x
image
თორ ნიკე
Mediator image
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი I

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი I



დაბადება



ბიჭიანობის სიხარული ჩვენში დიდია,

ვაჟი მამულის დამცველია, გზა და ხიდია,

თუ სადმე კაცი გაჩენილა, დიდი ქართველი,

ქუთაისს ახსოვს ერთი ვაჟის შობა ნათელი.

ათასასი წლის სამოცდაცამეტს აყვრიდა მაცნე,

ვაჟია, ვაჟი! ოქროს ქისა ხელში ჩააწნეს,

მეფე გიორგის მოევლინა ლეკვი ნანატრი,

მსგავსება ბელის, ლომისთვალა, ღვთისგან სანატრი.

იესიანს და დავითიანს უწოდეს დავით,

მონათლეს იქვე, სახარება დაუდეს თავით,

დადგა წირვები, სამადლობელს უფალს უთვლიდნენ,

ჩვილს შეჰხაროდნენ, პირჯვრის წერით გარე უვლიდნენ.

გეგუთის ბაღში სუფრას სწევდა გიორგი მეფე,

ყანწთა ტრიალში ერისთავნი, აზნაურ-სეფე,

მრავალჟამიერ გუგუნებდა ულევი, გაბმით,

ბახუსი უკვე ყალყზე იდგა გონების დაბმით.

ამ უსაშველოდ ჩაღვინებულ ლხინსა და მღერას,

ზღვარი დაუდო შაოსანმა, მოსულმა ღერად,

ჭყონდიდელია, ყველა იცნობს შეუვალ მამად,

წმინდა კაცია, ჭკუა უჭრის სხარტად და წამად.

გიორგი ჰქვია დაბადებით საშუალო ფენის,

ორატორია, მართალ სიტყვის მთქმელი და მფენი,

წარდგა მეფესთან, მოუხარა მდაბალი თავი,

სიტყვა აკადრა ცოტა მკაცრი და ცოტა ავი:

- ლხინს საზღვარი აქვს ჩემო მეფევ, არ გვიდგას დარი,

იორზე, მტკვარზე დათარეშობს სელჩუკის ჯარი,

ზედმეტი ლხინი ასეთ დროში ცრუა და ფუჭი,

ომს ლოცვა უნდა, ბასრი ხმალი და მცირე კუჭი.

მომეცი შვილი აღსაზრდელად, წავიყვან ჭყონდიდს,

ნუ დამაძალებ აქ განცხრომას, ლხენას და ლოდინს,

გავზრდი სამეფოდ, მეფეთა და სულთანთა შორის,

სიბრძნე ექნება სოლომონის, გუმანი - ქორის.

ბახუსმა ღიმი მოაბნია მეფეს სახეზე,

ნუ ცხარობ ბერო, ჩემს გულს შენზე ვერ წააქეზებ,

ომში ვართ ყველა, ვის სცალია ახლა ლხინისთვის,

დავითი შენსას წაიყვანე, გასწით დილისთვის.

ვიცი, უკეთესს ვერვის ვანდობ შვილს გასაზრდელად,

ჭყონდიდს მამულსაც შემოვწირავ მეფის საზრდელად,

მაგრამ იცოდე, რომ დავითის ჰკიდია მხრებზე,

სელჩუკის რბევა, დაყენება მამულის ფეხზე.

გიორგი ჩუმად გაიპარა, გაქრა სუფრიდან,

ამ ღრეობაში მას თავისი ფიქრი უქრიდა,

ცხენი ღამითვე ააჩქარა, უგანა ლოდინს,

მეორე დილით ძუძუს წოვდა დავითი ჭყონდიდს.



პირველი ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
195
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0