x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო: რუსეთის პრეზიდენტი შესაძლო მსოფლიო კატასტროფაზე გვაფრთხილებს
image



შაბათს მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს მსოფლიო უსაფრთხოების არსებული პრობლემები, წერს რია ნოვოსტი.



მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ მოხდება შუა აღმოსავლეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი კატასტროფული იქნება მთელი მსოფლიოსთვის.



”ის ფაქტი, რომ ომი მიმდინარეობს დაბალი ინტესივობით - ჩვენ უკვე ვხედავთ. ეს არის სამხედრო ოპერაციები. ხალხი იხოცება. ეს ფაქტია. მე ძალიან მინდა თავიდან ავიცილო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები.” - თქვა პუტინმა.




პუტინი დარწმუნებულია, რომ საომარი მოქმედებები კვლავ აიძულებს მილიონობით ლტოლვილს ცხელი წერტილებიდან წავიდნენ ევროპაში და სხვა რეგიონებში. ადამიანების ასეთი ნაკადები უზარმაზარ ზიანს მიაყენებს გლობალურ ეკონომიკასა და ენერგეტიკას.


”ეს იქნება ჰუმანიტარული კატასტროფა, რელიგიათაშორისი კატასტროფა, ეკონომიკური კატასტროფა." - დასძინა პრეზიდენტმა.





1
810
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
810
  
2020, 16 იანვარი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1