x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კიბოსგან განკურნება ერთ წამში არის შესაძლებელი

image



მეცნიერები თვლიან, რომ კიბოსგან განკურნება შესაძლებელია ერთ წამზე ნაკლებ დროში - პროტონის სხივური თერაპიის მეთოდის წყალობით.



ახალი კვლევის თანახმად, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს მალე შეეძლებათ მკურნალობის მთელი კურსის დასრულება ერთ წამზე ნაკლებ დროში. ინოვაციურ სხივურ თერაპიას იყენებენ ჩვეულებრივი რენტგენის ნაცვლად, წერს "Daily Mail"-ი.


მკვლევარებმა დაადასტურეს პროტონის სხივური თერაპიის ეფექტურობა კიბოს მკურნალობისას, რომლის დროსაც მკურნალობის მთელ კურსს ერთ წამზე ნაკლები დრო სჭირდება.



ყველაზე ხშირად, ფოტონის გამოსხივება გამოიყენება რადიაციული თერაპიისთვის, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნეების მოშორებაში.


თუმცა, ახლახან, მეცნიერებმა დაიწყეს მკურნალობა ფლეშ- თერაპიის მეთოდით, რომლის დროსაც პროტონებს იყენებენ მხოლოდ დაავადებული ქსოვილების დასხივების მიზნით. ეფექტურობა იგივეა, ჯანმრთელი ქსოვილები კი ნაკლებად ზიანდება.



პენსილვანიის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს შედარებითი კვლევა, რომლის შედეგებმაც დაადასტურა, რომ ფლეშ-თერაპია დაახლოებით ორი მესამედით ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს, ფოტონის სხივურ თერაპიასთან შედარებით.



ასევე, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობის ორი ვარიანტი, განკურნების მაჩვენებლები თითქმის იგივე იყო. მთლიანი მკურნალობის კურსი კი ფლეშ-თერაპიის დროს ჯდება ერთ წამში.ხოლო, ფოტონის რენტგენოთერაპიით მკურნალობის კურსი რამდენიმე კვირას გრძელდება.


მეცნიერები აპირებენ გააგრძელონ მუშაობა ამ მეთოდზე და არ გამორიცხავენ, რომ მალე ფლეშ-თერაპია შემოვიდეს სამედიცინო პრაქტიკაში.

0
931
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0