x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შენგელიას ნახევარი სეზონი "ქონიასფორში"
image

ამ ზაფხულს ქართულ სატრანსფერო ციებ-ცხელების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა "დინამო თბილისის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ლევან შენგელიას საკითხი იყო. საბოლოოდ, 24 წლის ნახევარმცველმა საქართველო დატოვა და კარიერა თურქულ "ქონიასფორში" განაგრძო. შენგელიას მსურველები სხვა ქვეყნებიდანაც ჰყავდა - კერძოდ, ძალიან აქტიურობდა ესპანეთის სეგუნდა დივიზონის "კადისი", რომელსაც მიზნად ელიტაში გადასვლა აქვს და დღეს გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.


როგორც პრესაშ გაჩნდა ინფორმაცია, შენგელია ესპანელებს პირობებზე ვერ შეუთანხმდა. გასაკვირი არაა რომ მან თურქებისგან უკეთესი პირობები მიიღო, დაიწერა კონკრეტული ციფრიც - წლიური 300 000 ევრო ხელფასის სახით.


შენგელიას თურქეთში დიდი ოპტიმიზმით დახვდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ფეხბურთელი მასზე გაცემულ ავანსებს ვერაფრით ამართლებს, ისევე როგორც გუნდი აწბილებს თავის გულშემატკივრებს (საკმაოდ კარგი შემადგენლობის მქონე გუნდი ცხრილის ფსკერზეა). შენგელიას ამ ეტაპზე "ქონიასფორის" მაისური 10 შეხვედრაში აქვს მორგებული თუმცა სადებიუტო გოლის გატანა გაუჭინაურდა. ფაქტია, რომ 24 წლის ნახევარმცველისგან ქართველი და თურქი გულშემატკივრები ბევრს ელიან, რადგან მას უფრო უკეთ თამაშის დიდი რესურსი აქვს. მაგრამ, თორნიკეს კარიერაში დადებით სიახლეც მოხდა - მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა და უკვე სრულიად ჩაჯდა ვლადიმირ ვაისის განაცხადში და ის ყოველთვის ხვდება ნაკრების განაცხადში. მან ჯვაროსანთა რიგებში უკვე 4 შეხვედრის გამართვა მოასწრო და კარგი იქნება თუ ის მარტის თამაშებისთვის ფორმაში ჩადგომას მოასწრებს, რადგან მისი ცაციის დახმარება ნაკრებს აუცილებლად დასჭირდება.



შენგელიას აქამდე არაერთ ქვეყანაში უთამაშია. ბელგიაში მეტ-ნაკლებად კარგი პერიოდი ჰქონდა, ითამაშა აგრეთვე სამხ.კორეის ჩემპიონატში, საიდანაც "დინამოში" დაბრუნდა და ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად "დინამოში" უნდა დარჩენილიყო, ის მომწიფებული იყო ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა დავა სხვა საკითხზე შეიძლება - "ქონიასფორი" თუ ამბიციური ესპანური გუნდი?


მართალია "კადისი" მეორე ლიგის გუნდია, მაგრამ ამ ეტაპზე ლა ლიგაში დაწინაურების მთავარი პრეტენდენტია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შენგელია ამ სეზონს ესპანურ ფეხბურთთან ადაპტირებისთვის გამოიყენებდა და ვინ იცის თუ როგორ სეზონს ჩაატარებდა და როგორ გამოიჩენდა თავს ის ისეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ როგორებიც "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" არიან...


შენგელიას სატრანსფერო ფასი ახლა 600 000 ევროს შეადგენს და მას თურქულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1.5 წლით აკავშირებს.


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0