x
image
მაკა ნიკვაშვილი
ჩვენი ორგანიზმის 5 უჩვეულო სიგნალი, რომელსაც არასწორად აღვიქვამთ

image


ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა ფაქტორზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. მაგალითად, მისი ზოგიერთი პროცესი ჩვეულებრივი თავდაცვითი რეაქციაა, ზოგი მათგანი კი, ბევრად უფრო საინტერესო რამეს მალავს. მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ, ჩვენი ორგანიზმის ყველაზე გავრცელებული 5 მთავარი დამცავი ფუნქციის მიზეზი და ის, თუ რისი თქმა სურს ჩვენს ორგანიზმს მათი სახით.



მთქნარება


image


ყველამ ვიცით, რომ მთქნარების ძირითადი მიზეზი დაღლილობა ან ჟანგბადის ნაკლებობაა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დროს, ჩვენს ორგანიზმში კიდევ ერთი საინტერესო პროცესი ხდება, კერძოდ - რეგულირდება ტემპერატურა და ტვინის მუშაობა, ანუ მთქნარება ტვინისთვის ერთგვარ კონდიცირების ფუნქციას ასრულებს.





ცემინება



image

ეს უნებლიე პროცესი, არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. ცემინება - ორგანიზმის დაცვის უპირობო რეფლექსური რეაქცია, რომელსაც ცხვირის ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება იწვევს. ის ცხვირის ღრუდან არა მხოლოდ მტვრის, არამედ ლორწოსა და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერების მოცილებას აადვილებს.




ცრემლი


image


ყველასთვის ცნობილია, რომ ცრემლი ნერვული სისტემის გარდა, ჩვენს განწყობასთანაც არის დაკავშირებული. ცრემლი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ის თვალს არა მხოლოდ მტვრისა და ინფექციებისგან ასუფთავებს, არამედ ორგანიზმიდან ტოქსინებსაც გამოდევნის.





დანაოჭებული კანი



image

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ წყალში ხანგრძლივი ყოფნისას, კანის გარკვეული ნაწილები ნაოჭდება. ეს მხოლოდ სხეულის იმ ნაწილებზე ხდება, სადაც თმა არ არის: ტერფებზე, ხელის და ფეხის თითებზე, ხელის გულებზე. მიზეზი კი ნერვული დაბოლოებებია. ჩატარებული კვლევების თანახმად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კონკრეტულ ადგილებში კანი მხოლოდ იმ ადამიანებს არ უნაოჭდება ვისაც თითების ნერვული დაბოლოებები დაზიანებული აქვს. ამრიგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სხეულის გარკვეულ უბნებზე დანაოჭებული კანი მხოლოდ იმ ადამიანებს აღენიშნება, ვისაც ნერვული სისტემა წესრიგში აქვს.



"ბატის კანი"



image


როგორც წესი, ხორკლიანი კანი ნერვულ აშლილობაზე ჩვენი ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა, როგორც კი ფსიქო - ემოციური ფონი მცირდება, ჩვენი კანიც ავტომაურად ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. თუმცა "ხშირი" და "ხანგრძლივი" ე.წ. "ბატის კანი" შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული დარღვევების მანიშნებელი იყოს.



0
747
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
747