x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბოშა ქალის ფენომენმა, რომელიც აქამდე თაღლითობა მეგონა დღეს გაოცებული დამტოვა

image მას შემდეგ რაც დამქირავებელთან კონტრაქტი დავამთავრე, თავისუფლად ამოვისუნთქე და სანამ დიდი ალბათობით თავდაცვის უწყებაში ჩემს ძირითად პროფესიას დავუბრუნდები სოფელში ვცხოვრობ, რადგან ქალაქის ხმაურს ვერ ვიტან.
თუმცა ბუნებრივია სულ სოფელში ვერ ვიქნები და ქალაქშიც გავდივარ. დღეს დამჭირდა რაღაცის ყიდვა და დილით ადრე წავედი ქალაქში, ბაზარში შევიარე და საჭირო მასალაც მალევე ვიყიდე.
ის იყო ნაყიდი მანქანაში ჩავდე და ასე 30-35 წლის ბოშა ქალი მომადგა, "Боря гадает"-ს არ ჰგავდა, რადგან არც ჩიტი ეჯდა ხელზე და არც დახვეული ქაღალდით სავსე კოლოფი ეკავა.
ვიფიქრე ფულს მთხოვს მეთქი და ხელი ჯიბისკენ წავიღე საფულის ამოსაღებად და ამ ადროს მეუბნება: 5 ლარი მომეცი გინდა გიმკითხავო?
მკითხავებს, ექსტრასენსებს და ასეთ "შემადგენლობას" არ ვენდობი, თან ამღსარებელი მართლმადიდებელი ვარ და გაცლა ვამჯობინე, ბოშა ქალი არ მომეშვა, ფული არ მინდა ისე გიმკითხავებო.
შემრცხვა, ალბათ იფიქრა ფული არ მემეტება მეთქი და ფული მივაწოდე, არ გამომართვა, ხელი მომეციო მეუბნება, შევიშმუშნე, თან საზოგადოების თვალში მოხვედრას ვერიდები, მაგრამ გავუწოდე ხელი.
არცერთი კითხვა არ დაუსვამს, დაიწყო ლაპარაკი და მეუბნება: "შენ საქართველოში არ დაიბადე, სხვაგან დაიბადე (უკრაინაში ქალაქ ხარკოვში ვარ დაბადებული და 14 წლამდე გაზრდილი), მაგრამ იქაური არა ხარ (ჩემები და შესაბამისად მეც სოხუმელი ვარ), სახლი იწვის და თქვენ გაიქეცით (იმის გამო, რომ მამამ სამხედრო ოფიცერმა სამოქალაქო ომის დროს არცერთ მხარეს დგომა არ იკადრა, პროვოკაცია მოუწყვეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და არაკაცებმა ქალაქის სახლი დაგვიწვეს).
პატარა "ბიჩი", სულ პატარა "ბიჩი" ომში წახვედი (15 წლის და რამდენიმე თვის ვიყავი პარტიზანებმა პირველად, რომ წამიყვანეს რეიდზე აფხაზეთში)".
აქ კი, რომ არ დაგიმალოთ სერიოზულად გავოცდი, ბოშა ქალი კი აგრძელებს: "შენს ოთახში გაშლილი დროშაა და ის სახლში წავიდეს (ბევრმა იცის ბაბუამ სოხუმიდან ჩამოტანილი სამფეროვანი ქართული დროშა, რომ დამიტოვა და დამიბარა, ეს დროშა სოხუმში ჩვენს სახლზე უნდა აღმართოო, დროშა კი ჩემს საწოლ ოთახშია კედელზე გაკრული სოფელში), შენ სახლში აუცილებლად დაბრუნდები, სადაც ზღვაა (სოხუმშია ზღვა, არც ჩემს სოფელთან და არც ზუგდიდში ზღვა ნამდვილად არაა), მაგრამ ისევ ჩხუბი იქნება (მე ასე გავიგე ისევ მოგიწევს ბრძოლაო), გოგო და "ბიჩია" შენს სახლში (მართლაც გოგო და ბიჭი მყავს), ბაბუა დიდი გემის უფროსი იყო (ბაბუა შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო), "Бабушка Русская" (ეს რუსულად მითხრა, ბებია მარია, მართლაც რუსია უკრაინიდან)".
ისეთი რაღაცეები მითხრა ბოშა ქალმა თმა მოკლედ, რომ არ მქონდეს შეჭრილი ალბათ ყალყზე დამიდგებოდა.
გამორიცხულია ეს ბოშა ქალი მიცნობდეს, ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს და თუნდაც ერთხელ, რომ მენახა აუცილებლად მემახსოვრებოდა.
მე ვერ ვხსნი რა იყო ეს, საიდან ჰქონდა ბოშა ქალს ეს ინფორმაცია თუ ხედვა ჩემზე, მაგრამ ფაქტია, ზედმიწევნით კარგად მითხრა აქამდე მომხდარი ისტორიები და მომავალში რა იქნება, ამას მომავალი დაგვანახებს.

0
348
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
348