x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყველა ამქვეყნიური პრობლემა მოგვარებადია და გამოსავალი ყოველთვის არსებობს ...
რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს...ადამიანები, განსაკუთრებით მშობლები ვეღარ აცნობიერებენ სად გადის ზღვარი, როგორ მიუდგნენ მოზარდებს, ხშირად მშობელი ცდილობს იყოს იდეალური... თუმცა ამას უბრალოდ ცდილობს და არ გამოსდის.

უკეთესია ვიყოთ საკმარისად კარგი მშობლები...

image

ისეთი ტიპის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ ძირითადად ვცხოვრობთ პრინციპით - "რას იტყვის ხალხი..."


ეს ხელს გვიშლის დავინახოთ რეალურად რა სჭირდებათ ბავშვებს. შეცდომებს

უფროსებიც უშვებენ.

თუ მხოლოდ აკონტროლებ თავისუფლებას უზღუდავ...

თუ მხოლოდ ზრუნავ - ანებივრებ.

ამიტომ აღზრდაში მთავარია კონტროლისა და ზრუნვის ბალანსი. ეს არის ჩვენი ყოფა სადაც გვასწავლიან და ბავშვობიდან გვეუბნებიან, რომ გარკვეული ზეწოლის ქვეშ არ უნდა გავტყდეთ.


ოდესმე ყველას უჭირს, ყველა იჩენს სისუსტეს,

ოდესმე ყველას შეიძლება შეემთხვას ის რაც მძიმე გადასატანია,

მაგრამ ყოველთვის შეიძლება ძალის მოკრება და გადარჩენა,

მთავარია მოუსმინო და უთხრა, რომ ის მარტო არაა.

თუ შენთან ადამიანი გამოხატავს უიმედობას ადექი და უბრალოდ

დადექი მის გვერდით.

უსმინე, ესაუბრე...

თუ სიტყვებს ვერ პოულობ უბრალოდ ჩაეხუტე მაინც და აგრძნობინე,

რომ მზად ხარ მასთან ერთად იბრძოლო.

როცა რაღაც სირთულეს ვაწყდებით, გვჭირდება შევცვალოთ არსებული სქემები და ახლები დავამკვიდროთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი...

ზოგჯერ შეიძლება გარემოებები, მოვლენები ვერ შევცვალოთ, მაგრამ შევცვალოთჩვენი დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ.

ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიწყოთ ცვლილებები...

უიმედობა ყველას გვიპყრობს, ზოგჯერ სამყარო სასტიკია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იპოვო გზა გადარჩენისთვის, ამისთვის უნდა აირჩიო სიცოცხლე ...

თუ ადამიანები გავაცნობიერებთ რა მნიშვნელოვნები ვართ ერთმანეთისთვის, თუგავაცნობიერებთ, რომ კეთილი სიტყვით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, უფრო მეგობრულები, გამზიარებლები გავხდებით. სასტიკ რეალობაში არსებულ ცვლილებებს ერთად თანადგომით უფრო გადავიტანთ... სიტყვებით : "მადლობა", "ბოდიში", " თუ შეიძლება", "მიყვარხარ".....

გვიყვარდეს ადამიანები...

გვიყვარდეს სიცოცხლე...

ვიყოთ ადამიანური ადამიანები...

ყველა ამქვეყნიური პრობლემა მოგვარებადია და გამოსავალი ყოველთვის არსებობს ...

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0