თეატრი სხვა რაკურსით დანახული ბალეტი 2020, 12 იანვარი, 14:03
ბალერინების ცხოვრებას და შემოქმედებას უამრავი მითი ახლავს თან. ამ სტატიაში შევეცდებით გიჩვენოთ, იმ ულამაზესი სანახაობის მიღმა, რომელსაც სცენაზე ვუყურებთ, რამხელა შრომა და ტკივილი იმალება.
1. პირველი ნაბიჯები ბალეტში
როგორც წესი, ბალეტზე 4-დან 8-წლამდე ასაკის ბავშვებს იღებენ. თუმცა, ვარჯიშის დაწყება უფრო ადრეც შეიძლება. მოსამზადებელ კლასებში 3 წლის ბავშვებსაც იღებენ
პუანტებით მეცადინეობას უკვე 11 წლიდან იწყებენ. პირველ წელს მეცადინეობა კვირაში 3-4-ჯერ ტარდება. ეს დიდ ამტანობასა და დისციპლინას მოითხოვს. მოცეკვავეები დიდ ყურადღებას უთმობენ სამსახიობო ხელოვნებას, რადგან გმირის ხასიათი მათ მხოლოდ მოძრაობით უნდა გადმოსცენ. 2.ფიზიკური ფორმა ბალეტში დიდი ყურადღება ექცევა ტერფს. თუ მოცეკვავეს ბუნებრივად აქვს ბალეტისთვის საჭირო ტერფის აგებულება-ხომ კარგი, თუ არა და, სხვადასხვა ვარჯიშებით ცდილობენ ასეთი ტერფის გამომუშავებას, რაც სხვადასხვა ტრავმებს და წარმოუდგენელ ტკივილს იწვევს. ბალერინების სიმაღლე 162-177 სმ- ფარგლებში მეყეობს, მათი წონა კი 38-59 კგ-ია. ასეთი სუსტი აგებულების მიღმა წარმოუდგენელი ძალა და ამტანობა იმალება. ის, რომ ბალერინასთვის მთავარია ფეხის სიგრძე, სულაც არ გახლავთ მითი. სპეციალური ფორმულაც კი არსებობს სიგრძის ინდექსისი დასადგენად. 3.რაციონი კვების მხრივ ბალერინებს ბევრი შეზღუდვა აქვთ.იმისთვის, რომ ფიგურა შეინარჩუნონ, სამუდამოდ ამბობენ უარს ბევრ პროდუქტზე და ძირითადად ხილით და ბოსტნეულით იკვებებიან, თუმცა ბევრი ბალერინა აქაც იზღუდავს თავს და უარს ამბობს კალორიულ ხილზე. 4. კულისებს მიღმა გამუდმებული რეპეტიციები მოცეკვავეების ფეხებზეც აისახება. სამუშაო დღე 7 საათს გრძელდება, შესვენების გარეშე. ვარშავის თეატრის ბალერინა მარგარიტა სიმონოვამ აღიარა, რომ პედიკურის დროს ბალერინები უარს ამბობენ მაზოლების მოშორებაზე. გაუხეშებული კანი ტერფებზე მათ პუანტებით ცეკვის დროს კანის გადახეხვისგან იცავთ. ინტენსიურ ვარჯიშებს ტრავმებიც ხშირად ახლავს. ბალერინები ასევე ხშირად იტანჯებიან საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლით, ძვლოვანი ქსოვილების სისქის შემცირებით. მოტეხილობებს შორის ხშირია ნეკნის მოტეხილობა. ბალერინებს თმა უმეტესად შეკრული და უამრავი სარჭით აქვთ დამაგრებული, რაც თმას აზიანებს და მის ცვენას იწვევს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კარიერის გამო ყველა ვერ ბედავს შვილის გაჩენას, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ მშობიარობის შემდეგ სცენას ვეღარ დაუბრუნდებიან. ბერლინის ოპერის პრიმა-ნალერინა იანა სალენკო კი თვლის, რომ დედობა სულაც არაა ხელისშემშლელი ფაქტორი. “უბრალოდ, აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გამოიყურება ქალის სხეული ორსულობის დროს" -წერს ის ინსტაგრამზე. რაც არ უნდა იყოს, ყველაფრის მიუხედავად, ბალეტი ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც მაყურებლის აღფრთოვანებულ ემოციებს და მზერას იწვევს. 328 შეფასება არ არის
|