x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352388
  • სურათი:508424
ქართველი ერის გენოციდის და საქართველოში ნეოკოლონიური ტირანული რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
I შესავალი
საქართველო არის უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა, განთავსებული შიდა კავკასიაში, ევრაზიელთა პირველ სამშობლოში, რომელიც დღეს მოქცეულია მსოფლიო ცივილიზაციათა გეოპოლიტიკურ ვექტორებს შორის.
რუსეთის კომუნისტური საბჭოთა იმპერიის მიერ 1921 წელს ოკუპირებულ საქართველოში, XX ს. 90-იან წლებში, ეროვნულმა მოძრაობამ, დაისახა რა ორიენტირად, მაშინდელი, ოფიციალური, კონსერვატული დასავლეთის ფასეულობები, 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა ეროვნული თვითგამორკვევის რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა, გამოხატა ეროვნული თვითგამორკვევის ნება, რომ თანახმაა საქარველოს 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და რომ დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტკური ფორმის მქონე საქართველოს სრულუფლებიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოში საქართველოს მთელი ერი არის სუვერენული უფლების მატარებელი. ამ რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დღიდან დღემდე გრძელდება ბრძოლა აღნიშნული ეროვნული თვითგამორკვევის გადწყვეტილების განხორციელებისთვის. ბრძოლა მიმდინარეობს პერმანენტულად, ცხოვრების ყველა სფეროში და აქვს ჰიბრიდული ომის სახე.
შესაბამისად, განვლილი პერიოდის განმავლობაში არაერთგზის ჩადენილ იქნა ომის დანაშაულობები და დაირღვა ადამიანის უფლებები. ამ დოკუმენტში გამოვლენილია და შეფასებულია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულობების ნიშნების შემცველი ისეთი ფაქტები, რომლებიც საჯაროდაა ცნობილი საზოგადოებისთვის და რომლებზეც მოიპოვება არაერთი მტკიცებულება.
II ნეოკოლონიალიზმის და ომის დანაშაულობების ფაქტობრივი გარემოებები
1. ინსპირირებული სეპარატიზმი
1991 წლის 31 მარტის ეროვნული თვითგამორკვევის რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მაგრამ მალევე, 1992 წ. რუსეთმა, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან შეთანხმებით, საქართველოში, სამხედრო გადატრიალების ინიცირება მოახდინა, ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში სეპარატისტული ომები მოაწყო და მოახდინა ამ ტერიტორიების ოკუპაცია თავისი სამხედრო ბაზების გასამყარებლად, რასაც თან ახლდა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა და განდევნა. დანარჩენ ტერიტორიებზე რუსეთმა ცნო ევროკავშირის, როგორც აშშ-ს სატელიტის ნეოკოლონიური უფლებები. გენოციდისა და პოლიტიკური მკვლელობების შედეგად, საქართველოში, ეროვნული თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას შეეწირა არაერთი ადამიანი;
2. დამანგრეველი შოკური თერაპია
ევროკავშირმა საქართველოში ე.წ. შოკური თერაპიის დანერგვით დაანგრია საქართველოს მრეწველობა, რომელიც საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იყო. მომდევნო პერიოდშიც მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებიდან და ევროკავშირიდან მომდინარე სავალდებულო ძალის რეკომენდაციები საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას ითხოვდა, რამაც გამანადგურებლად იმოქმედა ახალ, ადგილობრივ, სასოფლისმეურნეო და სამრეწველო ინიციატივებზე. დასავლეთის რეკომენდაციები, აგრეთვე მხოლოდ ტურიზმის განვითარების ნებართვას იძლეოდა და ცირკულარის ხასიათის სავალდებულო პროგნოზს აცხადებდა, რომ 5 400 000 მოსახლეობიდან საქართველოში 3 000 000 უნდა დარჩენილიყო;
3. საკუთრების გაუცხოება
საქართველოს ბუნებრივი წიაღისეული, ენრგეტიკული თუ სხვა რესურსები ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეთა საკუთრებაში გადავიდა სხვადასხვა თაღლითური მაქინაციებით, რამაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული ეროვნული თვითგამორკვევის რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ საქართველოს მოსახლეობის ეროვნული თვითგამორკვევის უფლების შემდგომი შეზღუდვის სახე მიიღო;
4. NATO-ს უნაცვალგებო ბეგარა
ევროკავშირის ქვეყნების უარის გამო საქართველოს NATO -ში გაწევრიანების პროცესი ფაქტიურად შეჩერდა, მაგრამ საქართველოს სამხედრო შენაერთების მონაწილეობა NATO-ს სამხედრო მისიებში დღემდე გრძელდება, რასაც გამომდინარე იქიდან რომ NATO -ს სამხედრო კავშირიდან საქართველოს, სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით, რაიმე ნაცვალგება არ აქვს, საქართველოს მოსახლეობისთვის, სამხედრო ბეგარის სახე აქვს მიღებული;
5. 2008 წ. ომი - გადანაწილება რუსეთსა და ევროკავშირს შორის
2008 წლის ომს წინ უძღვოდა აშშ-ს ანალიტიკოსის ზ.ბჟეზინსკის და საფრანგეთის სენატის განცხადებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ევროკავშირისთვის პრობლემურობის შესახებ, რაც მესიჯად იქცა რუსეთისთვის და 2008 წ. საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის შედეგად რუსეთმა გაზარდა ოკუპირებული ტერიტორიები, სრულად დაიქვემდებარა ეს ტერიტორიები და გააძევა საქართველოს ხელისუფლება და ქართველები ამ ტერიტორიებიდან და ევროკავშირთან ხელახლა გადაინაწილა საქართველო;
6. გაყალბებული არჩევნები
ევროკავშირის და სხვა დამკვირვებლები ყოველთვის დადებითად აფასებენ ხოლმე არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, 1992 წლიდან დღემდე ყოველთვის მნიშვნელოვნად ყალბდება არჩევნები და ამის შესახებ ინფორმაციები პარტიების მიერ საჯაროდ ქვეყნდება ხოლმე, მათ შორის, ახალი ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს ხოლმე წინა პერიოდის არჩევნების გაყალბების შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას;
7. საერთაშორისო საკრედიტო ხარკი
მიუხედავად არჩევნების მუდმივად გაყალბებებისა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მუდმივად კრედიტებს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობის წარმომადგენელი არ არის და რომელსაც ამ კრედიტების რაიმე სასარგებლო შედეგი მოსახლეობამდე არ მიაქვს, თუმცა ამ კრედიტების დაფარვა კი მოსახლეობას უწევს, რაც ხალხს კისერზე აწევს, როგოც შუა საუკუნეების ხარკი;
8. ევროკავშირის დიქტატურა
ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ჩინოვნიკები მითითებებს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა. იგივენაირად, საქართველოში აკრედიტებული აშშ-ს, თუ ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩების, თუ სხვადახვა თანამდებობის პირების მითითებებით ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელია დირექტივების მიმცემი სახელმწიფოები და გაერთიანებები და არა საქართველოს მსახლეობა;
9. საქართველოს ქონების წართმევა
საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ქონება და ბიზნესი არ განაწილებულა სრულად მოსახლეობაზე. რაც გადარჩა, მიწის გარდა, ყველაფერი, საერთაშორისო კულუარების მითითებით, შოკური თერაპიით წარმოშობილი სახელმწიფო ვალების გადახდის გადავადების სანაცვლოდ გადაეცა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ ცნობილ რუსეთის ფედერაციას.
10. ეკონომიკური საბოტაჟი
ამ ყოველივეს თან ახლავს პერმანენტული ეკონომიკური საბოტაჟი, გამართლებული ევროკავშირიდან და აშშ-ს დემოკრატების პარტიიდან დაფინანსებული ნეოლიბერალური იდეოლოგიური საფუძვლებით.
11. მე-5-ე კოლონის იდეოლოგიური დიქტატურა
ევროკავშირიდან დაფინანსებული, იდეოლოგიურად ანგაჟირებული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციების და ასევე იდეოლოგიური ნიშნით დაფინანსებული მასმედიის მეშვეობით, მყარდება იდეოლოგიური დიქტატურა.
a. მეცნიერების დევნა
საბჭოთა პერიოდში საქართველოში მეცნიერება მღალგნვითარებული იყო და ემსახურებოდა მრწველობას და განათლებას, მაგრამ მათი მენტალიტეტის დასავლეთიდან მითითებული ნეოლიბერალური იდეოლოგიისგან განსხვავებულობის გამო, ხელისუფლებამ დაიწყო მეცნიერების ჩარეცხვის პოლიტიკა, დახურა სხვადასხვა დარგის სამეცნიერო დაწესებულებები, რის შედეგადაც ის მეცნიერები, რომლებმაც მოახერხეს იდეოლოგიური ადაპტაცია გაიქცნენ დასავლეთში, სხვები რუსეთში, ხოლო რომელთაც ვერ მოახერხეს ადაპტაცია და ვერც გაქცევა, ისინი შიმშილში და უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალნენ.
b. ეროვნული მეხსიერების განდევნა განათლებიდან
დასავლური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მითითებით, ამ ორგანიზაციების წევრი აგენტები, განათლების სისტემის და განათლების დაწესებულებების ხელმძღვანელებად ინიშნებიან და მათი ბრძანებებით აღზრდა-განათლების სისტემიდან იდევნება, ათასწლეულების ქართული ისტორია და უძველესი ანბანური დამწერლობის მქონე ქართული ლიტერატურა და იდევნება ქართული, ტრადიციული, სოციალური ფასეულობები, რომლებიც დასავლურ ფასეულობებზე, ბევრად უფრო მაღალი, ადამიანური სტანდარტების მქონეა და გამოცდილია ათასწლეულების განმავლობაში.
c. გარყვნილება განათლებაში
ქართული სოციალური ტრადიციები მოზარდებს მოდე-მოძმეობას ასწავლის და სიმწიფის მიღწევამდე სექსუალურ საკითხებზე მსჯელობას თავს არიდებს, რადგან მოუმწიფებლობის გამო მოზარდის ფსიქიკისთვის ასეთ საკითხებთნ შეხება შეიძლება დამაზიანებელი იყოს.
ამის საპირისპიროდ, მიმდინარეობს დასავლური სტანდარტების დანერგავა, რომლის პროექტები და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დასავლეთში, აღზრდა-განათლების დაწესებულებებში, გენდერული თანასწორობის იდეოლოგიის შეტანას, ხშირად აქვს იდეოლოდგიური ძალადობისა და არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ნიშნები.
d. მაღალი გენდერული სტანდარტი
ასევე, ქართული სოციალური ტრადიციები ქალსა და ვაჟს შორის გენდერულ ურთიერთპატივისცემას მოითხოვს, რაც ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია ვიდრე გენდერული თანასწორობა, რომელიც ხშირად უტოპიურ გამთანაბრებლობამდე მიდის და ერთი მხრივ ფსიქიკურად აზიანებს ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ ქალის ქალურობის და ვაჟის ვაჟურობის დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელია ხოლმე.
სწორედ ქართული, გენდერული ურთიერთპატივისცემის ტრადიციების საფუძველზე, ქართველებში, ვაჟი ვალდებულად თვლის თავს ქალი მძიმე შრომას აარიდოს და ყველგან ადგილი დაუთმოს და დაიცვას. ისევე როგორც ქალი თვლის თავის ბედნიერებად ვაჟს მხარში ამოუდგეს, ღირსება შეუნახოს და ოჯახში დედობა გასწიოს. ამავე დროს ქალის სოციალური აქტივობა არასდროს შეზღუდულა და საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეფეები და რიგითი მეომრები. ხოლო 1921 წლის კონსტიტუციის თანახმად ქალებს ვაჟების თანაბრად ქონდათ მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობისა და სხვა პოლიტიკური უფლებები, რაც ამ პერიოდის დასავლეთის კონსტიტუციებისთვის უცხო ხილი იყო.
III ომის დანაშაულობების და ნეოკოლონიალიზმის სამართლებრივი შეფასება
12. გენოციდი და დანაშული კაცობრიობის წინააღმდეგ
აღნიშნული ნეოკოლონიური გარემოებების გამო გაღატაკებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე ქვეყანაში სამრეწველო დოვლათს ქმნიდა, იძულებული გახდა ლუკმა-პურის საშოვნელად გაქცეულიყო საზღვარგარეთ, ხოლო საქართველოში, მათ ნაცვლად, ევროკავშირიდან დაფინანსებული პროექტებით და უშუალო მითითებებით დაიწყო ლტოლვილების დიდი ნაკადების შემოსახლება. რაც იწვევს საქართველოს ეთნიური შემადგენლობის ძირეულ, მიზანმიმართულ ცვლილებას და რაც აგრეთვე არის რომის სტატუტის შინაარსით, მუხლი 6 გენოციდი, პუნქტი “b”. პუნქტი „c“. პუნქტი „d“. და „მუხლი 7. დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.
a. ქართველების დახოცვა
„მუხლი 6. გენოციდი. “გენოციდი” ამ წესდების მიზნებისთვის, ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი, ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით: „ „ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობა“
ჩადენილ იქნა ქართველების მიმართ აფხაზეთის ომში, რაც გამოიძია აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების პროკურატურამ და ცხინვალის რეგიონში, რასთან დაკვშირებითაც გაიგზავნა განაცხადები ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, სტრასბურგში და საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, ჰააგაში.
b. მოსახლეობის ფსიქო-ფიზიკური დაზიანება ნარკომანიის გავრცელების პოლიტიკით
„მუხლი 6. გენოციდი.
„ასეთი ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება ან მათი ფსიქიკური მოშლილობის გამოწვევა;“
ნარკომანიისა და გარყვნილების გავრცელების ინტენსიური და საყოველთაო პოლიტიკით, რომელიც 2013 წლიდან დღემდე ფინანსდება საზღვარგარეთიდან და რომლის განხორციელებაც მოთხოვნილია ევროკავშირის მიერ, იწვევს ამ პოლიტიკის მსხვერპლთა გარდაცვალებას, ფიზიკურ დაინვალიდებას, ფსიქიკურ გადახრებს, დეპრესიებს, პერსონოლოგიურ აშლილობას და ცვლილებებს.
c. მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით ქვეყნიდან გადევნა
მუხლი 6. გენოციდი „ც) რომელიმე ჯგუფისათვის განზრახ ისეთი საარსებო პირობების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მის მთლიან, ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;“
აღნიშნული მოვლენებით დამყარებული რეჟიმის შედეგად 1992 წ.-დან დღემდე, საქართველოში, მოსახლეობას, მიზანმიმართულად, ისეთი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამართლებრივი, პოლიტიკური პირობები შეექმნა, რომელმაც გამოიწვია დაახლოებით 2 000 000 მცხოვრების საქართველოდან იძულებით გასვლა
d. მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით შობადობის შემცირება
მუხლი 6. გენოციდი „დ) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ასეთ ჯგუფში შობადობისათვის ხელის შეშლა;“ აღნიშნული ნეოკოლონიური რეჟიმის გამო საქართველოში შობადობა ისე შემცირდა, რომ ქართველები გაერომ მომაკვდავ ერთა სიაში შეიტანა;
e. ჰიბრიდული ომი
მუხლი 7 დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, პუნქტი “d” და „h“.
„1. ამ წესდების მიზნებისთვის, "დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ" ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, როცა იგი ჩადენილია ნებისმიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი, ან სისტემატური თავდასხმების ფარგლებში, თავდასხმის გაცნობიერებით:“ დღევანდელ ვითარებაში, რადგან არ მიმდინარეობს ფრონტალური შეტევა, არამედ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი ადამიანის მოღვაწეობის სხვადსხვა სფეროებში, თავდასხმად ჩაითვლება ყოველი ფართომასშტაბიანი ან/და სისტემური მოქმედბა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სოციუმს რომის სტატუტის შინაარსით.
f. ქართველების იძულებით განდევნა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების და მიმდებარე ტერიტორიებიდან
მუხლი 7. დ) დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ „(დ) დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებით გადაადგილება;” რუსეთთან აფხაზეთის რეგიონის და ცხინვალის რეგიონის ომების შედეგად, მიზანმიმარულად მოხდა ქართული მოსახლეობის ამ ტერიტორიებიდან და აფხაზეთის მიმდებარე დალის (კოდორის) ხეობიდან და ცხინვალის მიმდებარე ქსნის ხეობიდან განდევნა.
g. ქართველების ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დევნა
მუხლი 7. ჰ) დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ „(ჰ) ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, გენდერული (როგორც ეს განმარტებულია მე-3 პუნქტში), ან სხვა ისეთი ნიშნის საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ დაუშვებლად არის აღიარებული, დაკავშირებული ამ პუნქტში აღნიშნულ რომელიმე ქმედებასთან, ან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ რომელიმე დანაშაულთან;“ ქართველები, საზღვარგარეთიდან მითითებით, რეჟიმისგან იდევნებიან განსხვავებული, იბერიული, კულტურული წარმომავლობის გამო, რაზეც მეტყველებს ამ კულტურის ძეგლების განადგურება-დამალვა. ასე განადგურდა თანამედროვეობაში საყდრისის ძვ. წ.ა. მე-3 ათასწლეულის ოქროს მომპოვებელი მაღაროები დაბა კაზრეთთან. ასე დაიმალა ქალქ გურჯაანთან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ზიარი I-ის, ხოლო ახლახანს ზიარი I I-ის, ქვის ხანის უძველესი არტეფაქტები. ასე დაიმალა გრაკლიანის გორის ძვ.წ.ა. მე-12 საუკუნის ანბანური დამწერლობა დანგრეული ძველი ტაძრის საკურთხევლიდან და სხვ.
h. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით მანიპულირება
საქართველოს 2018 წ. ცვლილებების კონსტიტუციის მუხ.4(2) -ის მეორე წინადადების თანახმად „2. ...ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ („ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული“) უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი, სადაც არ ჩანს „საყოველთაოდ აღიარებულში კონკრეტულად ვის მიერ რომელი და რა პირობებში განხორციელებული აღიარების აქტი იგულისხმება, თუ ნაგულისხმებია გაერთიენებული ერების, ან სხვა ფორმატის უმრავლესობა, მაშინ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ერი შეიძლება აღმოჩნდეს იმ უმცირესობაში, რომლის უფლებების დაცვაც დემოკრატიული უმრავლესობის ვალდებულებაა. ამიტომ ეს დთქმა ზღუდავს თვით ადამიანის უფლებების გაგების ფარგლებსაც და ზღუდავს საქართველოს მოსახლეობის ეროვნული თვითგამორკვევის უფლებასაც, რომელიც განმტკიცებული იყო საქართველოს 1921 წ. კონსტიტუციის მუხ.52-ში „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“, დადასტურებულია საქართველოს 2018 წ. ცვლილებების კონსტიტუციის მუხ.3(2)-ში „2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.“ და არის დემოკრატიული სახელმწიფო წყობის საფუძველი.
13. კოლონიური კონსტიტუცია
აღნიშნული კოლონიური რეჟიმი საბოლოოდ სამართლებრივად გაფორმდა 2018 წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით. მთლიანობაში, ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი დაუჭირა ევროკავშირის ვენეციის კომისიამ, რითაც ევროკავშირმა დაადასტურა მისი თანხმობა საქართველოს კონსტიტუციით კოლონიური, ტირანიული რეჟიმის დაკანონებაზე. საქართველოს ამ, შეცვლილ კონსტიტუციაში შეზღუდულია ეროვნული თვითგამორკვევის უფლება, არ გვხვდება ეროვნული სუვერენიტეტის დეფინიცია და სამაგიეროდ კონსტიტუციის მუხლი 78-ით პირდაპირ არის დაქვემდებარებული საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო გაერთიანებებისადმი, კონსტიტუციის მუხლი 78 -ში იმპერატიულად მითითებულია სრული ინტეგრაცია: მუხ.78 „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდიოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
IV დასკვნა
14. დასავლეთის ახალი განმანათლებლობის საჭიროება
საქართველოს აღნიშნული კონსტიტუციური კანონმდებლობა, საქართველოს ხელისუფლებას აშკარად უქვემდებარებს ევროკავშირს, რომელსაც თავად ვერ აქვს სრულად გაცნობიერებული და აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და ხშირად დემოკრატიისა და ადმიანის ძირითადი უფლებების შემლახავ, უტოპიურ, გამთანაბრებულურ შინაარსს ანიჭებს ხოლმე ადამიანის უფლებებს, რაც დღევანდელობაში დიდი ევროპული კრიზისის სახით მოუბრუნდა დასავლეთს და გამოჩნდა დასავლეთის ახალი განმანათლებლობის საჭიროება.
15. საყოველთაო აღიარების ლეგიტიმურობის ხარვეზი
აგრეთვე ასეთი კონსტიტუციური კანონმდებლობა ზღუდავს ადამიანის უფლებათა ფარგლებს, რადგან იმპერატიულად მთელ კანონმდებლობას და ხელისუფლებას და ხელისუფლების წყაროს, საქართველოს მთელს ერს, უქვემდებარებს „საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს“ და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები ადამიანს დაბადებით თან დაყვება იმის და მიუხედავად ვინმე მას აღიარებს თუ არა და სწორედ ბუნებითობაა მისი მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველი და არა აღიარება, რომელიც სხვადსახვა დროს და ადგილას ურთიერთწინააღმდეგობრივი შეიძლება იყოს.
a. სიცოცხლის უფლება
სიცოცხლე უმაღლესი სამართლებრივი სიკეთეა და ადამიანს სიცოცხლის უფლება ბუნებრივად ქონდა ყოველთვის, მათ შორის შუა საუკუნეებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებული და რეალიზებული არ ყოფილა მაშინდელ სამყაროში (გამონაკლისია XII ს. საქართველო, სადაც ქალის, თამარ მეფის, დროს აიკრძალა სიკვდილით დასჯა და წამება).
ასევე, იგივე შუა საუკუნეებში საყოველთაოდ აღიარებული იყო ტირანთა უფლება მოესპოთ სიცოცხლე, თუმცა ეს იყო კონსენსუსი ძალადობაზე და არა ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის სამართალზე, როგორიც შეიძლება იყოს ბუნებითი სამართალი და ბუნებითი უფლებები.
დღევანდელი საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებიც არ ითვალისწინებს სიცოცხლიდან გამომდინარე ზოგიერთ ძირითად უფლებას და შესაბამისად საყოველთაოდ აღიარებულობის ბუნდოვანი დანაწესი არ შეძლება გამოყენებულ იქნეს ლეგიტიმაციის უმაღლეს სტანდარტად.
b. წარმომავლობის დაცვის არაღიარებული უფლება
ადამიანის ბუნებითი, მაგრამ ბურუსით მოცული „ვიღაცეების“ მიერ, საყოველთაოდ არ აღიარებული უფლებაა წარმომავლობის დაცვის უფლება.
ადამიანი დაბადებით გამგრძელებელია მშობლების სიცოცხლის და ამ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად მას ასევე უფლება აქვს დაიცვას და გააგრძელოს თავისი ეთნიური - გენეტიური იდენტობა და თავისი ეთნოსისადმი კულტურული იდენტობა.
აგრეთვე წარმომავლობის მეორე ასპექტი ისაა, რომ დაბადებიდან ადამიანის სიცოცხლე ვითარდება და მისი პიროვნება ყალიბდება გარკვეულ გეოგრაფიულ გარემოპირობებში, რასაც სამშობლო ეწოდება და ადამიანს უფლება აქვს გარანტირებული ქონდეს მისი გეოგრაფიული გარემოპირობების-სამშობლოს სასიცოცხლოდ შენარჩუნება და გამოყენება. ადამიანის წარმომავლობის ორივე ასპექტი არის პიროვნების ფუძემდებელი რეალობა, მაგრამ მისი დაცვის ბუნებითი უფლება აღიარებული არ არის ისევე, როგორც აღიარებული არ იყო შუა საუკუნეებში სიცოცხლის უფლება. წარმომავლობის უფლების მეორე ასპექტი ნაწილობრივ შეცნობილია ეროვნული თვითგამორკვევის უფლებაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული თვითგამორკვევის უფლება კოლექტიური უფლებაა, ის ვერ მოიცავს წარმომავლობის პიროვნულ, ფუძემდებლურ შინაარსს.
c. სიცრუე, როგორც დემოკრატიის უდიდესი გამოწვევა
აგრეთვე საყოველთაოდ აღიარებულია აზრის თავისუფლება, მაგრამ არაა აღიარებული ადამიანის უფლება მიიღოს მართალი და თანაბრად განხორციელებული შეთავზებები, რასაც საზოგადოებრივი პროცესების დემოკრატიულობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ადამიანის ძირითადი და ნაწარმოები უფლებების საყოველთაოობის აღიარება ნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვის მართვის საყოველთაოობას, ანუ ნიშნავს საზოგადოების ყველა წევრის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებების მონიტორინგსა და განხორციელებაში და ნიშნავს საზოგადოების ამ ნიშნით ფორმირებას, რაც არის კიდევაც დემოსის მიერ მმართველობის განხორციელება - დემოკრატია.
დემოსის მიერ მმართველობის განხორციელების, დემოკრატიის უმთავრესი საფუძველია ადამიანებისთვის მართალი და თანაბარი, შეთავაზების უფლებისთვის გარანტიების შექმნა, რადგან მმართველობა არის უმცირესობის აზრის უმრავლესობის მიერ გაზიარების პროცესი, რომლის დემოკრატიულობასაც განსაზღვრავს სიცრუისაგან თავისუფალი საყოველთაო, თანაბარი შეთავაზების მიღებისა და გაცემის უფლება.
16. ევროკავშირის უუნარობის ხელსაყრელობა რუსეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურებისთვის
ადამიანის უფლებების შეცნობისა და საყოველთაოდ აღიარების საკითებში დასავლეთის აღნიშნულ, შემეცნებით პრობლემებთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირს არ გააჩნია სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ფაქტიურად, საქართველოში ვითარებას მართავენ რუსეთის და აშშ-ს სპეცსამსახურები, რომლებიც ასევე იყენებენ ასეთი უკონტროლო გარემოს გამო ქვეყანაში შემოჭრილ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს. საქართველოში თავს იყრის გარე სამყაროს მრავალი ინტერესი, რომელთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას არანაირი თავდაცვის საშუალება არ აქვს.
V ტირანული რეჟიმის ფაქტობრივი გარემოებები
17. ნეოლიბერალიზმის უტოპიურობა განაპირობებს ტირანულ რეჟიმს
აღნიშნული ვითარების გამო ყოველ ნაბიჯზე ერღვევა საქართველოს მოქალაქეებს ადმიანის უფლებები მაგრამ საზღვარგარეთიდან მართული: ხელისუფლება ოპოზიციანად, პარტიები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, ყოველ მხრივ ზღუდავენ ამ პროცესის მიზეზების გაანალიზებას, დიალოგს ამ პროცესებზე, ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ მოსახლეობას. ან ახდენენ მოსახლეობის დეზინფორმაციას, ყოველმხრივ ამარგინალებენ და დევნიან მათ, ვინც ამ პროცესების საჯაროდ გაანალიზებას და ამ პროცესებზე ინფორმაციის გავრცელებას შეეცდება. ანხორციელებენ მოსახლეობის ტვინების გამორეცხვას ნეოლიბერალური, იდეოლოგიით, რომლის გამთანაბრებლური ინდივიდუალიზმის უტოპიურობა განაპირობებს უტოპიის განსახორციელებლად ხელისუფლების მიერ იძულების უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ქმნის ტირანიულ რეჟიმს.
18. ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სისტემური დანაშაული
საქართველოში სისტემური დანაშაულის ჩამოყალიბება იწყება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოსული ახალ-ახალი ხელისუფლებების მიერ კანომდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგების პროცესით. ხოლო 2004 წლიდან ევროკავშირის ჩინოვნიკების მითითებების გამოყენებით განხორციელებული პერმანენტული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ამ პროცსმა, ახალი, საზღვარგარეთული მხარდაჭერა და განვითარება ჰპოვა.
19. ევროკავშირისგან მოწონებული ნულოვანი ტოლერანტობა
2012 წ., ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტები იმის შესახებ, რომ სისტემური ხასიათი ქონდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდეტობის და საქართველოს „ერთიანი ნაციონალური პარტიისა“ და საქართველოს პარტიის “ევროპული საქართველოს“ წევრთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 99, 9% გამამტყუებელ განაჩენს, მსჯავრდებულთა მასობრივ წამებას, გაუპატიურებას, დახოცვას, რისი მსხვერპლიც დიდწილად აქტიური ახალგაზრდები იყვნენ და რაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სახელითაა ცნობილი. ხოლო ეს პოლიტიკა მოწონებული იყო ევროკავშირის ჩინოვნიკების მიერ.
20. ევროკავშირიდან ნაბრძანები სავარაუდოდ დამნაშავე პარტიასთნ კოჰაბიტაცია
აღნიშნული ბარბაროსული აქტების მიუხედავად 2012 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ გაიზიარა ევროკავშირიდან მიღებული სავალდებულო მითითება წინა, დანაშაულებრივ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის შესახებ. რამაც მეორე მხრივ გზა გაუხსნა უკვე სისტემური საკანონმდებლო დანაშაულის სახით ჩამოყალიბებული, ტირანული რეჟიმის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაღრმავებას საკანონმდებლო მიმართულებით;
21. სისტემური დანაშაულის არსი
2012 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ დაიწყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის გამოძიება. საქართველოში ტირანული რეჟიმი მოქმედებს სისტემური დანაშაულის მეშვეობით. სისტემური დანაშაულის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით შექმნილია ისეთი სისტემა, სადაც მოსახლეობას არ აქვს ხელისუფლების და ბაზარზე წესის დამდგენი მოთამაშეების მონიტორინგის რაიმე, კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუმენტი და სრული, უშუალო დემოკრატიის რაიმე ინსტიტუტი.
22. სისტემური დანაშაული
საქართველოში დამკვიდრებული, აღნიშნული, სისტემური დანაშაულის გამოვლინებაა:
a. შეზღუდულია რეფერენდუმის უფლება
როდესაც უშუალო დემოკრატიის ინსტრუმენტები ფორმალურია და თითქმის შეუძლებელია რეფერედუმის ჩატარება და რეფერენდუმით საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება.
b. პარლამენტარის გაწვევის წესის არარსებობა
როდესაც არ არსებობს ამომრჩევლის მიერ, იმ პარლამენტარის, რომელიც უსაფუძვლოდ არ ასრულებს საარჩევნო პრინციპებს და პროგრამას, უკან გაწვევის კანონი;
c. დემოკრატიისადმი საკონსტიტუციო დაპირისპირება
როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ანხორციელებს კონსტიტუციურ არადემოკრატიულ დანაწესებზე კანონმდებლობის მორგებას და პარლამენტის გადაწყვეტილებით ან/და რეფერენდუმით არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება, ხოლო საკონსტიტუციო არადემოკრატიული დანაწესის ცვლილება კი კანონმდებლობით იმდენად გართულებულია, რომ თითქმის შეუძლებელია მისი განხორციელება. მათ შორის რეფერენდუმითაც შეუძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება;
d. ანტიდემოკრატიული საარჩევნო სისტემა
როდესაც საარჩევნო კანონმდებლობით ისეთი საარჩევნო რჟიმია შექმნილი, რომლის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და რაიმეს ძირეულად შეცვალა შეუძლებელია, რადგან კანონმდებლობით საარჩევნო სისტემას მთლიანად აკონტროლებს მმართველი პარტია. ხოლო მმართველი პრტიისა და ოპოზიციის ლიდერები ანგარიშვალდებული არიან ევროკავშირთან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ და პოლიტიკურ წარმომადგენლებთან და არაოფიციალურად კი რუსეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურებთან და არა საქართველოს მოსახლეობასთან;
e. სახელმწიფოზე დამოკიდებული პარტიები
როდესაც კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები მთლიანად ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და ამის გამო მათი უშუალოდ ამომრჩეველზე დამოკიდებულება მინიმალურია;
f. პლურალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ
როდესაც კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებისგან სრულიად უკონტროლოდ დატოვებულ მასმედიაში პლურალისტური პარტიული ურთიერთდაპირისპირება დომინანტური პოლიტიკური თემაა, რაც ერთი მხრივ ზღუდავს აზრის თავისუფლებას სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, ხოლო მეორე მხრივ ქსაქსავს საზოგადოებას და არ აძლევს საერთო, გეოპოლიტიკური და დემოკრატიული ინტერესების გაცნობიერების შესაძლებლობას;
g. უცხოეთზე დამოკიდებული NGO -ები
როდესაც არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციები არ არიან დამოკიდებული ადგილობრივი დამფინანსებლების ინტერესებზე, რადგან მთლიანად ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, იმიტომ, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს გადასახადის გადახდაში ჩაეთვლებოდათ, თუ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადიდან დადგენილ პროცენტს მიმართავენ საქართველოში დარეგისტრირებულ არასამთავრობო არამომგებიან ორგანიზაციებზე;
h. დამოუკიდებელი გამოძიების არარსებობა
როდესაც არ არსებობს სახელმწიფო დამოუკიდებელი გამოძიება და არ არსებობს საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოების მხრიდან გამოძიების და პროკურატურის საქმიანობის მონიტორინგი და როდესაც არ არსებობს კერძო გამოძიების კანონი და ასეთ ვითარებაში დაზარალებულსაც არ აქვს სუბსიდიური დევნის უფლება.
i. საზოგადოებისგან გაუკონტროლებელი პროკურატურა
როდესაც არ არსებობს პროკურატურაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საკანონმდებლო მექანიზმი და საზოგადოების მხრიდან გაუკონტროლებელი პროკურატურა იქცა ხელისუფლების მიერ ყველა სფეროს პოლიტიკური კონტროლის სადამსჯელო ინსტრუმენტად, რის მეშვეობითაც მოსამართლეებიც და მათ შორის უვადოდ დანიშნულებიც კონტროლდება ხელისუფლების მიერ.
j. პროკურატურისგან გაკონტროლებული სასამართლო
როდესაც კანონის შესაბამისად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრაქტიკას მოსამართლეები გაყავს საზოგადოებრივი მონიტორინგის მიღმა და ტოვებს მხოლოდ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობის პირისპირ.
k. ქონების ჩამორთმევაზე ორიენტირებული საკრედიტო სისტემა
როდესაც საფინანსო სფერო მინიმალურადაც კი არაა დაქვემდებარებული ადამიანის ძირითად და ნაწარმოებ სოციალურ უფლებებს და საქართველოში მცხოვრები 3 400 000 მოსახლეობიდან 300 000 ოჯახს საცხოვრებელი ფართი აქვთ დაკარგული საფინანსო - საკრედიტო ორგანიზაციების ისეთი სესხების დაუბრუნებლობის გამო, სადაც არ გაანალიზებულა სესხის დაბრუნების რეალური შესაძლებლობა და სინამდვილეში სესხი გაიცა ძირითადად უძრავი ქონებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ და მაღალ -სპეკულაციური საპროცენტო სარგებლისა და მაღალი პირგასამტეხლოს პირობით.
l. საშუალო ფენის შექმნისადმი ხელშეშლა
როდესაც ხელისუფლების აღიარებით, საქართველოში 3 400 000 მოსახლეობიდან 900 000 ადამიანი არის სიღატაკის ზღვარს მიღმა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა არის მოსახლეობის მიმართ დანაშაულებრივი, საბოტაჟური, რადგან :
-სახელმწიფო საკუთრების ქონება არ გაუნაწილდა მის შემქმნელ საქართველოს მოსახლეობას სრულად და არ შეიქმნა ამ ქონების ბიზნესში ჩართვის შესაძლებლობები
- გადასახადებით აკრეფილი სახსრები და კანონმდებლობა არ ემსახურება მოსახლეობის შემოსავლების ზრდას მოსახლეობაში ბიზნესის განვითარების გზით და საშუალო ფენის წარმოშობას, რამეთუ, თუ მოსახლეობის ძირითად მასას ექნებოდა თავისი წვრილი და საშუალო ბიზნესი, მაშინ ხელისუფლება ვეღარ იყიდიდა არჩევნებზე ამომრჩევლებს 5 კგ. კარტოფილის და 1 კგ. შაქრის სანაცვლოდ, როგორც ამას საქართველოში აკეთებს ყველა ხელისუფლება 1995 წლიდან დღემდე.
m. მიწების ხელახალი ჩამორთმევა
ათასწლეულების მანძილზე საქართველოს მიწის საკუთრების შენარჩუნებისთვის საქართველოს მოსახლეობამ გაიღო არაერთი სიცოცხლე და აგრეთვე ამ მიწის სარგებლიანობის გაზრდისთვის დახარჯა უამრავი შრომა. საქართველოს სახელმწიფომ კი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2017 წლამდე მხოლოდ 25% მიწა და მასზე განთავსებული ქონება დაუბრუნა საქართველოს მოსახლეობას, რომლის შექმნილიცაა საქართველოს მთელი ქონება. ხოლო 2017-2019 წ.წ. გატარებული სახელმწიფო პროექტით კი ისარგებლა აღნიშნული კერძო საკუთრების რეესტრში დარეგისტრირებით და კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწების სოფლის საერთო მიწებისგან გამომიჯნვით და სოფლის საერთო თანასაკუთრებაში არსებული მიწები წაართვა მოსახლეობას და დაუქვემდებარა საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქმედება არის კიდევ ერთი ფაქტი რომელიც ასახავს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე განცხადებული ეროვნული თვითგამორკვევის ნების წინააღმდეგ, კოლონიური ტირანიული რეჟიმის ბრძოლას.
VI ტირანული რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
23. გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია
გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულა:
a. კაცობრიობის სინდისის აღმაშფოთებელი საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება
„ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; და ვინაიდან ადამიანის უფლელბათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს...“
ამ შეფასებით აქტში აღწერილია კოლონიური ტირანიული მმართველობა და ისეთი ბარბაროსული აქტები, სადაც აშკარად იკვეთება საქართველოში მცხოვრები ადამიანების უფლებების უგულვებელყოფა და აბუჩად აგდება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
b. აჯანყება, როგორც უკანასკნელი საშუალება ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ
„გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცის პრეამბულის გაგრძელება
„ ...და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; და ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ... ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო ...“
საქართველოს ნეოკოლონიური, ტირანული კანონმდებლობა ჩამოყალიბდა სისტემური საკანონმდებლო დანაშაულის სახით, რომელიც არ აძლევს შიშისა და გაჭირვების ქვეშ მყოფ საქართველოს მოსახლეობას ამ ტირანულ რეჟიმზე და სისტემურ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობას და საქართველოში მცხოვრებ თვითეულ ადამიანს აიძულებს ამ არაადამიანური მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით გაერთიანდნენ და მოუწოდონ ერთმანეთს გაერთიანებისკენ და აჯანყდნენ კოლონიური ტირანიული რეჟიმის დემოკრატიულით შესაცვლელად, რაც სრულიად კანონიერია ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული მაღალი სტანდარტებით.
c. ძალაუფლების დემოკრატიულობის საფუძველია ხალხის პერმანენტული წარმომადგენლობა და რეფერენდუმი
გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 21 (3)
„3. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა;..“
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 3 (1)(2)
„1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“.
VII დასკვნა:
24. საყოველთაო საფრთხე
არსებობს საშიშროება, რომ კოლონიური ტირანიისა და დანაშაულებრივი კანონმდებლობის გამო, საქართველოში, შეიძლება დაიწყოს შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება, რაც გამოიწვევს ჯაჭვურ, შეუქცევად პროცესებს მთელს რეგიონში და მსოფლიოში.
VIII საზოგადოების დამოკიდებულება:
25. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატული ეროვნული თვითგამორკვევის განხორციელებისათვის საზოგადოების ბრძოლა
რუსეთის კომუნისტური საბჭოთა იმპერიის მიერ 1921 წელს ოკუპირებულ საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ 1991 წლის 31 მარტის ჩაატარა ეროვნული თვითგამორკვევის რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა, დაადასტურეს თავიანთი თვითგამორკვევის ნება-ქართველ ერთან ერთად, ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ხოლო 1992 წ. მოხდა გარედან მართული სახელმწიფო სამხედრო გადატრიალება, რასაც
a. საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუა და გამოვიდა ქუჩებში, მაგრამ დროებითმა სამხედრო საბჭომ დახვრიტა კანონიერი ხელისუფლების დამცველი ეს აქციები;
b. დაიწყო ეროვნული თვითგამორკვევის პროცესის პერმანენტული შეზღუდვა, რის გამოც, 1990-1992 წლების საკანონმდებლო ორგანომ, დევნილმა უზენაესმა საბჭომ, გამოსცა კოლონიური, ახალი ხელისუფლების მიერ გამოცემული ანტიეროვნული კანონმდებლობის გამაბათილებელი ნორმატიული აქტები. მათ შორის 2006 წ. 22 დეკემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ბუნებრივი რესურსების - მიწის წყლის, ტყის გასხვისების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების მიერ მათი სამშობლო-ტერიტორიისა და აკვატორიის და ხელისუფლების ფლობა არის ეროვნული თვითგამორკვევის კოლექტიური უფლების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობა, დადგენილებაში აღინიშნა, რომ მიწა, წყალი, წიაღისეული არის საქარველოს სახელმწიფო საკუთრება და ბუნებრივი რესურსების გასხვისების ყველა ნორმატიული აქტები გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ.
c. საქართველოს მოსახლეობა არ წყვეტდა ბრძოლას კოლონიური ხელისუფლების წინააღმდეგ, რის გამოც ხელისუფლებას მოუწია საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევები: 07.11.2007 წ., 06.05.2009წ., 15.06.2009 წ., 26.05.2011 წ.;
d. 1994 წ.-დან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით ქართველი ერი აწყობდა ეროვნულ ყრილობებს საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც აქვეყნებდა საქართველოს მოსახლეობის ხელმოწერებს კოლონიური ტირანიული ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ. მაგალითად:
საქართველოს საზოგადოების შეურიგებელი ნება ხელმოწერებით დაფიქსირდა 2002 წ. 15 აპრილს თბილისში, ფილარმონიის შენობაში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც გამოქვეყნდა საქართველოს 3 400 000 მოსახლეობიდან 1 700 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შეგროვდა 1999-2001 წ.წ.-ში. ორგანიზატორი პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველი“.
e. საქართველოს საზოგადოების შეურიგებელი ნება ხელმოწერებით დაფიქსირდა 2006 წ. თბილისში, გამართულ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც გამოქვეყნდა საქართველოს 3 400 000 მოსახლეობიდან 1 600 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შეგროვდა 2004-2006 წ.წ.-ში. ორგანიზატორი საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი;
f. საქართველოს საზოგადოების შეურიგებელი ნება ხელმოწერებით დაფიქსირდა 2014 წ. ოქტომბერში თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც გამოქვეყნდა საქართველოს 3 400 000 მოსახლეობიდან 1 970 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შეგროვდა 2012-2014 წ.წ.-ში. ორგანიზატორი საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი;
g. 01.10.2012 წ. საპარლამენტო არჩევნები იყო საარჩევნო აჯანყება მოქმედი კოლონიური ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ. რის შედეგადაც 05.12.2012 წ. საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი იძულებული იყო პარლამენტის დადგენილებით საქართველოს 190 მოქალაქესთვის მიენიჭებია პოლიტიკური პატიმრის სტატუსი;
h. 10.06.2016 წ. საზოგადოების დაუმორჩილებლობა არ შეჩერებულა და ამის შედეგად პარლამენტი ასევე იძულებული გახდა გამოეტანა დადგენილება წინა ხელისუფლების დანაშაულობებზე და პოლიტპატიმრებზე;
i. ხოლო 28.10.2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლება საზოგადოების ზეწოლით იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი ნარკოტიკული მარიხუანას საწარმოო კულტივაციის დაკანონების შესახებ, რაც არის საქართველოში მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი;
j. 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯაროდ გამოტანის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსახლეობა არ იზიარებს არც მოქმედ კონსტიტუციას, და არც მასში განხორციელებულ ცვლილებებს, რის გამოც განხილვები შეწყდა და აღარ გაგრძელებულა.
k. ხლისუფლების მიერ 2015-2018 წ.წ. პოლიტიკური და ნეოლიბერალური იდეოლოგიური ნიშნით განხორციელებული სხვადასხვა პირის უსაფუძვლო სისხლის სამართლებრივი დევნა მიუთითებს აგრეთვე, რომ საქართველოს მოსახლეობა არ წყვეტს ბრძოლას კოლონიური ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ.
IX შეჯამება:
26. საყოველთაო გეოპოლიტიკური საფრთხის გადაწყვეტის შესაძლებლობა
ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ საზოგადოება არ ეგუება საზღვარგარეთის სხვადასხვა ძალებისა და საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებისა და მეხუთე კოლონის ურთიერთწინააღმდეგობრივ და ერთობლივ, ნეოკოლონიურ, ტირანიულ მმართველობას. შეუგუებლობა არის ერთადერთი, სუსტი, მაგრამ მაინც შემაკავებელი ფაქტორი უმართავი პროცესების ესკალაციის წინააღმდეგ. თუმცა კავკასიის რეგიონი იმდენად საკვანძოა გეოპოლიტიკურ ძალთა თავმოყრის თვალსაზრისით, რომ ასეთი მრავალკომპონენტიანი დისბალანსის გარედან მართვის მცდელობები შეიძლება გადაიზარდოს შეუქცევად უკონტროლო პროცესებში.
გეოპოლიტიკური უცვლელი ფაქტორების თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონთან თავს იყრის მსოფლიო ცივილიზაციურ სივრცეთა გეოპოლიტიკური ვექტორები: ჩრდილოეთიდან ევრაზიული, დასავლეთიდან თალასოკრატიული, სამხრეთიდან მუსულმანური, აღმოსავლეთიდან ბუდისტური. ამიტომ, აღნიშნული, ნეოკოლონიური პროცესების გამოუსწორებლობა, გამოიწვევს ჯაჭვურ, შეუქცევად პროცესებს მთელს მსოფლიოში, თუ არ შეიქმნება წინაპირობები და არ დაიწყება დიალოგი ერთი მხრივ სხვადასხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობებისა და საქართველოს ხელისუფლებისა, მეორე მხრივ საქართველოს საზოგადოების იმ რეალურ წარმომადგენლებთან, ანუ საქართველოს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლებიც საქართველო-კავკასიის გეოპოლიტიკური ინტერესების მატარებელნი არიან და რომელთა მოსაზრებების სრულად, ან ნაწილობრივ გამომხატველიც არის ეს შეფასებითი აქტი.
აგრეთვე არ გამოვრიცხავ, საქართველოს საზოგადოების მხარეს იმ გარეშე პირთა ჩართულობას, ვინც აცნობიერებს საქართველო - კავკასიის გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრას საკუთარ შეხედულებებთან ან/და ინტერესებთან.
ხსენებულ სასურველ მოლაპარაკებებში საქართველოს საზოგადოების მხარეს მონაწილეობისთვის მზადყოფნა პირმა შეიძლება გამოხატოს თავისი ზეპირი განცხადებებით, ან სხვა ფორმით, ან ამ შეფასებაზე ხელმოწერით, რომლითაც დაადასტურებს თანხმობას შეფასების ძირითად პოზიციაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს შეფასება ღიაა ხელმოსაწერად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც., მათთვისაც ვინც სრულად ეთანხმება და მათთვისაც, ვისაც აქვთ ცალკეული განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ძირითადად ეთანხმებიან ამ შეფასებებს.
2
19
შეფასება არ არის
ავტორი:ბესარიონ ბოჭორიშვილი
ბესარიონ ბოჭორიშვილი
19
  
2020, 14 იანვარი, 15:07
1991 წლის მოვლენები, ვფიქრობ რომ, ჩვენმა(ანუ ზვიადის ხელისუფლების) ამგვარმა პირდაპირმა, მოურიდებელმა(პირში მთქმელის) წინადადებებმა გამოიწვია. არა მარტო, მაგრამ ამანაც...კი ბატონო, "თქმა მართლისა სიმართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად", თუმცა...
არა მგონია, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, იქნება ეს აშშ თუ რუსეთი, ახლა უკვე ჩინეთიც, სურდეთ ძლიერი პოლიტიკურ-ეკონომიური სუბიექტის წარმოქმნა ამ რეგიონში, ზოგადად არსად, მაგრამ განსაკუთრებით კავკასიასა და ბალკანეთში. ასე რომ, ჩემი აზრით, ჩუმად უნდა მივდიოდეთ მაგ მიზნისკენ, რისი წინაპირობა კი არა, ჩანასახიც კი არ ჩანს. ეს წერილი გადასარევად ასახავს უკანასკნელი 30 წლის პროცესებს, მაგრამ ვფიქრობ თვითონ ჩვენ, დღევანდელი ქართველი ხალხი არა ვართ მზად ძნეობრივად(!) დიდ ერად ჩამოყალიბებისთვის, ხოლო ის სასიქადულო "ოქროს ხანა", არ დაგვავიწყდეს და გრიგოლ ხანძთელმა და მისი მოწაფეების ხანგრძლივმა მოღვაწეობამ "მოიყვანა", მხოლოდ და მხოლოდ სელჩუკთა დასუსტების ბრალი კი არ იყო!
2020, 14 იანვარი, 14:54
ვეთანხმები 1000%-ით, ეს თუ ჩაითვლება ხელმოწერად
0 1 2