x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბუღრიძე: " ყველაფერი 3-4 დღეში გადაწყდება"
image

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი ბუღრიძემ ბელგიურ "ბეერსხოსტთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ახლა ახალი გუნდის ძიებაშია.
როგორც ფეხბურთელმა ჩვენთან ინტერვიუშ თქვა, მისი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. ინტერვიუდან მიხვდებით რომ ქართველ ფეხბურთელს მსურველები ევროპიდან და საქართველოდანაც ჰყავს:

ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კარიერა "დინამო თბილისში" ან "საბურთალოში" განაგრძოთ. გაქვთ რომელიმე თბილისურ გუნდთან მოლაპარაკება?

აღნიშნულ ინფორმაციას ვადასტურებ. თქვენს მიერ ნახსენებ ორივე გუნდთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.


არის თუ არა შემოთავაზებები უცხოური გუნდებიდან?

დიახ. ამ ეტაპზე ერთ-ერთ პოლონურ გუნდთანაც მაქვს მოლაპარაკება, კერძოდ "პოგონთან@, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის.

ფაქტია "ბეერსხოტში" თქვენი კარიერა ისე არ აეწყო როგორც ისურვებდით. რა იყო ამის მიზეზი?

მართლაც ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბელგიაში გატარებულმა ამ ერთმა წელმა დიდი გამოცდილება მომცა რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ კლუბში საჩხერის "ჩიხურადან" გადავიდა და მან "ბეერსხოტის" მაისური მხოლოდ 10 შეხვედრაში მოირგო.

1
96
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
96
  
2020, 12 იანვარი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1