x
image
_K_
ცნობილი მამები, რომლებმაც შვილები მარტო გაზარდეს
imageთანამედროვე სამყაროში უფრო ხშირად შევხვდებით მარტოხელა დედებს. მამები კი, რომლებიც შვილების გაზრდას მარტო უმკლავდებიან, იშვიათობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები ხდება და არსებობენ კაცები, რომლებიც ბავშვის აღზრდის სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.


სტატიაში გაგაცნობთ ცნობილ მამებს, რომლებიც, განსხვავებული მიზეზების გამო, შვილებს მარტო ზრდიდნენ. ზოგმა მთელი ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ზოგმა პასუხისმგებლობა მეუღლეს გაუზიარა, ზოგს კი არაერთი ტრაგიკული შემთხვევის გამოვლა მოუწია მამაშვილობის გზაზე. გაეცანით მათ ისტორიებს!






1. ლიამ ნისონი

10 წლის წინ ლიამ ნისონის ცოლი ნატაშა რიჩარდსონი თხილამურებით სრიალისას დაეცა, თავი დაარტყა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ნისონი მარტო დარჩა 12 და 13 წლის შვილებთან - დანიელთან და მაიკლთან. ოჯახს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ ტრაგედიასთან გასამკლავებლად. ლიამ ნისონმა ცხოვრება შვილებს მიუძღვნა და აღარასდროს დაქორწინებულა.

imageimage






2. პირს ბროსნანი


მას შემდეგ, რაც პირს ბროსნანი მსახიობ კასანდრა ჰარისზე დაქორწინდა, წყვილმა 2 ბავშვი იშვილა - 9 წლის შარლოტი და 8 წლის ქრისი. 3 წლის შემდეგ მათ ვაჟიშვილი - სინი ეყოლათ. მოგვიანებით ბროსნანების ოჯახს კატასტროფა დაატყდა თავს - კასანდრა კიბომ იმსხვერპლა. ამის შემდეგ, მსახიობი მარტო ზრდიდა შვილებს და ხელმეორედ დაქორწინებაზე არ ფიქრობდა. თუმცა, 1994 წელს ის ჟურნალისტ კილი შეის შეხვდა, რომელიც 2001 წელს ცოლად შეირთო. წყვილს ორი შვილი - დილანი და პარისი შეეძინა.

imageimage






3. ნიკოლას ქეიჯი

ნიკოლას ქეიჯის შვილი უესტონი 1990 წელს დაიბადა. მსახიობი შვილის დედაზე ოფიციალურად დაქორწინებული არ იყო და წყვილი მალე დაშორდა. ქეიჯის მოუწია, ყოფილი შეყვარებულისთვის სახლი ეყიდა ჰოლივუდში, რათა შვილის მარტო გაზრდის უფლება მოეპოვებინა. დღეს უესტონი მუსიკოსია და მსახიობობაშიც ცდის ბედს.

ქეიჯის 2005 წელს კიდევ ერთი შვილი შეეძინა.

imageimage






4. ჯორჯ ლუკასი

ლეგენდარული "ვარსკვლავური თამაშების" შემქმნელი ჯორჯ ლუკასი წლების განმავლობაში მარტო ზრდიდა ნაშვილებ ბავშვებს. მათ სერიალის მოკლე ეპიზოდებშიც კი მიიღეს მონაწილეობა. ჯორჯ ლუკასი 2013 წლამდე არ დაქორწინებულა. მისი მეუღლე DreamWorks Animation-ის თავმჯდომარე და Ariel Investments-ის პრეზიდენტი მელოდი ჰობსონია. დაქორწინებიდან მალევე წყვილს ქალიშვილი შეეძინა.

image






5. ალ პაჩინო

ალ პაჩინო 3 შვილის მამაა, თუმცა, ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა. მისი უფროსი ქალიშვილი ჯული 1989 წელს დაიბადა, 2001 წელს კი მსახიობმა ბევერლი დ'ანჯელომ ტყუპები - ოლივია და ანტონი გააჩინა. წყვილი რამდენიმე წელში დაშორდა. მშობლებმა მოაგვარეს, რომ საერთო შვილები ორივე მათგანთან თანაბარ დროს ატარებენ. მსახიობი ყოველთვის ცდილობს, დაარეგულიროს სამუშაო გრაფიკი, რათა მეტი დრო გაატაროს შვილებთან.

image






6. კოლინ ფარელი

კოლინ ფარელი 2 შვილს ზრდის - 16 წლის ჯეიმსს და 10 წლის ჰენრის. ჯეიმსის დედა მოდელი კიმ ბორდენეივია, თუმცა, მისი ურთიერთობა ფარელთან დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მიუხედავად ამისა, კოლინმა თქვა, რომ შვილს ცხოვრების ბოლომდე უზრუნველჰყოფდა. 2009 წელს მას მეორე შვილი შეეძინა. მისი დედა პოლონელი მსახიობია, რომელსაც კოლინი მალევე დაშორდა.

image






7. ლენი კრავიცი

განქორწინების შემდეგ მუსიკოსი ლენი კრავიცი ქალიშვილს - ზოის მარტო ზრდიდა. ის მეუღლესთან - ლიზა ბონესთან 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დაშორების შემდეგ მშობლებს თანაბარი უფლებები ჰქონდათ შვილზე, მაგრამ როცა ზოი 11 წლის გახდა, ის მამასთან საცხოვრებლად გადავიდა. დღეს ზოი კრავიცი ცნობილი მსახიობი და მოდელია. მამა-შვილი ხშირად ჩნდება სოციალურ ღონისძიებებზე ერთად.

imageimage






8. კრისტიანო რონალდო

კრისტიანო რონალდოს ბევრი შვილი ჰყავს. მისი პირველი შვილი სუროგატმა დედამ 2010 წელს გააჩინა. მისი სახელიც კრისტიანოა. 2017 წელს ფეხბურთელი ტყუპების - ევას და მათეოს მამა გახდა. ახლა ის ჯორჯინა როდრიგეზთან ქორწილისთვის ემზადება. წყვილს არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეეძინა ქალიშვილი - ალანა მარტინა.

image






9. ნორმან რიდუსი

The Walking Dead-ის ვარსკვლავი ნორმან რიდუსი წლებია, შვილს - მანგუსს მარტო ზრდის. ის 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა სუპერმოდელ ჰელენა კრისტენსენს, მაგრამ მათი ურთიერთობა დამთავრდა. წყვილი საერთო მეურვეობას ინაწილებს შვილზე, თუმცა, მაგნუსი უმეტესად მამასთან ერთად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. დღეს ბიჭი 20 წლისაა.

რამდენიმე წლის წინ ნორმან რიდუსმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ დაიან კრუგერთან. წყვილს 2018 წელს გოგონა შეეძინა.

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი მშობლები და შვილები, რომელთა მსგავსება კოსმოსიდანაც აშკარაა

image


2. ინტერნეტ მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელები გამოავლინეს

image


3. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები

image


4. რა საიდუმლო მნიშვნელობა აქვს ცნობილების ტატუებს

image


5. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image

2
3002
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3002
  
2020, 5 თებერვალი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 თებერვალი, 0:25
მარტოხელა მამები
0 1 2