x
image
Yoona
დედამიწის მოსახლეობის ყოველ მე-8 მაცხოვრებელს ობობის ეშინია - ყველაზე გავრცელებული ირაციონალური ფობიები
დედამიწის მოსახლეობის 15% მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ფობიით იტანჯება. ერთი საქმეა, როცა შიში ლოგიკური მტკიცებულებით შეგიძლიათ განმარტოთ, მაგალითად, როცა ეს ცხოვრებას საფრთხეს ნამდვილად უქმნის. სხვა საქმეა, როცა ფობია ირაციონალურია. თუმცა ამით პრობლემა ნაკლებად მნიშვნელოვანი არ ხდება. შიშით გამოწვეული სტრესი ძალიან რეალურია და აღიარებას საჭიროებს.


image

ფობიები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ვფიქრობთ

ბოლო კვლევებმა აჩვენა, როცა ყოველ მე-7 ავსტრალიერს, ან თითქმის 15%-ს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ფობია ან შფოთვა აწუხებს.


ხშირად ფობია ბავშვობიდან იწყება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში წარმოიშვას. ქალებში 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში.

ექიმი რობერტ რეივანი მსოფლიოში ობობების ექსპერტს და კვინსლენდის მუზეუმში ობობისნაირთა უფროს კურატორს წარმოადგენს. მან 400-ზე მეტი ახალი სახეობა დაასახელა და 100-ზე მეტად დაკბენილი იყო, თუმცა ბავშვობაში ობობების ეშინოდა.


image

რეივანის მამა სამთო ინჟინერი იყო, რომელიც მიწისქვეშა მაღაროებში მუშაობდა. ბავშვობაში ძველ მაღაროებში გავრცელებული ობობების შესახებ მამის მოთხრობებს ხშირად ისმენდა.

„ის მიამბობდა, თუ ძველ მაღაროში როგორ შედიოდა და ძველ გაზეთებს ანთებდა, რომ ობობები დაეწვა. ობობები კი მას ყელზე ეცემოდნენ. სურათს იმდენად მკაფიოდ წარმოვიდგენდი, რომ მათ მიმართ შიში გამიჩნდა“ - ამბობს რეივანი.


ბრძოლა ირაციონალურ შიშთან

„კვინსლენდის უნივერსიტეტში ზოოლოგიის შესწავლა დავიწყე. ობობების შიში მქონდა და მასზე სპეციალიზაცია გადავწყვიტე. ეს ფობიასთან ბრძოლის ჩემი მეთოდი იყო. გავაცნობიერე, რომ შიში ირაციონალური იყო და მასთან შეჯახება მჭირდებოდა“.

ამ დროისთვის ექიმი რეივანი ობობების შესახებ მსოფლიოში წამყვან ექსპერტს წარმოადგენს. ის მსოფლიოში მოგზაურობს, ობობებს იჭერს და მათ იდენტიფიცირებას ახდენს, თუმცა აღიარებს, რომ ბავშვური შიში არასდროს დაუკარგავს.

ობობის დანახვისას დღემდე ცივი ოფლი მასხამს და კონცენტრირება მიჭირს“ - აღიარებს მეცნიერი.


image

თევზების შიში

კომერციულ იურისტს ალექსანდრა ჯილანს თევზების იმდენად ძლიერ ეშინია, რომ ღია სივრცეში არასდროს იცურავებს. და საქმე ზვიგენებს სულაც არ ეხება.

„ბევრი ადამიანი უბრალოდ დამცინის, უმეტესობა სერიოზულად არ აღიქვამს, როცა ვამბობ, რომ თევზების მეშინია“ - ამბობს ის.

ჯილანის ფობიას რამდენიმე განსაკუთრებულობა აქვს. მაგალითად, მას შეუძლია თევზებს გვერდიდან მშვიდად უყუროს და უარყოფითი ემოციები არ განიცადოს, მაგრამ მათთან ერთად წყალში ყოფნა არ შეუძლია.

„ჩემი გულისცემა ხშირდება, ქოშინი და კანკალი მეწყება, როგორც ნამდვილი პანიკის დროს“ - ამბობს გოგონა თავისი შეგრძნებების შესახებ.

ჯილანის შიში ბავშვობიდან დაიწყო, როცა მამასთან ერთად სანაპიროზე ბანაობდა და მამა წარუმატებლად გაეხუმრა.

„ეს დაიწყო მაშინ, როცა 5-6 წლის ვიყავი და მამასთან ერთად ვცურავდი. ის გამეხუმრა, რომ თევზი ჩემ ფეხებთანაა. ქვემოთ დავიხედე და ვნახე, თუ თევზები ჩემს ფეხებთან როგორ ცურავდნენ. შევშინდი, წყლიდან ამოვედი და მეტად აღარ დავბრუნებულვარ. იმ დროიდან თევზების პანიკურად მეშინია“ - იხსენებს ის.


ის ფობიას გაქცევის მეთოდით ებრძვის

„ღია სივრცეში ნამდვილად აღარ ვცურავ. ოჯახთან ერთად დიდ ბარიერულ რიგთან ვისვენებდი. ჩემი ახლობლები და მეგობრები წყალქვეშ ცურვით იყვნენ დაკავებულნი, მე კი სანაპიროსთან ახლოს ვისვენებდი“ - ამბობს ჯილანი.


ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

image

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

image

რატომ გვიჭირს სხვის ლოგინში დაძინება - კვლევის შედეგი

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ

image

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
85