x
image
_K_
5 შეცდომა, რასაც სმარტფონის გამოყენებისას უშვებთ - გაითვალისწინეთ!
imageშეიძლება, მობილურს ძილის დროს ძალიან ახლოს იტოვებთ საწოლთან, დილით რომ მაღვიძარას ხმა გაიგოთ, ან ჯანმრთელად ყოფნის მიზნით მას ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ თქვენი სმარტფონი ძილის დროს კარგი პარტნიორი სულაც არ არის! გარდა ამისა, ის დღის განმავლობაშიც ისე გაყენებთ ზიანს, რომ ვერ აცნობიერებთ.


სტატიაში გაგაცნობთ გავრცელებულ შეცდომებს, რომელთა თავიდან არიდებაც რეკომენდებულია იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე ისიამოვნოთ.






1. მასთან ერთად ძილი

მობილური ელექტრომაგნიტური გადამცემია, რაც ნიშნავს, რომ მას გამოსხივება აქვს. ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა, სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რა გავლენა აქვს დიდხნიან გამოსხივებას ადამიანის ტვინზე. სულ რომ არაფერი, წერილის ან ზარის ხმამ შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. თუ ვერ ახერხებთ ძილისას მობილურის გათიშვას ან მის სხვა ოთახში დატოვებას, სცადეთ, airplane mode ჩაურთოთ და ისე დაიძინოთ.

image






2. ლურჯი განათება დიდი ხნის განმავლობაში


მობილურის გამოსხივება ხელს უშლის მელათონინის გამოყოფას, რაც ძილის ციკლზეა პასუხისმგებელი. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არ იქონიოთ ძილამდე სმარტფონი ახლოს. გარდა ამისა, ლურჯი გამოსხივება იწვევს თავის ტკივილსა და მხედველობის პრობლემებს. სცადეთ, მობილურის განათება დაარეგულიროთ და ღამით ლურჯი განათება გამორთოთ.

image






3. გათიშული ხმის რეჟიმი

თუ მობილურს ხმა გათიშული აქვს, მას უფრო ძლიერი ვიბრაცია აქვს, რაც ჯანმრთელობისთვის უფრო მავნეა. დოქტორი დევრა დევისი, ავტორი წიგნებისა "სიმართლე მობილურის რადიაციის შესახებ", "რას გვიმალავს ინდუსტრია" და "როგორ უნდა დაიცვათ ოჯახი", რეკომენდაციას უწევს სტანციონალურ ტელეფონებს და გვირჩევს, მობილური მაქსიმალურად შორს ვიქონიოთ ჩვენგან, როცა ის ვიბრაციაზეა ჩართული. გარდა ამისა, გათიშული ხმის რეჟიმი მობილურს აცხელებს, რაც კიდევ ერთი საფრთხეა.

image






4. კანთან კონტაქტი

რამდენიმე კვლევამ დაადგინა კავშირი მობილურსა და კიბოს წარმოქმნას შორის. გახურებული სმარტფონის ტემპერატურას კანი ადვილად იწოვს, როცა სხეულთან ახლოს გაქვთ. რადიაციული ტალღების მიღება კი შესამჩნევად მცირდება, თუ მობილურთან დისტანციას დაიცავთ.


კარგი იქნება, თუ სმარტფონზე საუბრისას გამოიყენებთ ყურსასმენებს ან სპიკერ-რეჟიმს. თუ ამას ვერ შეძლებთ, სცადეთ, კანისგან რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ მობილური.

image






5. ეკრანის ყურება მოხრილ მდგომარეობაში

ცნობილი ფაქტია, რომ მობილურის გამოყენება ცერა თითის ისეთ დაზიანებებს იწვევს, როგორიცაა ტენდოსინოვიტი. სმარტფონებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაავადება "ტექსტური კისრის" სახელითაა ცნობილი. როცა მობილურის ეკრანზე დასახედად წინ იხრებით, კისერზე წნევა თანდათან იმატებს, რაც ჯანმრთელობისთვის სულაც არ არის კარგი.


დროის გასვლასთან ერთად კისრის სიმძიმე შეიძლება 5-ჯერ მეტი გახდეს თავის წონაზე. ეს კისრის ტკივილს და სხეულის პოზის პათოლოგიას იწვევს. სცადეთ, მობილური თვალების გასწვრივ გეჭიროთ და კისერს მაქსიმალურად სწორი მდომარეობა შეუნარჩუნოთ.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის

image


2. 12 ემოჯი, რომელსაც აქამდე არასწორად იყენებდით

image


3. 13 სიტუაცია, როცა მშობლები გაუცნობიერებლად ზიანს აყენებენ შვილებს

image


4. 12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


5. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

2
442
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
442
  
2020, 26 იანვარი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 იანვარი, 22:45
გასათვალისწინებელი რჩევებია ნამდვილად
0 1 2