x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაჭარაშვილი: " ეროვნული ლიგა ყოველ წელიწადს ვითარდება"
image

რამდენიმე დღის წინ თბილისის "საბურთალომ" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა გია ცეცაძის სახით. ცეცაძემ უმალვე დაიწყო გუნდის გაძლიერება, საბურთალოელების ბოლო ტრანსფერი ახალგაზრდა ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილია, რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საქართველოს ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.


ლევანმა საფეხბურთო კარიერა უკრაინაში დაიწყო, მისი პირველი პროფესიონალური გუნდი კი ლიეტუვის "შტუმბრასი" იყო და უნდა აღინიშნს რომ მაჭარაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. მან "შტუმბრასის" რიგებში 79 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ქვეყნის თასის მოპოვებაში დიდად დაეხმარა. სამწუხაროდ, "შტუმბრასი" 2019 წელს ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა და მაჭარაშვილმა კარიერა ჩვენს სამხრეთ მეზობელ ქვეყანაში სომხეთში განაგრძო, სადაც "ლორის" რიგებში ჩაირიცხა და ამ გუნდში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო. საბოლოოდ, გია ცეცაძის მოთხოვნით "საბურთალომ" მაჭარაშვილის დაბევება მოახერხა და ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


მე ფეხბურთელს დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვი:



რამ გადაგაწყვეტინა სომხეთიდან წამოსვლა და "საბურთალოში" თამაში?

პირველ რიგში მინდოდა ოჯახთან ახლოს ვყოფილიყავი. მეორე მიზეზი კი გუნდია - "საბურთალო" საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება, მართალია მათ მცირე ჩავარდნა ჰქონდათ ევროასპარეზზე თუმცა ეს ამ გუნდისთვის დებიუტი იყო. დარწმუნებული ვარ "საბურთალოს" ყველაფერი წინ აქვს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

შენ აქამდე საქართველოს ჩემპიონატში არ გითამაშია. რა აზრის ხარ ეროვნულ ლიგაზე?

მართალი ხართ, საქართველოში აქამდე არ მითამაშია, თუმცა ყოველთვის თვალს ვადევნებ ეროვნულ ლიგას და შემიძლია გითხრათ რომ ჩემპიონატი ყოველწლიურად ვითარდება. გასული სეზონიც კარგი და დაძაბული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალი გათამაშება უფრო საინტერესო იქნება.

ფაქტია, შენს არჩევანზე მთავარი გავლენა "საბურთალოს" ახალმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ იქონია, ვისთან ერთადაც ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდი. რას იტყვი მის შესახებ?

მართლაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს იყო. ვიცი როგორი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ მისი მეშვეობით საქართველოს ჩემპიონატთან ადაპატაცია გამიადვილდება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავალი სეზონის მიმართ და მჯერა რომ "საბურთალო" დიდ წარმატებას მიაღწევს და ქართველ გულშემატკივრებს გაახარებს.


მართლაც, 22 წლის ნახევარმცველს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გია ცეცაძის ხელმძღვანელობით უთამაშია. ლევანი ნომინალურად მარჯვენა ნახევარმცველია, რომელსაც შეტევაში შედეგიანი თამაშიც უყვარს და დაცვაში თანაგუნდელების დახმარებაც, მას ასევე შეუძლია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაში.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0