x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ისე ნუ ვიზავთ ,რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ"-შალვა ნათელაშვილი
image


ლეიბორისტთა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის გულნარა წიკლაურის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:



"ნიუ-იორკში, თავის ბინაში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისის ბიბლიოთეკის ექს-დირექტორი, ბოლო 25 წელი ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური. ახალგაზრდა ქალი, ამერიკის მოქალაქე, მანჰეტენზე პრესტიჟული სამხატვრო სკოლის პედაგოგი, რომელსაც არაფერი უჭირდა------- მოკლა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე დარდმა და ვარამმა. ერთხელ მითხრა შალვა სიკვდილის კი არ მეშინია, მხოლოდ იმაზე ვღელავ ჩემი გარდაცვალების შემდგომ უცხოს არ დარჩეს ჩემი ნახატები და მინდა ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცესო.ახლა მთავარი პრობლემაა არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მე მოვუწოდებ საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთბულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს---- მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება.ელჩობა მარტო ის არაა მილიონი დოლარებით გატენილი ჩემოდნებით იარო ბიძინა ივანიშვილის სულწაწყმედილ ლობისტებთან.ელჩობა ჯერ ქვეყნის და ადამიანების მსახურებაა უპირველესად. ასევე მოვუწოდებ ნიუ--იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას გამოიჩინეთ ყურადღება, ისე ნუ ვიზავთ, რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ."

image


ქუთაისის ბიბლიოთეკის ექს-დირექტორი, გულნარა წიკლაური ბოლო 20 წელიწადი აშშ-ში ცხოვრობდა, გულნარა წიკლაურის ნამუშევართა გამოფენები იმართებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამერიკაში.მისი ნახატები ინახება რუსეთის, აშშ -ს ისრაელის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, ამერიკის რუსული ხელოვნების მუზეუმში.


გულნარა წიკლაური იყო არა მხოლოდ ფერმწერი, არამედ წიგნის ილუსტრატორიც და დიზაინერიც. განსაკუთრებით გამოავლინა თავი როგორც არაჩვეულებრივმა ავეჯის დიზაინერმა.


გულიკო წიკლაური ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი და ინსულტი გახდა.

image

0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0