x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დრონის ვიდეოკამერამ გადაიღოამერიკული, ატომური ავიამზიდის ექსტრემალური შემობრუნება, ვერასდროს ვიფიქრებდი ავიამზიდი ასეთ მკვეთრ მანევრს თუ შესძლებდა

image სამხედრო-საზღვაო ფლოტის ტექნიკურ მახასიათებლებში ცუდად ვარ ჩახედული (სამოქალაქოში კი საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული და საოკეანო ლაინერის საჭესთანაც ვმდგარვარ, რადგან ბაბუა მყავდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი), შესაბამისად ავიამზიდები თუნდაც ატომური რეაქტორით მოუხეშავი და ზოზინა მცურავი საშუალებები მეგონა, რაშიც გადამარწმუნა დრონის ვიდეოკამერის მიერ გადაღებულმა ვიდეომ, სადაც უზარმაზარი ატომური ავიამზიდი ექსტრემალურ მანევრს აკეთებს.
როგორც ჩანს ავიამზიდი მხოლოდ გარეგნულად ჩანს მოუხეშავი და ნაკლებად მანევრირებადი, რაც ამერიკულმა ავიამზიდმა "USS Abraham Lincoln"-მა დაამტკიცა, ატომურმა ავიამზიდი, რომლის სიგრძე 332-ი მეტრი და სიგანე 77-ი მეტრია, ატომური რეაქტორისაგან როგორც ჩანს ისეთ უზარმაზარ ენერგიას იღებს, შეუძლია იმდენად მკვეთრად მოუხვიოს, ბორტით თითქმის "გაწვეს" ოკეანის ზედაპირტზე.
ამერიკულმა ავიამზიდმა ტაქტიკური სწავლების ფარგლებში მოახდინა ატლანტის ოკეანეში ექსტრემალური მოხვევის მანევრი, რასაც ეს ვიდეო ადასტურებს.

0
1263
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1263