x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ირანის უკანასკნელი შაჰის 3 ქორწილი და 3 დედოფალი
image


ირანის ბოლო შაჰი მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევი, 3-ჯერ იყო დაქორწინებული და მისი სამივე მეუღლე ერთნაირად ლამაზები თუ არა იყვნენ, – ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდნენ. და ნუ იფიქრებთ, რომ რადგან შაჰი იყო, სამივე ცოლი ერთდროულად ჰყავდა... მან, მართალია, სამჯერ იქორწინა, მაგრამ, ყოველ ჯერზე, წინა მეუღლესთან განქორწინებული იყო. მისი ქორწილები 1939, 1951 და 1959 წლებში გაიმართა და შესაბამისად, დედოფლებიც, დამსწრე საზოგადოების წინაშე, განსხვავებული იმიჯით წარსდგნენ.



ფავზია ფუად ეგვიპტელი: 1939 წ.


შაჰის პირველი მეუღლე, ფავზია ფუადი ეგვიპტეს პრინცესა და ულამაზესი ქალი იყო. ის ე. წ. «აღმოსავლეთის დათბობის» პერიოდში იზრდებოდა, როდესაც წამყვანმა მუსულმანურმა ქვეყნებმა განვითარების ევროპული გზა აირჩიეს. იმ დროს ქალებს, თითქმის იგივე უფლებები ჰქონდათ, რაც მამაკაცებს: მათ შეეძლოთ განათლების მიღება, სამუშაოზე მოწყობა და არც ჰიჯაბის ტარებას აიძულებდთ ვინმე.

ირანის მომავალმა პრინცესამ ფავზიამ განათლება შვეიცარიაში მიიღო, არაბულის გარდა, კარგად იცოდა ფრანგული და ინგლისური ენები.


image

ფავზია, ეგვიპტეს და ირანის პრინცესა, 1940 წ.


ეგვიპტის და ირანის მონარქებმა შვილების ქორწინებასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მარტივად მიაღწიეს. ფავზიამ მომავალი მეუღლე, ქორწილამდე სულ ერთხელ ნახა. რაც შეეხება მოჰამედ რეზას, როგორც ამბობენ, მომავალი მეუღლე მას ერთი ნახვით, თან სურათით, შეუყვარდა და ქორწინებასთან დაკავშირებით, კითხვები არ გასჩენია.

ეგვიპტის პრინცესას საკუთარ ქორწილში ულამაზესი, ხელით ნაქარგი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი, შლეიფიანი კაბა ეცვა.



image

ფაზიას და მოჰამედ რეზას ქორწილი, 1939 წ.


მოჰამედ რეზა, ფაზიაზე ქორწინების მომენტისთვის, ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე იყო და სასახლეში ყველა და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ირანის შაჰის რეზა ფეჰლევის მიერ დაწესებულ წესებს ემორჩილებოდა. თავად შაჰი, წარსულში სამხედრო პირი იყო, ხელისუფლებაში გადატრიალების და ძველი შაჰის დამხობის შედეგად მოვიდა. ეს იყო მიზეზი, თუ სხვა რემე, უცნობია. მაგრამ, სასახლეში ისეთი მკაცრი გარემო იყო, რომ ყაზარმისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მისი წესები და აკრძალვები რძალზეც ვრცელდებოდა და თავისუფალ გარემოში აღზრდილი ფაზია ოქროს გალიაში აღმოჩნდა. მამამთილი და მისი ხალხი, ეგვიპტის და უკვე სპარსეთის პრინცესის, ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნ. ასეთ ზეწოლას ქალმა ვერ გაუძლო და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებაში ქალიშვილი შეეძინა, 1945 წ. სამშობლოში დაბრუნდა და განქორწინება მოითხოვა. თავისუფლების საფასური კი, მისი ქალიშვილთან დაშორება იყო.

1948 წელს მათი გაყრა ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო მიზეზად ფაზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რის გამოც, მას ტახტის მემკვიდრის, ანუ ვაჟის გაჩენა არ შეეძლო.



სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი: 1951 წ.


მუჰამედ რეზას მეორე რჩეული, დიპლომატის ქალიშვილი (მამა ირანელი, დედა გერმანელი), სორაია იყო. მათი ქორწილის უფრო მეტი ფოტოა შემონახული და საქორწილო კაბის ნახვა და შეფასება უფრო დეტალურად არის შესაძლებელი.


image

სორაიას და მოჰამედ რეზას ქორწილი, 1951 წ.


ეს წარმოუდგენლად მდიდრული კაბა კრისტიან დიორი სახლს დაუკვეთეს და საპატარძლო სამოსის შექმნაზე, თითქმის, 34 მ. ვერცხლის სირმებიანი ფარჩა, 6000 ძვირფასი ქვა და 20 000 მარაბუს ბუმბული დაიხარჯა! და თითქმის, 20 კგ-ს იწონიდა!


image


რადგან ქორწილი თებერვალში იყო, კაბას, კომპლექტში, ბეწვის მოსაცმელიც მოჰყვა.


image


სამწუხაროდ, სორაიას ჟოზეფინას ბედი ელოდა... დიდი სიყვარულის მიუხედავად, როდესაც გაირკვა, რომ ირანის ახალი პრინცესა უნაყოფო იყო, მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ. 1958 წ. სორაიამ ირანი სამუდამოდ დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.



ფარაჰ დიბა: 1959 წ.


ფარაჰი ირანელი ოფიცრის ოჯახში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება საფრანგეთში გადაწყვიტა. ირანის შაჰს ის პარიზში, ირანის საელჩოშო შეხვდა, როდესაც საფრანგეთში ჩასულ მოჰამედ რეზას, ირანელი სტუდენტები გააცნეს. შაჰი ისე მოიხიბლა მისი გარეგნობით, რომ თითქნის მაშინვე ცოლობა შესთავაზა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც შაჰის პირველი ქორწილი გაიმართა, მისი მომავალი, – მესამე მეუღლე, მხოლოდ 1 წლის იყო... და მისი სამი ცოლიდან, ფარაჰი ერთადერთი იყო, ვინც შაჰბანუს სტატუსი მიიღო (1967 წ. მას გვირგვინი დაადგეს და ირანის დედოფლად აკურთხეს).


image

ფარაჰ დიბა საქორწილო კაბაში, 1959 წ.


საქორწილო კაბა ისევ დიორის სახლს შეუკვეთეს, რომელსაც იმ დროს უკვე ივ სენ ლორანი ხელმძღვანელობდა.

ძვირფასი ქვებით გაწყობილ კაბას ბეწვის შლეიფი ჰქონდა და მის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენდა. თუმცა, სამოსის ძირითადი და ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი, მაინც ხიფთანი (გრძელი მოსაცმელი) იყო, რომელიც ასევე ძვირფასი ქვებით და ნაქარგებით იყო გაფორმებული!


image

ივ სენ ლორანი, საპატარძლო კაბაზე მუშაობის პროცესი, 1959 წ.

imageქორწინებიდან სულ მალე, ირანის შაჰის ოცნება ახდა და მას ვაჟი, ტახტის მემკვიდრე შეეძინა (მას 5 შვილი ჰყავდა: ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი ფარაჰთან)...


image


თუმცა, 1979 წ. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ის იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. ირანის უკანასკნელი შაჰი, ოჯახთან ერთად, ჯერ ეგვიპტეში გაიქცა, შემდეგ მაროკოში. იმ დროს, ის უკვე ავად იყო და სიმსივნეს ებრძვოდა. გადატანილმა სტრესმა კი, მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და 1980 წ. ზაფხულში, მოჰამედ რეზა გარდაიცვალა. ხოლო, შაჰის ქვრივი, შვილებთან ერთად, ამ მოვლენიდან სულ მალე, რონალდ რეიგანის მიწვევით, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

imageimageimageimageimageimageimage









2
1207
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1207
  
2020, 22 იანვარი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 20 იანვარი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2