოტოზე აღბეჭდილია, 1996 წლის 21 აპრილს, იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის, მკვლელობის მომენტი. 1996 წლის 21 აპრილს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოხდა, იჩკერიის პრეზიდენტის თანამგზავრული ტელეფონის, სატელეფონო საუბრის გადატაცვა და პრეზიდენტის ადგილმდებარეობის დადგენა. რის შემდგომ, ჯოხარ დუდაევის მისამართით, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენის მიერ, გატყორცნილ იქნა, ზესიზუსტის მქონე გამანადგურებელი რაკეტა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაიღუპნენ ჯოხარ დუდაევი და მისი თანმხლები პირები. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული, სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. იგი ამ დროს, უახლესი თანამგზავრული ტელეფონით, რომელიც რუსების ვერსიითაც, დუდაევს ამერიკელებმა აჩუქეს, ესაუბრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატს, დემოკრატიული და ადამიანთა უფლებადამცველი საზოგადოების წარმომადგენელს კონსტანტინე ბოროვოის. დუდაევს ბოროვოისთან სატელეფონო საუბარი 1996წ. 21 აპრილამდეც რამოდენიმეჯერ ჰქონდა, რომელიც 5 წთ-ზე მეტხანს არ გრძელდებოდა ხოლმე. სწორედ მათი, ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1996წ. 21 აპრილს შედგა და 5 წთ-ზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა, მოხდა რუსული სპეცსამსახურების მიერ, ამ საუბრის გადატაცვა და ჯოხარ დუდაევის მისამართით, ზესიზუსტის რაკეტის გასროლა. ელცინის სპეციალური დავალებით, რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა პერსონალმა, სპეციალურად დუდაევის ლიკვიდაციის ამ ოპერაციისათვის, შექმნეს ულტრა-თანამედროვე აპარატურა, რომელიც დუდაევის კუთვნილი თანამგზავრული ტელეფონიდან, თანამგზავრისაკენ გაშვებულ სხივს ამოიცნობდა და კოორდინატებსაც დაადგენდა. კრემლს ამ აპარატურის დამზადება 1 მილიონ 200 ათასი დოლარი დაუჯდა.

რეალურ დროში, რაკეტის აფეთქებამდე ერთი წამით ადრე, რუსული მართული რაკეტის მოდიფიკაციით Х-27ПС იწონის 300კგ., გასროლის მომენტში, მართულ რაკეტაზე სპეციალურად ამ ოპერაციისათვის დამონტაჟებული კამერით, გამოგზავნილი ვიდეოს გადაღებული ფოტო, პირველად გამოქვეყნებული იყო, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ანუ NSA (რუსულად АНБ), დაახლოვებულ ამერიკულ სერიოზულ და ავტორიტეტულ ჟურნალში. ეს ფოტო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA), რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურის ГРУ-ს, მაღალჩინოსანი თანამშრომლისაგან, საიდუმლოდ მოიპოვა და შემდეგ არაოფიციალურად, ამერიკულ ჟურნალს გადასცა გამოსაქვეყნებლად. ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნივის მარკის ავტომობილთან მდგომმა, კავკასიის გმირმა ჯოხარ დუდაევმა, ბოლო წამებში გაიგონა რაკეტის ხმა და მოასწრო აეხედა, რაკეტის მოძრაობის მიმართულებისთვის. იგი მიუხედავად ყველაფრისა, არც კი განძრეულა, ტელეფონიც კი არ გააგდო ხელიდან და მოახლოებულ სიკვდილს, ღირსეულად შეხვდა. ბოროვოის განმარტებით, დუდაევს როცა რაკეტა დაუნახავს, დუდაევის ბოლო სიტყვები ყოფილა: "მოგვიანებით გადმოგირეკავო" და სატელეფონო კავშირიც შემწყდარა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კავკასიის საამაყო გმირი ჯოხარ დუდაევი.


ჯოხარ დუდაევის ლიკვიდაციის ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსული ნახევრადოფიციალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე:
ru.wikipedia.org/wiki/Ликвидация_Джохара_Дудаева



30
1610
4-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
1610
  
2020, 28 თებერვალი, 5:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2020, 24 თებერვალი, 8:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2020, 23 თებერვალი, 17:21
სხვის გვერდებს აწიოკებ ლაყე ბიჭო? :))))
ფრანგული ლეგიონიო კაცო?! :)))))
რუსული არმიის "სტარშინა" იყავი შე ქვეშაფსია და დავითი გინდა, რომ დააბოლო?
:))))
მეტი საქმე არა მაქვს ლაყე ბიჭო შენ გდიო :)))
მაშ მტყუვნის ყველაფერი, რამდენიც ჯარიდან არავის გამოვუგდივარ, ამ დღეებში სპეციალობით ვბრუნდები ჯარში და ჰყარე ახლა შენებურად დორბლი ლაყე ბიჭო. :)))
2020, 23 თებერვალი, 6:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2020, 22 თებერვალი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2020, 22 თებერვალი, 21:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 თებერვალი, 7:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დანიელ სავანელი-ის კომენტარზე
2020, 22 იანვარი, 7:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დანიელ სავანელი-ის კომენტარზე
2020, 22 იანვარი, 7:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დანიელ სავანელი-ის კომენტარზე
2020, 22 იანვარი, 7:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დანიელ სავანელი-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10