x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა მებრძოლმა "UFC" ვერსიით სინტია კალივილიომ აწონვისას ტრუსი და ბიუსტჰალტერიც კი გაიხადა, მაგრამ დაშვებულ წონაში ვერ ჩაეტია

image "UFC"-ის მებრძოლმა გოგომ ტრუსი და ბიუსტჰალტერიც კი გაიხადა ორთაბრძოლის წინ აუცილებელ აწონვაზე, მაგრამ არც ამან უშველა, დასაშვებ წონას გადააჭარბა და სინტია კალივილიო ორთაბრძოლიდან მოიხსნა.
6 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართა ოფიციალური ცერემონია ორთაბრძოლის წინ მოწინააღმდეგეების აწონვაზე.
"UFC"-ის ვერსიით ერთმანეთს მინიმალურ წონაში უნდა შეხვედროდნენ-მარინა როდრიგესი და სინტია კალვილიო. სინტიამ ჩააგდო აწონვა, რადგან დაშვებულ წონაში ვერ ჩაეტია. წონაში, რომ დაეკლო სინტიამ აწონვისას ტრუსი და ბიუსტჰალტერიც კი გაიხადა, სრულიად შიშველს მებრძოლს წინ ნაჭერი ჩამოაფარეს, თუმცა არც ამან უშველა სინტიას.
ამერიკელი სინტია კალვილიოს აწონვამ მისი წონა 54, 6 კგ დააფიქსირა, დასაშვები წონა კი 52, 6 კილოგრამია. შესაბამისად სინტია შეჯიბრებიდან მოიხსნა. ორიოდე წლის წინ სინტიას სხვა პრობლემაც ჰქონდა, დოპინგ კონტროლის გავლისას მის ორგანიზმში მარიხიანას კვალი დაფიქსირდა.

0
511
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
511