x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მოლოდინი: ბექა ვაჩიბერაძე
image

იყო დრო ბექა ვაჩიბერაძეზე უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენლები დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერა ისე არ წარიმართა როგორც ყველას ეგონა.


ბექა ვაჩიბერაძემ პროფესიული კარიერა დონეცკის "შახტარში" დაიწყო და ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, ამავდროულად ბექამ "შახტარის" ძირითად გუნდში 3 შეხვედრა ჩაატარა (რაც ბევრმა ქართველმა ნიჭერმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო). პარალელურად ბექა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.


"შახტარის" შემდეგ იყო ესპანური "ბეტისი", სადაც ვაჩიბერაძემ თავი ვერ გამლოიჩინა და მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში, ამავდროულად იყო ტრავმებიც და შემდეგ ის ლატვიურ "რიგასში" აღმოჩნდა სადაც მან თითქოს მოახერხო ფორმის დაბრუნება და გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც იზეამ და რაც მთავარია მას სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.



"რიგასიდან" ის ამ ზაფხულს ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ "ლომელიში" ჩაირიცხა, რომელსაც მთლად ამბიციური გეგმებიც არ აქვს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბექა იქ სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება და ძირითადად შეცვლებზე უწევს თამაში.


არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ შესაძლოა ვაჩიბერაძეს კარიერა ერთ-ერთ ქართულ გუნდში გაეგრძელებინა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოვიდა. ბექა ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მას მთელი კარიერა წინ აქვს. ის ძირითადად შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველია, რომელიც მოედნის ცენტრში მოძრაობს. რაც მთავარია ის ახლა საქართველოს მოქალაქეა და ნებისმიერ დროს შეუძლია ყოველგვარი პროცედურების გარეშე მოირგოს ეროვნული გუნდის ფორმა. 19 წლის ვაჩიბერაძეზე მთელი უკრაინა დიდ იმედებს ამყარებდა, ახლა ის 23 წლისაა და ყველას გვჯერა რომ მას შეუძლია ეროვნულ გუნდს გამოადგეს.

თუმცა ჯერ მთავარია მან ნორმალურ გუნდში იასპარეზოს. ყუველა ვთანხმდებით რომ ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის უამბიციო გუნდი ვაჩიბერაძის ამბიციებს არ შეეფერება.


1
99
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
99
  
2020, 12 იანვარი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1