x
image
_K_
როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს ყოველდღე მიირთმევთ
imageჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, სიკვდილიანობის 1/3 ნაწილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება. არსებობს პროდუქტი, რომელიც მის პრევენციას ხელს უწყობს - თევზის ქონი. ის შეუნაცვლად ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, როგორიც ომეგა 3 და ომეგა 6-ია, რაც ჩვენს გულსა და სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.


სტატიაში გაგაცნობთ, როგორ სასიამოვნოდ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ თევზის ქონს რეგულარულად მიიღებთ.






1. გულის დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდება.

როცა თევზის ქონის სასარგებლო თვისებებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სხეულში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ომეგა-3 და ომეგა-6 მჟავები გულის დაავადებების რისკს ამცირებს, რადგან ტრიგლიცერიდის დონეს დაბლა სწევს, ასევე არეგულირებს სისხლის წნევას.

image






2. უფრო სწრაფად და სხარტად იაზროვნებთ.


ომეგა-3 შეიცავს DHA-ს, რაც ტვინის უჯრედებს აჯანსაღებს და ნერვების ერთმანეთთან კავშირს აძლიერებს. ამის გამო თევზის ქონის გამოყენება ალცჰაიმერის თავიდან ასაცილებლადაც შეიძლება.


არაერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თევზის ქონი ტვინის მუშაობას ასტიმულირებს, აუმჯობესებს რეაქციის დროს და გიმარტივებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

image






3. თქვენი იმუნური სისტემა გაუმჯობესდება.

ბევრ ქვეყანაში ისეთ საჭმელს, როგორიც კარაქი ან მარგარინია, პოლიგაუჯერებელ ფოსფოლიპიდებს ამატებენ. საქმე იმაშია, რომ ასე საკვებს ომეგა-3-ით (რასაც თევზის ქონი შეიცავს) ამდიდრებენ, რაც პროსტაგლანდინის გამოყოფას ხელს უწყობს. ის იმუნურ სისტემას აძლიერებს და სხეულს ინფექციებთან გამკლავებაში ეხმარება.

image






4. სიცოცხლისუნარიანობა გაიზრდება.

მაიკლ ჰათჩინსონი თავის წიგნში "უფრო სწრაფად: მსოფლიოს უსწრაფესი ველომრბოლელის ობსესია, მეცნიერება და იღბალი" წერს, რომ ერთადერთი რამ, რაშიც 100%-ით დარწმუნებულია, ისაა რომ ცხიმოვანი მჟავები, ომეგა-3 და თევზის ქონი ნამდვილად "მუშაობს".


ამას მეცნიერებიც ამტკიცებენ: ამ ნუტრიენტის რეგულარულად გამოყენების შემდეგ სხეული ხანგრძლივი ვარჯიშის დროს ცხიმის გამოყენებას იწყებს, რაც ადგილს უნახავს გლიკოგენს უფრო რთული ვარჯიშებისთვის. ამის წყალობით სპორტსმენს მეტ ხანს შეუძლია ვარჯიში.

image






5. კუნთებთან დაკავშირებული დაავადებების რისკი მცირდება.

გასული საუკუნის შუა წლებში შეამჩნიეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ზღვასთან ახლოს ცხოვრობდნენ და თევზს ხშირად მიირთმევდნენ, კუნთების ტკივილი ნაკლებად აწუხებდათ. ეს იმიტომ, რომ კუნთს ცხიმი სჭირდება - ცხიმის გარეშე კუნთი ელასტიურობას კარგავს, რითაც საბოლოოდ ზიანდება. რა თქმა უნდა, თევზის ქონი ართრიტთან გამკლავებას ვერ შეგპირდებათ, თუმცა, მის პრევენციაში ნამდვილად გაგიწევთ დახმარებას.

image






6. ვარჯიშის შემდეგ უფრო მალე აღიდგენთ ენერგიას.

კვლევის განმავლობაში, რომლის დროსაც მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ ომეგა-3-ის ეფექტი, მათ განაცხადეს, რომ ანთებითი პროცესების და ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილის ინტენსიურობა ბევრად შემცირდა.

image






7. სტრესთან გამკლავება გაგიმარტივდებათ.

პოლიგაუჯერებელი ფოსფოლიპიდები სეროტონინის გამოყოფას ზრდის, ეს ჰორმონი კარგ ხასიათზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, თუ თევზის ქონს მიიღებთ, სტრესს უფრო მარტივად გაუმკლავდებით. ზოგჯერ მას ჰიპერაქტიულ და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებსაც კი უნიშნავენ ექიმები.


კვლევის მიხედვით, თევზის ქონს დადებითი ეფექტი აქვს შიზოფრენიის და სხვა მენტალური დაავადებების მქონე ადამიანებზე.

image






8. მხედველობა გაგიუმჯობესდებათ.

ექიმები თევზის ქონს იმ ადამიანებს უწერენ, ვისაც გლაუკომა (თვალის დაავადება) აქვთ. საქმე იმაშია, რომ ცხიმოვანი მჟავები თვალის სითხის გამოყოფას ამცირებს, რაც თვალზე წნევასაც ამცირებს. რა თქმა უნდა, თევზის ქონს სრულად სამკურნალო საშუალებად ვერ მივიღებთ, მაგრამ მკვლევრები თანხმდებიან, რომ ომეგა-3-ის დიდი რაოდენობით მიღება თვალის დაავადებების პრევენციისთვის ძალიან კარგია.

image






9. ვიტამინებისა და მინერალების დამატებით წყაროს მიიღებთ.

თევზის ქონი ასევე ბევრ მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. ვიტამინები შესაძლოა თევზის სახეობის მიხედვით განსხვავდებოდეს, ასე რომ მას მულტი-ვიტამინად ვერ აღვიქვამთ.


თუმცა, თევზის ქონი, როგორც A და D ვიტამინების დამატებითი წყარო, დაგეხმარებათ მტვრევად თმასთან ბრძოლაში და კალციუმისა და ფოსფორის აბსორბაციაში. ისტორიულად, თევზის ქონს ექიმები უნიშნავდნენ ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინი აკლდათ, ასევე ბავშვებს, რომლებსაც რაქიტი აწუხებდათ.

image






10. თქვენი კანი უფრო ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურება.

თევზის ქონს დადებითი ეფექტი აქვს კანზე, რადგან ომეგა-3 იმარაგებს კოლაგენს - კანის ელასტიურ საფუძველს, რომელიც ნაოჭების გაჩენის პრევენციაში გეხმარებათ. ასაკი და მუდმივი სტრესი ამცირებს კოლაგენის გამოყოფას, რაც კანს აშრობს.


პოლიგაუჯერებელი ფოსფოლიპიდების დამატებითი წყარო აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაშიც გეხმარებათ. ყველა ცხიმოვან მჟავას შორის, ომეგა-3ს ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორული ეფექტი აქვს, რაც მკურნალობას აჩქარებს.

image






11. დიეტის დაცვა უფრო მარტივი გახდება.

კვლევის განმავლობაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თევზის ქონის რეგულარულად მიღება მადას ამცირებს და ჭამის შემდეგ დანაყრების შეგრძნებას ქმნის.


გარდა ამისა, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ომეგა-3-ის დამატებითი წყარო სხეულს ეხმარება ცხიმების დაწვაში. ასე რომ, ცხიმების დაგროვების ნაცვლად, სხეული მას ყოველდღიური აქტივობებისთვის გამოიყენებს, როგორც ენერგიას. თევზის ქონის შესახებ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ის ბევრ კალორიას შეიცავს.

image






12. მკერდი ზომა გაგეზრდებათ.

კვლევამ დაადგინა, რომ პოლიგაუჯერებელი ფოსფოლიპიდები მკერდის მოცულობას ზრდის. მისი ზომაში გაზრდის ბუნებრივი გზებია ზეითუნის ზეთის, მშრალი ლობიოს, ტოფუს (იაპონური სოიოს ხაჭო), ზღვის წყალმცენარეების და უბრალოდ, თევზის ქონის მიღება.

image






ბონუსი: რა ტიპის თევზის ქონი უნდა აარჩიოთ?

როცა თევზის ქონს ირჩევთ, პირველი რამ, რაზეც უნდა დაფიქრდეთ, ისაა, თუ რისგან არის იგი დამზადებული. ყველაზე ხშირად მას თევზის ღვიძლისგან ამზადებენ - ეს ყველაზე მარტივი და იაფი გზაა, თუმცა, არა საუკეთესო. ღვიძლი ბევრ ტოქსინს და მავნე მეტაბოლიტებს შეიცავს.


თევზის ხორცისგან და კუნთებისგან დამზადებული ქონი ბევრად უფრო სასარგებლოა. საუკეთესო ვარიანტში, ის ორაგულისგან იქნება დამზადებული.


⚫ იმისთვის რომ შედეგი გქონდეთ და სხეულსაც არ ავნოთ, უნდა იცოდეთ, როგორ მოიხმაროთ თევზის ქონი. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა მიზნით იღებთ მას და შესაძლო გართულებების შესახებ წაიკითხოთ. ასევე, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ნუ მიიღებთ თევზის ქონს, თუ ალერგია გაქვთ თევზზე, ან ფარისებრ ჯირკვალთან, ღვიძლთან, შარდვასთან და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. ასევე, ნუ მიიღებთ მას ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვებით დროს.

⚫ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და დაავადებების პრევენციისთვის, ნუტრიენტის 1-დან 3 თვემდე მიღება საკმარისია, შემოდგომის ან ზამთრის ბოლოს. თუ ფიზიკურად აქტიური ხართ, დოზის გაზრდა შეგიძლიათ. თევზის ქონის მიღების საუკეთესო დროა ჭამისას ან ჭამის შემდეგ.

image

გისურვებთ ჯანმრთელობას!


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 8 საჭმელი სიგარეტზე უარესია - გაითვალისწინეთ!

image


2. ბანანის ქერქის 10 უცნაური დანიშნულება

image


3. რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ

image


4. ქიშმიშის 17 სასარგებლო თვისება

image


5. როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, თუ შვრიის ფაფას ყოველდღე შეჭამთ

image

2
1237
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1237
  
2020, 5 თებერვალი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 თებერვალი, 0:30
ანუ ფარისებური ჯირკვლის, პრობლემის დროს არ შეიძლება? ბავშვობაში ჯირკვლები მქონდა და სულ თევზის ქონს მასმევდნენ
0 1 2