x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რუსები ბოროტი, უტაქტო და ცუდად აღზრდილი ერია"!-განაცხადა პუტინის პრეს-მდივან პესკოვის ქალიშვილმა

image რუსების პრობლემა მათ გაუნათლებლობაშია, რის გამოც ისინი საზოგადოებაში იქცევიან უხეშად და თავს წარმოაჩენენ, როგორც უზრდელები. ამის თაობაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ქალიშვილი, ბლოგერი ელიზავეტა პესკოვა.
image

«სალაპარაკოც არაა, რომ ნებისმიერ ერს ჰყავს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი პიროვნებები, თუმცა განსაკუთრებით რუს ერს აქვს ამ მხრივ პრობლემები.
სადაც არ უნდა იყვნენ, ლოთობა, დებოშის ატეხა და უზრდელობა მათი მახასიათებლებია. ეს ყველაფერი კი ცუდი აღზრდის შედეგია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ რუსებს აღზრდა საერთოდ აკლიათ.
გოგონას აზრით რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ კარგი განათლება მხოლოდ "არისტროკატული" ოჯახის მემკვიდრეებისთვისაა განკუთვნილი, რაც სრული უაზრობაა, აღზრდას და სრულფასოვან განათლებას ვერანაირი ფულით ვერ იყიდი"-დაამატა პესკოვამ.
გოგონამ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მოიყვანა მაგალითი იმ პერიოდიდან როცა საფრანგეთში ცხოვრობდა: "პარიზში სამუშაო დღეებში 12:00-ის შემდეგ არ შეიძლება ქუჩაში ან საცხოვრებელ კორპუსში ხმაური, გამოსასვლელ დღეებში კი 00:00 საათამდეა დასაშვები.
მეზობლად ცხოვრობდნენ რუსი ახალგაზრდები უმდიდრესი ოჯახებიდან, მთელი ღამის განმავლობაში მაწუხებდა მათი ხმაური და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის ხმა.
როცა შენიშვნა მივეცი შეურაცხყოფა მომაყენეს. ჟანდარმერიამ ისინი დააჯარიმა. მე და ჩემი მეგობრებიც ვაწყობდით გასართობად საღამოებს, მაგრამ მეზობლებს არ ვაწუხებდით და სამართალდამცავებთან ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია.
სამწუხაროდ რუსებს ყველგან თავი საკუთარ სახლში ჰგონიათ და უკანასკნელი ღორებივით იქცევიან"-ასე დაამთავრა საუბარი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ქალიშვილმა.

imageimageimageimage




0
609
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
609