x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შევდომით ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავების ისტორია
image

რამდენიმე საათის წინ ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ლაინერი ბოინგ-737 შეცდომით გასროლილი რაკეტით ჩამოვარდა, ირანის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ, ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს.


სამხედროების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდების შემთხვევა არაერთხელ მომხდარა, რომელიც შეცდომით სამხედრო ან სადაზვერვო თვითმფრინავი ეგონათ, ან ელემენტარულად ბრმად ნასროლი ჭურვის შედეგად ჩამოვარდა, intermedia.ge გთავაზობთ ყველაზე ცნობილ შემთხვევებს ავიაციის ისტორიაში.

image


1-Boeing 727-1973 წელი სინაი, Libyan Arab Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ისმაილის გარეუბანში, სინაის ნახევარკუნძულზე, მიზეზი იყო ისრაელის ავიაგანმადგურებლების მიერ გახსნილი ცეცხლი.

თვითმფრინავის მიემართებოდა ტრიპოლი- ბენგაზი - კაირო - ალექსანდრია - ბაჰრეინის მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ცხრა წევრი და 104 მგზავრი. გადარჩა მეორე პილოტი და ოთხი მგზავრი.დანარჩენი ყველა დაიღუპა.


თვითმფრინავი რადარებმა დააფიქსირეს, ისრაელის ავიაგამანადგურებლები მისკენ დაიძრნენ. მათ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნესს და თვითმფრინავს ანიშნეს, რომ ის უნდა დაეშვას, მაგრამ სამოქალაქო თვითმფრინავის მფრინავმა არასწორად აღიქვა სიგნალები და უკვე როდესაც მიუახლოვდა აეროდრომს, სადაც მას დაშვება უბრძანეს, მოულოდნელად დასავლეთისაკენ აიღო გეზი, რაც ისრაელის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დატოვების მცდელობა იყო.

შედეგად, ისრაელის სარდლობამ მიიჩნია, რომ თვითმფრინავი გატაცებული იყო და მისი ჩამოგდების ბრძანება გასცეს.




2-Boeing-707-კარელია- 1978 წლის 20 აპრილს, ავიაკომპანია Korean Air-ის ლაინერი რომელიც მიფრინავდა პარიზი - ანჩკორიჯი - სეულის მარშრუტზე. კურსისგან აცდა ნავიგაციის შეცდომის გამო, თვითმფრინავი აღმოჩნდა კოლას ნახევარკუნძულზე, რითაც დაარღვია სსრკ-ს საჰაერო სივრცე.იგი მიიჩნიეს მზვერავ თვითმფირნავად, სუ-15-ის პილოტი დაეწია თვითმფირნავს და ორჯერ გადასცა, რომ ეს იყო სამგზავრო ლაინერი, თუმცა მას მაინც არ დაუჯერეს და უბრძანეს რაკეტა "ჰაერი-ჰაერის" გაშვება, შედეგად ხომალდი დაზიანდა და იძლებული დაშვება განახორციელა კორპიარვის გაყინულ ტბაზე(კარელია), შედეგად დაიღუპა ორი მგზავრი-იაპონელი და კორეელი, დანარჩენი 95 მგზავრი ეკიპაჟის წევრებთან ერთად ჯერ ფინეთში გადაიყვანეს, საიდანაც გაფრინდნენ სეულში 2 გარდაცვლილთან ერთად.




3-Boeing 747 სახალინთან-1983 წელი-ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი ინციდენტი, რომელმაც მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია სრულ ისტორიას გაეცანით მითითებულ ლინკზე





4-A300-სპარსეთის ყურე-1988 წელს სპარსეთის ყურესთან მომხდარი ავიაკატასტროფა მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობით - 290 ადამიანი Airbus A300- ის ისტორიაში

ირანის ავიახაზის თვითმფრინავი Iran Air მიფირინავდა მარშრუტით თეირანი - ბენდერი - აბასი - დუბაი.

ბენდარ -აბასისდან აფრენიდან შვიდი წუთის შემდეგ, იგი ჩამოგდებული იქნა ამერიკული კრეისერის, Vincennes-ის მიერ გაშვებული რაკეტით.

ამ მოვლენამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია აშშ-ში. განსაკუთრებით ბევრი მოხვდა კრეისერის კაპიტანს უილიამ როჯერსსს, დაძაბულ და საშიშ გარემოში განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო. რონალდ რეიგანმა დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა ირანის მთავრობას, რითაც გამოთქვა ღრმა მწუხარება.

მხოლოდ 1996 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შემდეგ აღიარა, შეერთებულმა შტატებმა ”1988 წლის 3 ივლისის საჰაერო ინციდენტი, როგორც ადამიანთა საშინელი ტრაგედია და ღრმა მწუხარებას გამოხატავდა დაღუპული ხალხის გამო”.





5-Ту-154-შავი ზღვის მახლობლად-2001 წლის 4 ოქტომბერს ციმბირის ავიახაზები Tu-154 თელავივიდან ნოვოსიბირსკში მიფრინავდა, მაგრამ აფრენიდან 1 საათსა და 45 წუთში ჩავარდა შავი ზღვაში. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი 78 -ივე ადამიანი გარდაიცვალა ძირითადად ისრაელის მოქალაქეები.

სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის დასკვნით, თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს С-200 კომპლექსური საზენიტო რაკეტით, რომელიც უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის უწყებამ გაუშვა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსულ-უკრაინული სამხედრო წვრთნების დროს.







6-Boeing 777-სამხრეთ უკრაინა-2014 წელს Malaysia Airlines-ის Boeing 777- მა ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით ფრენის დროს ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე.


ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. მგზავრების უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქეები იყვნენ. გარდაიცვალა ასევე ავსტრალიის, მალაიზიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, კანადას, ინდონეზიის, გერმანიის, ახალი ზელანდიისა და ფილიპინების მოქალაქეები.

2015 წლის 13 ოქტომბერს, ჰოლანდიის უშიშროების საბჭოს კომისიამ დადო დასკვნა, რის მიხედვითაც დადგიინდა, რომ რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს შემთხვევით ნასროლი "მიწა-ჰაერი" ტიპის რაკეტით მიერ, რომელიც გასვებული იყო ბუკ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან.

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0