x
რას ნიშნავს რიცხვი 666 იოანეს აპოკალიფსში- აპოკალიფსური რიცხვის 666-ის მოკლე განმარტება
image


“აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდა ექვსი.” (იოანეს აპოკალიფსი თ. XIII მ. 18).
მესამე მეფეთა 10:14 და მეორე ნეშტთა 9:13 - " ექვსას სამოცდა ექვსი (666) ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად.".


წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.


იოანეს გამოცხადება: თ.1 მ.8 "მე ვარ ანი და ჰოე, - ამბობს უფალი ღმერთი, - ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.". იოანეს აპოკალიფსის მიხედვით, უფალი ღმერთის ანუ იესო ქრისტეს ერთ-ერთი ეპითეტია "ყოვლისმპყრობელი". გამოცხადების მიხედვით, იესო ქრისტე სულიერი და მატერიალური სამყაროს ყოვლისმპყრობელი ღმერთია. ამიტომაც ქრისტეს მოწინააღმდეგეს ანუ ანტი-ქრისტესაც უნდა ჰქონოდა სურვილი მსოფლიოს პყრობისა და ბატონობისა. კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიოს-მპყრობელური იმპერიების არსებობის "ბოლო ჟამს" და მსოფლიოს ყველაზე უდიდესი, ყველაზე საშინელი, კაცობრიობის უკანასკნელი იმპერიის დამაარსებელს, უნდა ჰქონოდა სურვილი მსოფლიო ბატონობისა, რასაც ნაწილობრივ განახორციელებდა კიდეც. დანიელ წინასწარმეტყველი კი ამ მსოფლიო უკანასკნელ იმპერიას ალეგორიულად "მეოთხე მხეცს" ანუ პირობითად "მსოფლიოს მეოთხე იმპერიას" უწოდებს, დანიელის ეპოქაში არსებული თანამედროვე იმპერიიდან ანუ ბაბილონის იმპერიიდან ანუ პირველი იმპერიული მხეციდან - "მეოთხე მხეცამდე" ანუ იმპერიათა "ბოლო ჟამამდე". დანიელ წინასწარმეტყველის მიხედვით, ამ შემთხვევაში "ბოლო ჟამად" იგულისხმება, მსოფლიო იმპერიათა "ბოლო ჟამი" ანუ "მეოთხე სამეფოს" ხელ-ახალი დაარსებისა და ამ იმპერიის საბოლოო რღვევის პერიოდი. სწორედაც ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერებს: ლენინს, ტროცკის, სტალინს და სხვებს, რომლებმაც იქადაგეს აგრესიული ათეიზმი და რადიკალურ-კომუნისტური-ბოლშევიკური ექსტრემიზმი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კალო დაატრიალეს და ყველაზე სისხლიანი უდიდესი იმპერია დაარსეს, ჰქონდათ გეგმები ბოლშევიკური რევოლუციის რადიკალური ექსპორტისა მთელს მსოფლიოში და ამავე დროს, მსოფლიოს პყრობისა და ბატონობისა.



იოანეს აპოკალიფსის მიხედვით, მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის, პირველი პირ-სისხლიანი, ღვთის-მგმობელი ტირან-დიქტატორი, იგივე ანტი-ქრისტე, იგივე ზღვიდან ამომავალი პირველი მხეცი, იგივე შვიდთავიანი და ათრქიანი წითელი მხეცის პირველი თავი, ამავე დროს იგივე მხეცის პირველი თავის პირველი რქა, არა მარტო მსოფლიოს დაპყრობის მთავარი იდეოლოგი და პირ-სისხლიანი დიქტატორი უნდა ყოფილიყო, არამედ მის სახელშიც იქნებოდა მინიშნება ანტი-ქრისტეს რიცხობრივი კოდისა. 666 უკავშირდება უკანასკნელი მსოფლიო იმპერიის დამაარსებლის, სახელის რიცხვს. 666 ნიშნავს "მსოფლიოს მპყრობელს", "დაიპყარი მსოფლიო", ეს კი რუსულად ნიშნავს, "ვლადეი მირომ", "ВЛАДИМИР-ВЛАДЕЮЩИЙ МИРОМ". მსოფლიოს უკანასკნელი ყველაზე დიდი და ყველაზე სისხლიანი იმპერიის, სსრკ-ს და მისი სამართალ-მემკვიდრე, დღევანდელი მოდერნიზებული პოსტ-საბჭოთა რუსეთის იმპერიის დამაარსებელი იყო "ვლადიმერ-666" ლენინი, ამ იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იქნება, კვლავ "ვლადიმერ-666" პუტინი. სახელ "ვლადიმერის" აპოკალიფსური კოდია რიცხვი 666. იოანემ გამოიცნო, რომ უკანასკნელი იმპერიის, მხოლოდ პირველ და უკანასკნელ მმართველებს ერქმეოდათ "მსოფლიოს მპყრობელი" ანუ "ვლადიმერი". იოანეს გამოცხადება: თ. XVII “ მ. 8 მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და მოვა უფსკრულიდან და დაღუპვისკენ წავა, ....... გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა.”. აპოკალიფსური წითელი მხეცის იმპერიის მეფეები იყვნენ: ვლადიმერ(666) ლენინი (საბჭოთა იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი, ასევე მხეცი ზღვიდან ანუ წყლიდან ამომავალი, მდინარე ლენა-ლენინი), იოსებ სტალინი(ასევე მხეცი მიწიდან ამომავალი, სტალ-ფოლადი მიწიდან მიიღება), გეორგი მალენკოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ლეონიდ ბრეჟნევი, იური ანდროპოვი, კონსტანტინ ჩერნენკო, მიხეილ გორბაჩოვი, ბორის ელცინი და ვლადიმერ(666) ვლადიმერის ძე პუტინი (უკანასკნელი მსოფლიო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი). ეს სახელი კი იოანემ რიცხვ 666-ს დაუკავშირა. რიცხვი 666 იოანესთვის სიმბოლოა, მსოფლიო მპყრობელობისა, იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა. ბიბლიის მიხედვით, კი ერთ დროს სოლომონის იმპერიის წლიური შემოსავალი იყო 666 ტალანტი ოქრო. (1 ტალანტი შეესაბამება 20 კგ-ს).


image



“აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდა ექვსი.” (აპ. თ. XIII მ. 18). ჯერ ვნახოთ რა მისტიური და ალეგორიული მინიშნებაა რიცხვ 666-ში. რიცხვი 666, ბიბლიაში სულ ოთხჯერ გვხვდება, ახალ აღთქმაში, კერძოდ იოანეს აპოკალიფსში ერთხელ. ძვ. აღთქმაში კი, ეს რიცხვი სამჯერ გვხვდება. იგი გვხვდება ძველ აღთქმაში, წიგნი მესამე მეფეთა 10:14 და მეორე ნეშტთა 9:13, სადაც ლაპარაკია რომ მეფე სოლომონის წლიური შემოსავალი ისრაელის სამეფოს აღზევების ხანაში, როდესაც ის გადაიქცა იმპერიად, იყო 666 ტალანტი ოქრო (1 ტალანტი ოქრო არის 20 კგ ოქრო). ეს შემოსავალი წელიწადში მაშინდელი მსოფლიო მასშტაბით არნახულ ქონებას უდრიდა, რომელიც გადაიქცა სიხარბის, მომხვეჭელობის, ვერცხლისმოყვარეობის და სხვებზე ბატონობის სიმბოლოდ. ძვ. აღთქმაში მესამეჯერ ეს რიცხვი, ეზრასთან გვხდება, რაც ამ შემთხვევისათვის ნაკლებადაა საინტერესო. პირელი ეზრა თ.2 მ.13, სადაც ლაპარაკი არის, თავის დროზე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებულთა შთამომავლების, სამშობლოში, იუდეაში დაბრუნების შესახებ და მათი რაოდენობრივი ჩამონათვალი. მათ შორის ადონიკამიანების შთამომავლების მამაკაცთა რიცხვი ყოფილა ექვსას სამოცდა ექვსი.


მაინც რატომ დაუკავშირა იოანემ სახელი "ვლადიმერი", ალეგორიულად და სიმბოლურად რიცხვ 666 და აქედან გამომდინარე იუდაველთა საოცნებო ოქროს ხანას, სოლომონის დროინდელ იმპერიას. მაშინდელ იუდაველთა სასულიერო ელიტის, ყალბი გაგებით, მათი ანუ იუდაველთა, მომავალში მოსასვლელი მესია ხომ, მათი მსოფლიო ბატონობისათვის უნდა მოსულიყო. რომელიც გაათავისუფლებდა ებრაელ ხალხს რომის ბატონობისაგან, აღადგენდა სოლომონის იმპერიას და მსოფლიოზეც გაბატონდებოდა. ამიტომაც მათ ქრისტე უარყვეს, როგორც იუდაველთა მესია და რომის იმპერიის ხელისუფალთა ხელშეწყობით ჯვარს აცვეს კიდეც. ამიტომაც იოანემ, მსოფლიო ბატონობის ცრუ და ყალბი იდეა, ალეგორიუალად შეადარა, სოლომონის იმპერიის მატერიალური და ფინანსური ძლიერების სიმბოლოს რიცხვ 666-ს. რომელმაც უკვე ისედაც მისტიური მნიშვნელობა შეიძინა, სოლომონის საოცნებო ახალი იმპერიისა და სოლომონის საოცნრებო ახალი ტაძრის აშენების იდეასთან ერთად. ნათელხილვის ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული იოანესათვის, წინასწარ ცნობილი იყო მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის დამაარსებლის სახელი "ვლადიმერი" და ამ სახელის თარგმანის შინაარსი. იოანემ თავისი გამოცხადება მთლიანად ალეგორიულად, სიმბოლურად, მეტაფორულად და ხატოვნად გადმოგვცა. ამიტომაც აპოკალიფსური იმპერიის, პირველი იმპერატორის სახელიც, პირდაპირი ზუსტი მნიშვნელობით არ გადმოგვცა. აპოკალიფსის ავტორმა, ამაშიც შეინარჩუნა თავისი სტილი, რადგანაც მისი სახელი აქაც სიმბოლურად და ალეგორიულად გადმოგვცა. ამის გამო იოანემ, აპოკალიფსური ეპოქის ანუ მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის ეპოქაში, ე. ი. მომავალში მოსასვლელი, მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე და ამის გამო მოძალადე "ცრუ მესია" და ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომლის სახელის შინაარსშიც კი "მსოფლიოზე ბატონობის" ცრუ იდეა იდო, ალეგორიულად სიმბოლური რიცხვით 666-ის კოდით გადმოგვცა. “აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდა ექვსი.” (აპ. თ. XIII მ. 18). ამით მან მიგვანიშნა, რომ ამ ადამიანის სახელს, რომელსაც ალეგორიულად აგრეთვე, როგორც თავად იმპერიას, ასევე მხეცს უწოდებს, გამოთვლა ანუ გაშიფვრა ჭირდებოდა და ეს სახელი ამ რიცხვით 666-ით, მხოლოდ ალეგორიულად, სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით იყო გადმოცემული. ამ სახელისათვის 666 კოდის მინიჭებით, მან ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და ამხილა "მსოფლიოს პყრობისა და მსოფლიოზე ბატონობის" ანტიქრისტიანული ცრუ იდეა და ცრუ მესიანიზმი.



იოანეს აპოკალიფსის მიხედვით, მსოფლიოს უკანასკნელი ყველაზე დიდი იმპერიის დამაარსებელი და ყველაზე სისხლიანი დიქტატორი არა მარტო საქმეებით, იქნებოდა ქრისტეს მთავარი მოწინააღმდეგე ანუ იგივე ანტიქრისტე, არამედ მის სახელშიც იქნებოდა გარკვეული მინიშნება ამაზე. ქრისტე პანტოკრატორი ანუ ყოვლისმპყრობელია. რუსულად კი უფალ იესო ქრისტეს ყოვლისმპყრობელობა ნიშნავს "ВЛАДЫКА МИРА"-ს. ამის საპირისპიროდ კი, ვლადიმერ ლენინი, "ВЛАДИМИР-ВЛАДЕЮЩИЙ МИРОМ", არის პირდაპირი გაგებითაც ქრისტეს მოწინააღმდეგე ანუ ვლადიმერ - "ვლადეი მირომ" - შინაარსობრივად "მსოფლიოს მოძალადე მპყრობელი", იგივე ანტი-ქრისტე, რომლის სახელის რიცხვი იოანეს მიხედვით არის 666. ვლადიმერ (666) ლენინის მმართველობას 1917-22წწ. შეეწირა 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ლენინის მითითებით "წითელი ტერორის" დროს დახოცეს 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის კი, 300 000 სასულიერო პირი. აქედან კი, ზოგი სასულიერო პირი, განსაკუთრებულად საშინელი მეთოდებით აწამეს და ისე დახოცეს. ათიათასობით ეკლესია-მონასტერი დაანგრიეს და ფუნქცია შეუცვალეს. შემდეგ მისი ძალაუფლება გადაიბარა აპოკალიფსური "წითელი მხეცის" მეორე თავმა სტალინმა, რომელმაც აგრეთვე ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტალინის ეპოქაში, საბჭოთა მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად 1932-33 წწ. სსრკ-ში შიმშილობისას დაიღუპა 10 მილიონი ადამიანი. სტალინის ეპოქაში 1922-53 წწ. სულ გაასამართლეს და გადაასახლეს 30 მილიონი ადამიანი: მათ შორის, დახვრეტილ იქნა, 7 მილიონი ადამიანი. ასევე მათ შორის საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, აგრეთვე მცირე ერების საყოველთაო გადასახლებისას, გაუსაძლის არაადამიანურ პირობებში დაიღუპა, 6 მილიონი ადამიანი. ე. ი. საერთო ჯამში, სტალინის ეპოქაში, სსრკ-ში 1922-53 წწ. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის, ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაიღუპა და დახვრეტილ იქნა 23 მილიონი ადამიანი. აგრეთვე ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა ფაქტიურად ბოლშევიკურ და კომუნისტურ-ტოტალიტარულ რეჟიმს ჩინეთში და აგრეთვე რამოდენიმე მილიონი სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში. ასევე მეოცე საუკუნეში მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე.


როგორ ფიქრობთ ეხლა, იოანე თავის აპოკალიფსში, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ამბებს და ყველაზე სისხლიან ეპოქას ანუ მეოცე საუკუნეს, გვერდს აუვლიდა და მავანთა მიერ, შემოგდებულ და შეთითხნილ, “მსოფლიო შეთქმულების თეორიების” მსგავსად, ვირტუალურ და ბუნებაში არ არსებულ, მოვლენებს აღწერდა თავის აპოკალიფსში. გამოცხადების IX თავში “მეხუთე და მეექვსე საყვირი”, გადმოცემული ამბები ძალიან გავს მეოცე საუკ. მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებს, ხოლო XII - XVII თავებში გადმოცემული ამბები ძალიან საოცრად გავს სსრკ-ში მომხდარ ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენებს. მსოფლიო ისტორიაში და არც ბუნებაში არ არსებობს, არც ადრე არსებულა, მსგავსი სხვა ტრაგიკული მოვლენები, რაც სსრკ-ში სისხლიანი კალო დატრიალდა და რომელიც ამხელა სიზუსტით ემთხვეოდეს იოანეს მიერ აპოკალიფსში აღწერილ ამბებს. რომის იმპერატორ ნერონის მმართველობა და ეპოქა, ახლოსაც ვერ მივა, სსრკ-ში დატრიალრებულ მოვლენებთან და ამდენი რამის დამთხვევასთან აპოკალიფსში აღწერილ ამბებთან. აპოკალიფსის სკეპტიკოსებს, კრიტიკოსებს და ასევე დაინტერესებულ მკითველს ვურჩევდი, იხილონ ჩემი წერილის ვრცელი ვერსია, “რას ნიშნავს აპოკალიფსური წითელი მხეცი”, სადაც უფრო დაწვრილებითაა აღწერილი აღნიშნული თავებში გადმოცემული ამბების განმარტებანი. მავანთა მიერ ფობიების და ყალბი ეფემერული, ვირტუალური “შეთქმულების თეორიების” მოყვარულებს კი ვეტყვი, ცალკე აღებული რიცხვი 666 კი არაფერს არ ნიშნავს, არც შტრიხ-კოდებში, არც ID-ბარათებში, არც მიკრო-ჩიპებში. რამდენიც არ უნდა წერონ რიცხვი 666 ვერაფერს ვერავის დააკლებენ. რიცხვი 666 არის ანტი-ქრისტეს სახელის ალეგორიული კოდი, რომელიც იოანე მოციქულმა ალეგორიულად, სიმბოლურად გადმოგვცა, რათა მიენიშნებინა ვისზე და რა ისტორიულ მოვლენებს გულისხმობდა იგი.



დანიელი 12:4 - 12:9 - 12:10
12:4 " შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა. ".
12:9 " მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. ".
12:10 " მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან. ".



ნაწყვეტი წერილიდან: “რას ნიშნავს 666 და აპოკალიფსური წითელი მხეცი, აპოკალიფსის უკანასკნელი უდიდესი იმპერია, უკანასკნელი ბაბილონი”.

წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი დანიელ სავანელი.
1
880
2-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
880
  
2020, 16 იანვარი, 12:49
როდემდე უნდა ინახონ და უდარაჯონ ამ სატანის მოციქულს?((
0 1 1