x
მეტი
  • 18.01.2020
  • სტატია:98292
  • ვიდეო:343800
  • სურათი:460498
იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობის მომენტი
image


იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მკვლელობის მომენტი.
ავტორი: დანიელ სავანელი.


ფოტოზე აღბეჭდილია, 1996 წლის 21 აპრილს, იჩკერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის, მკვლელობის მომენტი. 1996 წლის 21 აპრილს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოხდა, იჩკერიის პრეზიდენტის თანამგზავრული ტელეფონის, სატელეფონო საუბრის გადატაცვა და პრეზიდენტის ადგილმდებარეობის დადგენა. რის შემდგომ, ჯოხარ დუდაევის მისამართით, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენის მიერ, გატყორცნილ იქნა, ზესიზუსტის მქონე გამანადგურებელი რაკეტა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაიღუპნენ ჯოხარ დუდაევი და მისი თანმხლები პირები. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული, სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. იგი ამ დროს, უახლესი თანამგზავრული ტელეფონით, რომელიც რუსების ვერსიითაც, დუდაევს ამერიკელებმა აჩუქეს, ესაუბრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატს, დემოკრატიული და ადამიანთა უფლებადამცველი საზოგადოების წარმომადგენელს კონსტანტინე ბოროვოის. დუდაევს ბოროვოისთან სატელეფონო საუბარი 1996წ. 21 აპრილამდეც რამოდენიმეჯერ ჰქონდა, რომელიც 5 წთ-ზე მეტხანს არ გრძელდებოდა ხოლმე. სწორედ მათი, ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1996წ. 21 აპრილს შედგა და 5 წთ-ზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა, მოხდა რუსული სპეცსამსახურების მიერ, ამ საუბრის გადატაცვა და ჯოხარ დუდაევის მისამართით, ზესიზუსტის რაკეტის გასროლა. ელცინის სპეციალური დავალებით, რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა პერსონალმა, სპეციალურად დუდაევის ლიკვიდაციის ამ ოპერაციისათვის, შექმნეს ულტრა-თანამედროვე აპარატურა, რომელიც დუდაევის კუთვნილი თანამგზავრული ტელეფონიდან, თანამგზავრისაკენ გაშვებულ სხივს ამოიცნობდა და კოორდინატებსაც დაადგენდა. კრემლს ამ აპარატურის დამზადება 1 მილიონ 200 ათასი დოლარი დაუჯდა.

რეალურ დროში, რაკეტის აფეთქებამდე ერთი წამით ადრე, რუსული მართული რაკეტის მოდიფიკაციით Х-27ПС იწონის 300კგ., გასროლის მომენტში, მართულ რაკეტაზე სპეციალურად ამ ოპერაციისათვის დამონტაჟებული კამერით, გამოგზავნილი ვიდეოს გადაღებული ფოტო, პირველად გამოქვეყნებული იყო, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ანუ NSA (რუსულად АНБ), დაახლოვებულ ამერიკულ სერიოზულ და ავტორიტეტულ ჟურნალში. ეს ფოტო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA), რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურის ГРУ-ს, მაღალჩინოსანი თანამშრომლისაგან, საიდუმლოდ მოიპოვა და შემდეგ არაოფიციალურად, ამერიკულ ჟურნალს გადასცა გამოსაქვეყნებლად. ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნივის მარკის ავტომობილთან მდგომმა, კავკასიის გმირმა ჯოხარ დუდაევმა, ბოლო წამებში გაიგონა რაკეტის ხმა და მოასწრო აეხედა, რაკეტის მოძრაობის მიმართულებისთვის. იგი მიუხედავად ყველაფრისა, არც კი განძრეულა, ტელეფონიც კი არ გააგდო ხელიდან და მოახლოებულ სიკვდილს, ღირსეულად შეხვდა. ბოროვოის განმარტებით, დუდაევს როცა რაკეტა დაუნახავს, დუდაევის ბოლო სიტყვები ყოფილა: "მოგვიანებით გადმოგირეკავო" და სატელეფონო კავშირიც შემწყდარა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კავკასიის საამაყო გმირი ჯოხარ დუდაევი.


ჯოხარ დუდაევის ლიკვიდაციის ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსული ნახევრადოფიციალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე:
ru.wikipedia.org/wiki/Ликвидация_Джохара_Дудаева



18
851
1-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
851
  
16 იანვარი, 15:41
დუდაევის ლიკვიდაცია აშშ-რუსეთის ერთობლივი ოპერაცია იყო. ამერიკელებმა დუდაევის სატელიტური ტელეფონის სიგნალი მიაწოდეს რუსებს, რომელთა სადაზვერვო და ბომბდამშენები სამი საათის აფრენილები ივნენ და ჰაერში ელოდებოდნენ... მანამდე ორი მცდელობა ჰქონდათ მსგავსი ოპერაციის.... დუდაევთან და მის დაცვასთან ერთად თავისი ემისარიც გაწირეს, რომლის თხოვნითაც დუდაევმა ზარი განახორციელა მოსკოვში....
15 იანვარი, 22:17
ru.wikipedia.org/wiki/Ликвидация_Джохара_Дудаева
ეს ლინკი თავის დროზე იდო მაგ საიტზე, ეხლაღა შევამოწმე და სპეციალურად წაუშლით, არ აწყობდათ რუსეთის სპეც-სამსახურებს ყველა დეტალის გამომზეურება და იმიტომაც, ვიკიპედიის ეგ პოსტი კი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების შედგენილი იყო, ამიტომაც რუსეთის სპეც-სამსახურმა წაშალა და დახურა ეგ ინფორმაცია. დაგუგლე და ნახავ სხვა საიტებზე მაინც რამდენი დაუჯდათ კონკრეტულად დუდაევის ლიკვიდაციის გეგმის განხორციეკება.
15 იანვარი, 22:11
ინტრიგანულ წერას თავი დაანებე, გამომივიდა აქ ფილოლოგიის მასწავლებელი, გატყორცნა იქნება თუ გაშვება, ლიტერატურულად ორივე სწორია, ბომბდამსენიც იხმარება და მოიერიშეც, ორივე სწორია და ეს შენი კომენტარები მხოლოდ ინტრიგანულ მიზნებს ემსახურება. იქნებ წერტიი და მზიმეც შეამოწმო, იქნებ მძიმე გამომრჩა სადმე, იქნებ ამაზეც დადო შენი ინტრიგანუი კომენტარები.
15 იანვარი, 22:08
თავს ნუ გამოიდებ იმაზე მეტად რაც არ გესმის. თავად დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტებმა დაწერეს, რომ კამერა შესაძლებელია დამაგრებული ყოფილყო რაკეტაზე და სანამ რაკეტა აფეთქდებიდა, მანამდე მოასწრო კადრის გადმოცემა, რის შემდეგაც კამერა განადგურდა, რაკეტის აფეთქების მომენტში
.
15 იანვარი, 20:58
ru.wikipedia.org/wiki/Ликвидация_Джохара_Дудаева ლინკზე არაფერი, რომ არაა ამაზე რას გვეტყვით პატივცემულო?
15 იანვარი, 20:46
რაკეტის გატყორცნა სად წაიკითხე? რაკეტას უშვებენ...
15 იანვარი, 20:43
სპეციალური აპარატურაც კი შექმნეს ამ კონკრეტული შეთხვევისათვის, მათ მილიონზე მეტი დაუჯდათ ამ ულტრა-თანამდედროვე აპარატურის შექმნა და გაუმჯობესება

თუ შექმნეს ახლად შექმნილს რაღა გაუმჯობესება დასჭირდა?
დადე ერთი წყარო მასალაზე, ოღონდ ვიკიპედია არა, რადგან მანდ უამრავი სისულელე იწერება, რაც რეალობიდან ძალიან შორსაა.
რუსებმა ისიც თქვეს 2008 წელს ქართული ფლოტი საზღვაო ბრძოლებში ჩავძირეთ და ქართული გამანადგურებლებიც ჩამოვყარეთო?
გვყავდა საერთოდ გამანადგურებელი ან საზღვაო ბრძოლაში როდის მივიღეთ მონაწილეობა? :))))
15 იანვარი, 20:34
ალბათ რუსული ინტერფეისი ვერ შექმნეს ივანე. :)
15 იანვარი, 20:32
შორეული რადიოსალოკაციო აღმოჩენის თვითმფრინავი «А-50»-ესაა ის შენი "უანალოგო აპარატი", რომელიც მანამდე იყო შექმნილი და რომელმაც "ჩაიჭირა" დუდაევის საუბარი.
ასე რომ, მიხვდი შეცდომას და იმათ მაინც ნუ გვატყუებ ვისაც სამხედრო საქმეს წლების მანძილზე ვსწავლობდით და ვემსახურებით. :)
15 იანვარი, 20:28
დამისახელე თუნდაც ერთი იმ პერიოდის რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი! :)
შენ დრო აგერია დანიელ და სრულ აბსურდს წერ.
მოიერიშე-ბომბდამშენი იმ პერიოდში საერთოდ არ ჰყავდა რუსეთს, რაღაც უანალოგო აპარატურის შექმნა კი ფანტასტიკის სფეროდანაა. :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10