x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
"კუნაპეტ ღამესაც" აქვს თავისი რომანტიკა, ფერადკანიანი მოდელი რომლის ახლობლურ ჩახუტებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი

image არასდროს დამიყვია ადამიანები რასობრივი, რელიგიური თუ სოციალური მდგომარეობით.
არავინ არავისზე აღმატებული არაა, აღზევებიდან დაცემამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით, დაცემიდან აღზევებამდე.
მინდა მოგითხროთ ფერადკანიან, ძალიან ლამაზ მოდელზე, რომლის მსგავსი ლამაზი გოგონები აფრიკაში ნამდვილად არაა ცოტა, უბრალოდ ამას გაუმართლა და გულით ვამბობ, რომ მიხარია.
რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება სამყაროში მით უკეთესი, ბედნიერი ადამიანი არ შეიძლება ბოროტი იყოს.
ფულიანზე არა მაქვს საუბარი, ბედნიერ ადამიანზეა ამ შემთხვევაში საუბარი.
ეს ნიაკიმ გატვეხია, მოდელი სამხრეთ სუდანიდან, ის 24 წლისაა.
გოგონა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ( Minneapolis, Minnesota). მან სახელი გაითქვა თვით ფერადკანიანისთვისაც კი მეტისმეტად შავი კანის ფერით. თუმცა თავად მოდელის თქმით ადრე მის სამშობლოშიც და ამერიკაშიც მისი კანის ფერი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იწვევდა არა აღტაცებას, არამედ ზიზღს და შიშს.
საბედნიეროდ ახლა სიტუაცია შეიცვალა და მას უამრავი ფერადკანიანი და თეთრკანიანი მეგობრები ჰყავს, რომლებისათვის ნიაკიმის კანის ფერს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
ვუსურვოთ წარმატებები ამ ფერადკანიან ლამაზ მოდელს და ვისურვოთ ჩვენც, კანის ფერის გამო არ გავლანძღოთ და გავაკრიტიკოთ ადამიანები, რომლებიც ამას ჩვენგან არ იმსახურებენ.
image imageimageimageimage imageimageimage imageimageimage








0
1224
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1224