x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50 წლის ბრიტანელი ქალი გათხოვდა 22 წლის არაბზე და დაკარგა სახლი და ქონება

ეგვიპტეში დასვენების დროს, 50 წლის ბრიტანელმა ქალმა სახელად მერილინმა, როგორც თვითონ მიაჩნდა, იპოვა ნამდვილი სიყვარული.




ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ქალის გული დაიპყო ცხელმა და ტემპერამენტიანმა ეგვიპტელმა, 22 წლის ახალგაზრდამ, სახელად ამრი.

image

ამრი ზრუნავდა მერილინზე, რომელიც დაიღალა მკაცრი და ცივი ინგლისელი კაცებით და რომელსაც ნამდვილი და ვნებიანი სიყვარული სურდა.


image

ამრიმ სწრაფად მოიხიბლა მერილინი, იგი დაჟინებით სთხოვდა ქალს ცოლობას და ისიც დაუფიქრებლად დათანხმდა.

image

თავიდან ისინი ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მერილინს სამშობლო მოენატრა და ბრიტანეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ამრს საერთოდ არ გაუპროტესტებია, პირიქით, მასაც სურდა ლონდონში ცხოვრება და მსოფლიოს ნახვა.

image

ახალგაზრდა ქმარი, რომელიც ცოლის სამშობლოში აღმოჩნდა, არ ჩქარობდა სამუშაოს დაწყებას. ის სახლში იჯდა და ცხოვრებით ტკბებოდა.


მერილინმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამრს თავი კარგად და კომფორტულად ეგრძნო - ყიდულობდა ძვირად ღირებულ ტანსაცმელს, უახლესი მოდელის გაჯეტს და დასასვენებლადაც დაჰყავდა.

image

ქალმა ქმარს თითქმის 21 ათას ფუნტი დაახარჯა, მაგრამ ეგვიპტელი თვლიდა, რომ ეს უფრო "მეტი ღირდა". მან დაიწყო ცოლის უგულებელყოფა, რომლისგანაც ამდენი ზრუნვა და სიყვარული მოდიოდა.

image


ერთ მშვენიერ დღეს, მერილინმა გაცნობის საიტზე იპოვა თავისი ქმრის პროფილი და საშინელ დღეში ჩავარდა.

იგი თვალებს არ უჯერებდა და არ ესმოდა, როგორ შეეძლო მას ღალატი. ამრმა არ აღიარა დანაშაული და დაარწმუნა მეუღლე, რომ ვიღაც თავხედურად იყენებდა მის სურათს.

გარდა ამისა, მერილინს ქმრის გამო ურთიერთობა გაუფუჭდა ორ ქალიშვილთან და ვაჟთან.


შვილებმა არ მიიღეს დედის ახალი ქმარი, თავად ქალი კი თვლიდა, რომ მასაც ჰქონდა სიყვარულის და პირადი ცხოვრების უფლება.


როდესაც მერილინის ფინანსები ამოიწურა, მას მოუწია ბანკში საკუთარი ფეშენებლური სახლის ჩადებამ, რათა თავის ახალგაზრდა ქმარს არ მოჰკლებოდა კომფორტული და უდარდელი ცხოვრება.


მხოლოდ მაშინ აეხილა თვალები მერილინს, როდესაც შეიტყო, რომ მისმა ქმარმა რამდენიმე სესხი აიღო მისდა დაუკითხავად და არც უფიქრია მისი დაფარვა.

image

ათწლიანი ქორწინების შემდეგ მერილინმა განქორწინება მოითხოვა. ამრი კი არც აპირებდა ეგვიპტეში დაბრუნებას და დაჟინებით მოითხოვდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დარჩენას.


სასამართლომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და მერილინს ყოფილ ქმარს სასარგებლოდ 49 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდა დააკისრა, რათა მან ღირსეულად იცხოვროს ბრიტანეთში, სანამ არ იშოვის სამუშაოს.


ამრი სრულად კმაყოფილი დარჩა სასამართლოს გადაწყვეტილებით. მან აღიარა, რომ მერილინისთვის კარგი ქმარი იყო.

" მასზე ბევრად უმცროსი ვიყავი და მის ყველა კაპრიზს ვასრულებდი. ეს თანხა არის გადახდილი - ჩემი სიყვარულისა და სითბოსთვის. ჩვენ კარგად ვიცხოვრეთ ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ მე წინ უნდა წავიდე ” - თქვა ეგვიპტელმა.


მერილინმა ეს ამბავი "ფეისბუქის" საშუალებით უამბო ვებ მომხმარებლებს და ფინანსური დახმარება ითხოვა.

image


” უბრალოდ მკვდარი ვარ . სასტიკად მომატყუეს და შედეგად სულ მარტო დავრჩი. ახლა კიდევ ჩემს ყოფილ ქმარს უნდა ვუხადო, რომელმაც უკვე იპოვა რამდენიმე მდიდარი ბებრუხანა. ამიტომ, მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ არ მოდუნდნენ და არ გაიმეორეონ ჩემი შეცდომები, ”- წერს მერილინი.


ქალი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა, რათა ასეღო სესხი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს. ამჟამად ურთიერთობა აღადგინა შვილებთან, რომლებმაც აპატიეს და ფინანსური დახმარებაც კი გაუწიეს მას.



მერილინი აღარ ფიქრობს არავითარ სიყვარულზე, რადგან აღარ სჯერა მისი ...




ასევე იხილეთ

image

25 წლის ინგლისელმა როზანა ტომასმა ქორწილის ფოტოგრაფისგან შეიტყო, რომ საქმროს საქორწინო ხარჯები არ ჰქონდა გადახდილი. 35 წლის საქმრო როზანას უმტკიცებდა, რომ გადაიხადა 7 ათასი ფუნტი სტერლინგი საბანკეტო დარბაზში, სადაც უნდა გამართულიყო ქორწილი, თუმცა ქორწილამდე ოთხი დღით ადრე ფოტოგრაფმა დაურეკა საპატარძლოს და ჰ...

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაცხოვრებელმა ქალმა გადაწყვიტა ქმარს გაეყაროს ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ.ქალის არგუმენტი ასეთია: მოსაწყენი ოჯახური ცხოვრება, კამათის, ჩხუბის და ყოველივე მძაფრი ამბების გარეშე.ქალი ქმარს უწოდებს "ზედმეტად რომანტიკულს და მორჩილს", წერს გამოცემა Khaleej Times-ი. -პირდაპირ მა...

ქალმა ჯერ აცდუნა ყოფილი ქმარი, აბაზანაში შეიტყუა, შემდეგ მოაჭრა სასქესო ორგანო თავის სათესლე ჯირკვლებით, გადაასხა მჟავა და უნიტაზში ჩარეცხა, იმის გამო, რომ ქმარი ღალატობდა ერთად თანაცხოვრების პერიოდში. სამართალდამცავებისს ინფორმაციით, 58 წლის ქალბატონმა ლიმ გამოიყენა ბასრი მაკრატელი, ყოფილ ქმარს მოაჭრა გენიტალიები დ...

ამერიკელმა ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში მოძებნა მეგობარი ბიჭი, რომელიც 5 წლის ასაკიდან არ ჰყავდა ნანახი და ცოლად გაჰყვა. ნატალი კროუმ(Natalie Crowe) და ოსტინ ტეტმანმა(Austin Tatman) ფლორიდაში, საბავშვო ბაღში გაიცნეს ერთმანეთი, მაშინ ორივე 2 წლიანი იყვნენ, გაცნობის დღიდან ისინი საუკეთესო მეგობრები გ...

დუბაის მმართველს- მოჰამედ ბინ რაშიდს ცოლი -პრინცესა ჰაია გაექცა შვილებთან ერთად და თან 40 მილიონი დოლარი გაიტაცა. როგორც ირკვევა პრინცესა ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა, თუმცა ოფიციალურად მედიისთვის ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი. სავარაუდოდ ქალი გერმანიაში შვილებთან -11 წლის გოგოსთან - ალ ჯალილასა და 7 წლის ბიჭთან- ზეი...

1
1903
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1903
  
2020, 12 იანვარი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1