x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
(ვიდეო) - კანადელმა ოჯახმა ვიდეოზე თოვლის კაცის ხმა ჩაწერა
image


კანადელმა ოჯახმა ტყეში ნადირობისას ჩაიწერა უცნობი არსების ყვირილი. მათ საშინელი ხმები მიაწერეს თოვლის კაცს.


კანადაში ჩასულმა ოჯახმა ეს ხმა ჩაწერა ჩრდილო-დასავლეთ ონტარიოს ტყეში რომელიც, მათი აზრით, თოვლის კაცს ეკუთვნის.


ოჯახი ნადირობის დროს ტყის გვერდით ბილიკზე მიდიოდა, როდესაც შემოესმათ უჩვეულო ხმა, ისინი გაჩერდნენ და ხმა ჩაიწერეს ტელეფონის კამერაში ხშირი ტყის ფონზე.



როცა ყვირილის ხმა გახშირდა, ოჯახმა სასწრაფოდ დატოვა ტყის ტერიტორია და მანქანისკენ წავიდა.

"მე მრავალი ველური ცხოველის ხმა მომისმენია, მაგრამ ამის მსგავსი არასდროს გამიგია. ადრეული ასაკიდან ვნადირობ.”- განაცხადა გამოცდილმა მონადირემ და ოჯახის უფროსმა" - წერს გამოცემა "Popmech"-ი.


ვიდეოსა და ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს, ალბათ, მხოლოდ ერთგვარი დიდი ძუძუმწოვარი იყო, მაგალითად მგელი. ამასთან, მხოლოდ ბგერის გამოყენებით ამის დადგენა შეუძლებელია, ცხოველი კი დიდ მანძილზე იყო მონადირისგან.




1
353
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
353
  
2020, 12 იანვარი, 3:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1