x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი II

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი II



თურქმან სელჩუკი



სანამ დავითი გაჩნდებოდა, ასი წლით ადრე,

ჯერ რომ ქართველი არ ეძახდა თურქმანებს თათრებს,

შუა აზია გადამრავლდა კაცით და ძროხით,

მათი არ იყო სამუშაკო ბარით და თოხით.

უთვალავ ჰყავდათ ცხენის რემა, ცხვარის ფარები,

ხმლები სასტიკად დალესილი, ტყავის ფარები,

ველურნი იყვნენ მომთაბარე თურქმან-ელები,

დაუნდობელი წარმართები, ბნელი მკვლელები.

არ ეტეოდნენ ურდოებად ყველგან მძოვარნი,

აღარ ჰყოფნიდათ სადგომები და საძოვარნი,

არბევდნენ ერთურთს მიწისა და წილის გულისთვის,

სტაცებდნენ ფარებს, ტყვედ უყიდდნენ შვილებს ფულისთვის.

შევიწროებულ სელჩუკის ტომს არა აქვს მიწა,

დაეხეტება უგზო-უკვლოდ, თავს ომით იცავს,

ახალ მიწებზე, ირანისკენ უჭირავს თვალი,

ღაზნევიდების იმპერია ოქრომრავალი.

თოღრულბეგი ჰყავთ მეთაურად, ხანად, ბელადად,

ირანის რბევა და დაპყრობა მას მოელანდა,

შეიჭრა ომით, გადალახა ყველა საზღვარი,

თავს დაატეხა მის ქალაქებს რბევა-ხანძარი.

სელჯუკი მეომარი

დაიპყრეს ერაყ-ქურთისტანი, ძარცვეს ყელამდე,

სისხლი ადინეს, დააჩოქეს წელით წელამდე,

სომხეთზე იდო ბიზანტიის ნება და ხელი,

არ დაერიდა იმპერიას თოღრული მგელი.

შემოესია ურდოებით სომხეთის მიწებს,

არ დაგიდევდათ ხალხის ხოცვას და ფიცი-მტკიცებს,

ბიზანტიელებს დაუმძიმდათ თოღრულთან ომი,

მოიშველიეს ქართველების ჯარი და ტომი...

ლიპარიტ ბაღუაშ ერისთავი ქართველთა ჯარის,

კაცი მამაცი, მეომარი, სარდალი ქარი,

კბილით ეჭირა სიმაგრენი სომხეთის ავი,

არ დაუზოგავს ომებისთვის ფული და მკლავი.

თითქოს დააცხრეს, შეაკავეს სელჩუკთა ღვარი,

გადაუკეტეს საქართველოს გზები და კარი,

თოღრული მიხვდა და გადადო სომხეთში ომი,

ბაღდადისაკენ წაიყვანა ურდო და ტომი.

ათასორმოცდათხუთმეტი წლის ბაღდადზე წასვლა

იყო თოღრულის გაღმერთება, მწვერვალზე ასვლა.

ბაღდადში იჯდა არაბეთის ხალიფა დიდი,

მისი ჩრდილის ქვეშ იკვრებოდა ისლამის ხიდი.

სელჯუკი მეომარი

ყველა მორწმუნე მუსულმანის სიტყვა და "ღმერთი",

მფარველობაში შეუვალი, კანონი ერთი,

ასეთ ქალაქზე გაილაშქრა თოღრულმა მეხად,

და ბასრი ხმალი ბაღდადს თავზე გადაატეხა.

ხალიფამ თავი მოუხარა, დაემცრო ტანად,

სულთნად დალოცა, მუსულმანთა მეფედ და ხანად,

თოღრულ-ბეგ სულთანს მაჰმადისვე ერგო უღელი,

ქრისტიანთ რბევა, სასტიკი და გადაუღლელი.

ათასსამოცდათერთმეტი წლის სომხეთის ბრძოლამ

მთლად გაალაღა სელჯუკური ჯარი და მოლა,

მანასკერტია სისხლიანი ადგილი, ველი,

სად ალფ-არსლანმა ერთხელ კიდევ ალაღა ელი.

თოღრულის სისხლი, გარდაცვლილი ბიძის იმედი,

ალფ-არსლანია, მუსულმანთა გულისიმედი,

კარგად აღზრდილი, ფარსული აქვს სიტყვა-პასუხი,

დინასტიაა ორ თაობის, უკვე ნასუქი.

ბიზანტიელებს აწყევლინა გაჩენა-ბედი,

მოახრევინა მედიდური ბერძნული ქედი,

გადაიბარა სომხეთის და მათი მიწები,

დაადებინა ზავები და ბეჭედ-ფიცები.

ხელში ჩაიგდო საქართველოს სამხრეთ საზღვარი,

ასე მოადგა ჩვენს ქვეყანას ურდო მაძღარი,

იჯღანებოდა ქვეყნის თავზე სიკვდილის სახე,

კარებზე იდგა სელჩუკური ხმალი და მახე.



მეორე ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი


იხილეთ: პოემის I ნაწილი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0