x
მეტი
  • 18.01.2020
  • სტატია:98292
  • ვიდეო:343799
  • სურათი:460498
გუგლმა ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული საძიებო საკითხები დაასახელა: ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ქარიშხალი „დორიანი“ და სხვა თემები
ყოველ წელს Google გასული 12 თვის მონაცემებს აჯამებს. კომპანია ყველაზე პოპულარულ საძიებო ტენდენციებს და ტერმინებს აქვეყნებს. ამ წელს საძიებო სისტემაში ლიდერობს Disney+, მას მოსდევს გარდაცვლილი ცნობილები მსახიობი კემერონ ბოისი და რეპერი ნიპსი ჰასლი, ქარიშხალი“ დორიანი“ და NFL-ის ყოფილი მოთამაშე ანტონიო ბრაუნი.

image

გთავაზობთ Google-ს ტოპ საძიებო ტერმინებს გასული ათწლეულის მანძილზე - ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გაგაოცოთ. ნახეთ, რას აჩვენებს საძიებო სისტემის შედეგები?


2019: დისნეი+


image

2019 წელს გუგლის მომხმარებლები ყველაზე მეტად Disney+ დაინტერესდნენ. „Disney+“-ის რამდენიმე თვიანი სპეკულაციის შემდეგ როგორც იქნა ნოემბერში გაეშვა და გამომწერებს Disney Channel-ის ძველ შოუზე, კლასიკურ ანიმაციურ ფილმებზე, Marvel-ის და Star Wars-ის ნამუშევრებზე, ორიგინალურ და ბევრ სხვა კომპონენტზე წვდომის საშუალება მისცა.


2018: მსოფლიოს ჩემპიონატი

image

ფეხბურთი მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა, სწორედ ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ტერმინი „მსოფლიო თასი“ ყველაზე პოპულარულ საძიებო საკითხებში ხშირად ფიგურირებს. გასულ წელს მსოფლიო თასის ფინალში საფრანგეთმა ხორვატიაზე ანგარიშით 4:2 გამარჯვება მოიპოვა.


2017: ქარიშხალი „ირმა“

image

კარიბის აუზში რამდენიმე კუნძული დაინგრა, როცა 2017 წლის სექტემბერში რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ გადაუარა. მთელ ფლორიდას ძლიერმა შტორმაც დიდი ზიანი მიაყენა. იმ წელს რამდენიმე უჩვეულო დამანგრეველი ქარიშხალი მოხდა: „ჰარვი“ ჰიუსტონში და მარია პუერტო-რიკოზე.


2016: პაუერბოლი


ეს საძიებო საკითხი ამერიკულ გუგლში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ჯეკპოტის მოცულობამ 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

2016 წელს მეორე საძიებო ტერმინი პრინცი იყო. ინტერნეტ მომხმარებლები გაოგნებულნი იყვნენ, როცა მომღერალი 57 წლის ასაკში მოულოდნელად დაიღუპა.


2015: ლამარ ოდომი

image

2015 წელს ყველაზე სწრაფად პოპულარული საძიებო ტერმინი გახდა ლამარ ოდომი. NBA-ს მოთამაშე რეალითი შოუს დინასტიას შეურთდა, როცა 2009 წელს ქლოე კარდაშიანზე დაქორწინდა. 2015 წელს ოდომი და კარდაშიანი განქორწინებას აპირებდნენ. ამ წელს უგონო მდგომარეობაში ნევადის ბორდელში იპოვეს. მან ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება განიცადა. კარდაშიანი და მისი ოჯახი გამოჯანმრთელების პერიოდში ოდომის გვერდით იყო. განქორწინება გამოჯანმრთელებამდე დროებით გადადეს.


2014: რობინ უილიამსი

image

2014 წელს მსოფლიომ რობინ უილიამსი დაკარგა: გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო. უილიამსი 1970-იან წლებში კომედიური როლების შესრულებით ცნობილი გახდა. ასევე „ოსკარის“ ლაურეატი და „ოქროს გლობუსის“ სამჯერადი მფლობელი გახდა. იმ წელს საძიებო მოთხოვნილებებში ებოლას ვირუსიც დიდად მოთხოვნადი იყო.


2013: პოლ უოკერი

image

მსახიობი პოლ უოკერი ფილმ „ფორსაჟში“ ბრაიან ო’კონერის შესრულებით ცნობილი გახდა. ის 2013 წელს 40 წლის ასაკში ავტოკატასტროფით გარდაიცვალა. უოკერის სახელმა აშშ-ში გუგლის საძიებო სისტემაში პირველი ადგილი დაიკავა.


2012: უიტნი ჰიუსტონი

image

2012 წელს 48 წლის ასაკში მომღერალი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა. მას პოპ-მუსიკის დედოფლად მიიჩნევდნენ, სანამ მისი დიდებული ხმა და წარმოუდგენელი სტილი ნარკოტიკების ზემოქმედებამ არ გაანადგურა.


2011: რებეკა ბლექი

image

ათწლეულის დასაწყისში 13 წლის რებეკა ბლექი მუსიკალური სენსაცია გახდა. მოზარდმა თავის სიმღერაზე „Friday“ სოციალურ არხზე Youtube კლიპი გამოაქვეყნა. დასამახსოვრებელი მელოდია ვირუსული გახდა.


2010: iPad

iPad კომპანია Apple-მა 2010 წელს გამოუშვა, რომელიც ამავე წლის გუგლის პოპულარული საძიებო საკითხი გახდა. ასევე ამავე წლის საძიებო ტერმინების სიაში მოხვდა ჯასტინ ბიბერი, რომელმაც ზუსტად მაშინ პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა.

ასეთია გასული ათწლეული კორპორაცია გუგლის თვალით.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა

image

ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით

image

თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები

image

რომელი ნივთები გაქრება 20 წლის შემდეგ და რატომ აღარ დაგვჭირდება

image

15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს

image

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
107