x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გრაკლიანის წარწერა, ანბანური დამწერლობის, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნიმუშია
image


გრაკლიანის წარწერა, ანბანური დამწერლობის, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნიმუშია.
(დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ბიბლიის შემქმნელი ქურუმების, მოსაზრება მეთუშაილზე (მათუსალა), თანდათან რეალობა ხდება).

ქართლის გულში, გრაკლიანი გორა წარმოადგენს — არქეოლოგიურ ძეგლს საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე. აღმოჩენილია 2007 წელს, გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს. აღმოჩენილია უამრავი არტეფაქტი. გრაკლიანი გორა წარმოადგენს მრავალფენიან (სულ გახლავთ 11 არქეოლოგიური ფენა, რაც მის ძალიან დიდი სიძველეზე მიუთითებს) არქეოლოგიურ ძეგლს. გრაკლიანის გორაზე, დღემდე უცნობი დამწერლობის, ერთსტრიქონიანი ანბანური წარწერა გამოვლინდა. თავდაპირველად ეგონათ, რომ გრაკლიანის წარწერა 2700 წლის წინ, უნდა შექმნილიყო. თუმცა მაიამის (აშშ) ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების დასკვნის საფუძველზე, დადგინდა ახალი თარიღი, ძვ. წ. XI-X საუკუნეები. რას ნიშნავს ეს, რომ შესაძლებელია ეს წარწერა, დღემდე აღმოჩენილი, მსოფლიოს უძველესი ანბანური წარწერა იყოს. როგორც ვიცით, მსოფლიოს უძველესი ანბანის, ფინიკიური ანბანის, ასაკიც დაახლოებით არის ძვ. წ. 1050წ. ფინიკიური ანბანიდან შემდეგ თანმიმდევრობით წარმოიშვნენ, ებრაული, არამეული, ბერძნული, ლათინური ანბანური დამწერლობები.

აქამდე ზოგიერთები, ქართლის ცხოვრებაზე დაყრდნობით თვლიდნენ, რომ პირველი ქართული ანბანური დამწერლობა - ასომთავრული, ბერძნულ ანბანზე დაყრდნობით, ძვ. წ. IV საუკუნეში, იბერიის პირველი მეფის ფარნავაზის დროს შეიქმნა. თუმცა ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი, ქართული ანბანური დამწერლობის ანუ ასომთავრულის წარმოშობას, რამოდენიმე საუკუნით უკან გადაჰქონდათ. მეც ვფიქრობ, რომ გრაკლიანის წარწერა ქართული ანბანური წარწერაა. მისი გაშიფვრის შემდეგ, ის დამტკიცდება, რომ პირველი ანბანური დამწერლობის შემქნელები ქართველები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში პირველი იეროგლიფური დამწერლობის ავტორებიც, პროტო-ქართველები არიან. კაცობრიობის პირველი და უძველესი დამწერლობის ავტორები, რომ პროტო-ქართველები, კარდუხები (იგივე ქართები) არიან, ამის შესახებ ბიბლიის შემქმნელი სწავლული ქურუმებიც აცხადებენ. ბიბლიაში კაცობრიობის პირველი დამწერლობის ავტორად, ეთნარქი მეთუშაილი მოიხსენიება ანუ მეთუშაილის პროტო-ქართული ტომები, ხოლო დიდი ივანე ჯავახიშვილი გარკვევით აცხადებდა, ბიბლიაში მოხსენიებული ეთნარქი მეთუშაილი, ერთ-ერთი ქართული ტომების აღმნიშვნელიაო, მეთუშაილის სატომო სახელი შემორჩენილია, დღევანდელი თუშების სატომო სახელშიო. ისიც აღსანიშნავია, რომ ასტროლოოგიით ცნობილ, პროტო-ქართველ ქალდეველთა იგივე კარდუხების ტომების უძველესი წელთაღრიცხვა, რომელ წელთაღრიცხვასაც ქრისტიანობის გავრცელებამდე ქართველებიც იყენებდნენ, ქალდეველებისაგან ებრაელებმაც გადაიღეს და თითქოს კაცობრიობის დასაბამს ამ პერიოდიდან აითვლიდნენ, სინამდვილეში ეს თარიღი "კაცობრიობის დასაბამიდან (სამყაროს შექმნიდან) ამდენი ათასი წელიო", ქალდეველ ქურუმთა მიერ, იეროგლიფური დამწერლობის სახალხოდ გავრცელების თარიღი უნდა იყოს. პროტო-ქართული ტომები იყვნენ, კაცობრიობის როგორც უძველესი იეროგლიფური დამწერლობის, ასევე ანბანური დამწერლობის შემქმნელები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ევროპელებისა და შემდგომ მათგან წარმოშობილი ინდო-ევროპული კაცობრიობის, სამშობლო კავკასიაა, ამას ზეზვას და მზიას მაგალითიც ადასტურებს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ნიკო მარისა და სხვა მრავალი ცნობილი მეცნიერის მოსაზრებით, პირველადი და უძველესი, პროტო-ქართველური ენა, კაცობრიობის უძველესი და უპირველესი ენაა. სწორედ ამ უძველესი და უპირველესი ენიდან, წარმოიშვნენ ინდო-ევროპული და სემიტური ენებიც კი, სწორედ ამ პროტოქართული უძველესი ენიდან, ისესხეს ყველაზე მეტი სიტყვა, მსოფლიოს ცივილიზაციის შემქმნელმა სხვა ხალხებმა. ამ უძველესს პროტო-ქართველურ ენას, ჯერ სვანური გამოეყო, შემდეგ ზანური, ზანურს კი ლაზური და მეგრული. თანამედროვე ქართული ენა, დღემდე შემორჩენილი, ამ პროტო-ქართველური ენის და თანამედროვე ქართველთა, მეოთხე განშტოებაა. თანამედროვე ქართული ენა, უფრო ქართების ენაა, ეთნონიმი ქართები, ქართუ, კი პირდაპირ კარდუხებიდან და კარდუდან მომდინარეობს. ქართუ იგივეა რაც კარდუ და კარდუხები. კარდუხები იგივე ხურიტები არიან. ივანე ჯავახიშვილისა და სხვა მეცნიერთა მტკიცებით, კარდუხის ბერძნული შესატყვისია კოლხი, კოლხები ანუ ბერძნები კარდუხებს, კოლხებს ეძახდნენო.


ჯერ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ, 90-იან წლებში, ჩემს ნაშრომში, "ქართველთა ეთნოგენეზისი და ზოგიერთი ძირითადი სატომო სახელის შესახებ", ვწერდი - ამონარიდი: " კაცობრიობის უძველესი იეროგლიფური დამწერლობა ხურიტმა-ქალდეველებმა შექმნეს და ეს არარაატის სანახებში უნდა მომხდარიყო, ხოლო თარიღი "დასაბამიდან ამდენი ათასი წელიო", რომელსაც ებრაელებიც ახსენებენ ნიშნავს, არა მართლაც ადამიანის დასაბამს და მის გაჩენას დედამიწაზე, არამედ იეროგლიფური დამწერლობის შექმნას ხურიტების მიერ და მისი გამოყენების დასაწყისს. შემდეგ ამ მრავალჯერ სახეცვლილი იეროგლიფური და შემდგომ ლურსმული დამწერლობის საფუძველზე ქალდეველმა ქურუმებმა მეორე ათასწლეულის ბოლო პერიოდში შექმნეს კაცობრიობის უპირველესი ანბანი, ფინიკიურ ანბანზე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე. შემდეგ ეს ანბანი ფინიკიელებმა შეითვისეს და მოახდინეს მისი მსოფლიოში გავრცელება, რადგანაც ფინიკია მსოფლიო მნიშვნელობის საზღვაო სახელმწიფო იყო. ეს სახეცვლილი ანბანი გავრცელდა მთელ მსოფლიოში, როგორც ფინიკიური ანბანი. ბიბლიაში დამწერლობის შემქმნელად გამოცხადებულია ეთნარქი მეთუშაილი, ხოლო ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ეს მეთუშაილი ქართული ტომის ერთ-ერთი სახელია და მისი სატომო სახელი შემორჩენილია თუშების ქართველთა ტომშიო. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და ანტროპოსოფიის მამა რუდოლფ შტაინერი "ვარდისა და ჯვრის საიდუმლოებაში" აცხადებს, რომ კაცობრიობის უპირველესი ანბანი ანუ "ტაოს წმინდა ანბანიო", ტაოში შექმნეს ქალდეველმა ანუ კოლხმა ქურუმებმაო, ხოლო ეს ტაო იგივე დიაოხია და იგივე ასურული წყაროების "დაიაენი"-ა. გარდა ამისა ეს ქალდეველები ცნობილნი იყვნენ თავიანთი ასტროლოგიით." - ციტირების დასასრული.

2016 წლის 30 ნოემბერს, იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი 14 ან­ბა­ნი­დან, პირ­ვე­ლე­ბი ვართ, ვინც მსოფ­ლიო მემ­კვი­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში მოვ­ხვდით. 14 ან­ბა­ნი­დან ერ­თა­დერ­თე­ბი ვართ, ვი­საც ან­ბა­ნის სამი ცო­ცხა­ლი სა­ხე­ო­ბა გვაქვს (მრგლო­ვა­ნი, ნუს­ხუ­რი, მხედ­რუ­ლი) და ეს აღი­ა­რა მსოფ­ლი­ომ.


პუბლიკაციის ავტორი: დანიელ სავანელი.



1
591
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
591
  
2020, 13 იანვარი, 16:18
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, დანიელ ბატონო, მშვენიერი,.. მაგრამ რად დავმდაბლდით ასე და სადაა გამოსავალი - ესაა საქმე, რომ არ ვიცით არავინ, ამჟამინდელმა შთამომავლებმა "მეთუშაილი"-ს, ქალდეველთა და კიდევ რამოდენიმე დიდი ცივილიზაციის შემქმნელთა ტომებისა?..
0 1 1