x
1996 წლის აქტი ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ - ამერიკის დაცვის მექანიზმის ანალიზი.

image

ეკონომიკური შპიონაჟის აქტი, როგორც მოცულობითი სახელიდან გამომდინარე ჩანს, 1996 წელს მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქტის სიახლიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი, გახლავთ ნიმუში, თუ როგორ უნდა შედგეს სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც ნათელ ბალანსს იცავს კომერციულ საქმიანობაში სახელმწიფო ჩაურევლობასა და სახელმწიფო რეგულირებას შორის.

აქტის სიახლის, თანამედროვეობის და უპრეცენდენტობის გამო, მასზე რამდენიმე ათეული ეკონომისტი, სამართალმცოდნე და საჯარო მმართველობისი სპეციალისტი მუშაობდა, ხოლო დღის წესრიგში მისი მიღების აუცილებლობა, ერთის მხრივ, რამდენიმე გახმაურებულმა ქეისმა განაპირობა (‘’კოდაკი’’, ’’ჯილეტი’’), ხოლო მეორე მხრივ ახალმა სადაზვერვო რეალობამ - სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს დაზვერვის ფუნქციების ინტეგრირება კერძო სექტორში. დაზვერვის განკერძოება ლოგიკური, სამართლებრივი “ხვრელების’’ რეზულტატია - რამდენადაც საერთაშორისო სამართალს შეუძლია შეკვეცოს სახელმწიფო ძალაუფლება (განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხებში, როგორიცაა დაზვერვა და კონტრ-დაზვერვა), იმდენადვე უძლურია ჩაერიოს ქვეყნის შიდა და გარე კორპორაციულ საქმიანობაში.

მე-20 საუკუნის მიწურულს, ამერიკული კომპანიების მძიმე გამოცდილების გამო, ჩნდება ახალი სამართლებრივი სიტყვათა შეთანხმება, რომელსაც მანამდე აშშ-ს კანონმდებლობა არ იცნობდა - სავაჭრო საიდუმლოება. აქტში კარგად არის დეფინიცირებული თუ რა მოიაზრება მასში, თუმცა რაც უფრო იხვეწება კომპანიათა შესაძლებლობები მით უფრო რთულად განსამარტია და მეტ მნიშვნელობას იძენს იგი.მაგალითად, გლობალური დიჯიტალიზაციის პროცესებში კომპანიები იძენენ ახალ მიმართულებას, ციფრულ ინტელექტუალურ საკუთრებას.დღესდღეობით, ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ აქტში, ეს უკანასკნელი, დაცულია არა როგორც ზოგადი ინტელექტუალური საკუთრების ნაწილი, არამედ როგორც განყენებული ინტეგრალი.

განვითარებადი ქვეყნების სამართლებრივ მოწესრიგებას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეს ზემოთხსენებული აქტის ნიმუში არ არსებობს. მაგალითად, ის კომპლექსური მუხლები რაც თავმოყრილია ეკონომიკური შპიონაჟის აქტში, საქართველოს სამართლებრიც დოკუმენტებში გაბნეულია ელემენტებად ( მაგ. ინტელექტუალური კორპორაციული საკუთრება ცალ-ცალკე გვხდება კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, დადგენილებაში „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმების ცვლილების ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე და ა.შ). ეს შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ კორპორაციული რეგულირება და კორპორაციული უსაფრთხოების მოწესრიგება სპეციფიკური დისციპლინებია, შესაბამისად ყველა ქვეყანას საკანონმდებლოს სისტემა სხვადასხვანაირად აქვს სტრუქტუირებული. ეკონომიკური და კორპორაციული შპიონაჟისგან თავდაცვის სახელმიწიფო დოკუმენტებზე ფუნდამენტური ინდიკატორები ახდენენ გავლენას, მაგალითად, ქვეყანა სოციალური ფუნქციის მატარებელია თუ ‘’ღამის დარაჯის“, ეკონომიკა ცენტრალურად მართულია თუ საბაზრო პრინცებს ეყრდნობა და ა.შ. რატომ სჭირდებათ ამ დარგის მოწესრიგება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს? პირველ რიგში იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რუსეთი, რამდენიმე კერძო სადაზვერვო კომპანიას ხელმძღვანელობს და საინფორმაციო, პროპაგანდისტულ, კიბერ შეტევით თავდასხმებს ანხორციელებს დაინტერესების ობიექტებზე.

ამ თავის მიზანი არ გახლავთ დაზვერვის კორპორაციის მახაასიათებლების განმარტება, თუმცა უმთავრესი ამომცნობი ნიშანი გახლავთ სერვისის უცნაური პროვაიდინგი - მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურება ყოველთვის საშუალოზე კოლოსარულად იაფია, რადგან ამ კომპანიებისთვის კომერციული სარგებლიანობა მეორეხარისხოვანია. სწორედ ამ და სხვა დეტერმინატების განსაზღვრისთვის შეიქმნა აქტი ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ.

გაგაცნობთ ზემოთხსენებული აქტის დიზაინს. იგი შედგება 6 თავისგან:

  • სავაჭრო საიდუმლოების დაცვა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ;
  • სახელმწიფო ინფორმაციის დაცვის ინფრასტრუქტურა ;
  • განუზრახველად (ან/და შეურაცხადობის ნიადაგზე) უდანაშაულოდ ცნობილ პირთა გადაცემა;
  • ე.წ. ‘’ბიჭებისა და გოგოების კლუბის’’ ავტორიზაციის წესები;
  • გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენება სისხლისსამართლებრივ პროცესში, რომელიც ასახულია აშშ-ს მართლმსაჯულების კომისიის ანგარიშებში;
  • ტექნიკური და მცირე ცვლიბები.
  • თავად პირველი თავი, სავაჭრო საიდუმლოების დაცვა, შედგება 9 ქვე-თავისგან:

  • ეკონომიკური შპიონაჟი;
  • სავაჭრო საიდუმლოების მოპარვა;
  • გამონაკლისები სამართლევრივ აკრძალვებში;
  • მართლწინააღმდეგობის მამტკიცებელი საბუთები;
  • ორდერები კონფიდენციალურობის შენარჩუნებისთვის;
  • სამოქალაქო ოქმები;
  • ხელმძღვანელობა შტატების გარეთ;
  • სხვა კანონებთან კავშირი;
  • განმარტებანი.
  • ეკონომიკური შპიონაჟი და სავაჭრო საიდუმლოების მოპარვა

    ეკონომიკური შპიონაჟისა და სავაჭრო საიდუმლოების სამეცნიერო განმარტებას იძლევა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო:

  • ეკონომიკური შპიონაჟი - ეკონომიკური შპიონაჟი არის საგარეო ძალების მიერ დაფინანსებული ან კოორდინირებული სადაზვერვო საქმიანობა, რომელიც მიმართულია აშშ-ს მთავრობასა თუ აშშ-ს კორპორაციებზე, დაწესებულებებზე, პირებზე. იგი არამართლზომიერად ან ფარულად აისახება ეკონომიკურ სტაბილურობაზე და მიზნად ისახავს უკანონოდ მოიპოვოს სენსიტიური ინფორმაცია ფინანსური, სავაჭრო ან/და ეკონომიკური პოლიტიკის, საკუთრების ეკონომიკური სფეროებსა და კრიტიკული ტექნოლოგიებზე. ეკონომიკური შპიონაჟის პროცესში, ღია და საიდუმლო მეთოდებით, უცხოელ ჯაშუშებს შეუძლიათ მტრულ ქვეყანას მიასაღონ ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაცია რამაც შეიძლება კოლაფსური ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს;
  • სავაჭრო საიდუმლოება - სავაჭრო საიდუმლოება არის კომპანიის ნებისმიერი პრაქტიკა ან პროცესი, რომელიც, ზოგადად, კომპანიის გარეთ არ არის ცნობილი. სავაჭრო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია კომპანიას ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს მის კონკურენტებთან შედარებით და ხშირად გახლავთ კვლევისა და განვითარების პროდუქტი. სხადასხვა ქვეყნებში სავაჭრო საიდუმლოებები შეიძლება განსხვავდებოდეს იურისდიქციების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს სამი საერთო მახასიათებელი: სავაჭრო საიდუმლოება არ არის საჯარო, გამიზნულია და იძლევა კომერციულ სარგეგებლიანობა და აქტიურადაა დაცული.
  • ეკონომიკური შპიონაჟის ქვე-თავი შედგება ორი მუხლისა და პირველ მუხლთან თანმხლები 5 ქვე-მუხლისგან, ისევე როგოც სავაჭრო საიდუმლოების ხელყოფის თავი. მათში თავმოყრილი და განმარტებულია ის მეთოდები, რომლებითაც შეიძლება ეკონომიკური საიდუმლოების მოპარვა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე ზიანის მიყენება. რაში მდგომარეობს ‘’ეკონომიკური შპიონაჟისა“ და ‘’სავაჭრო საიდუმლოების მოპარვას’’ შორის ძირითადი განსხვავებები? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქტი ორ სამართლებრივ ნაწილად იყოფა - ერთი ნაწილი ეხება აშშ-ს საზღვრებს მიღმა გატანილ საიდუმლოებებს, ხოლო მეორე ნაწილი შიდა ძარცვას. ზემოთხსენებული ორი ქვე-თავიც ამ პრინციპებს ეყრდნობა - ეკონომიკური შპიონაჟი საზღვრავს უცხოური მთავრობის სადაზვერვო აქციებს, ხოლო სსმ ქვეყნისშიდა მოქმედი ამერიკული კომპანიების ურთიერთდაზვერვას. მეორე მნიშვნელოვან განსხვავებას ვხედავთ სასჯელის ზომებში - ეკონომიკურ შპიონაჟში მხილებული ორგანიზაცია ან/და პერსონას, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება შეეფარდოს 500 000 აშშ დოლარიდან 10 000 000 აშშ დოლარამდე ან 15 წლამდე პატიმრობა, მაშინ როცა სსმ-ში ბრალდებულის სასჯელი განახევრებულია.

    ნაწილი 1.

    0
    81
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    81
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0