x
აპოკალიფსური არმაგედონი - როგორ აღწერა იოანე მოციქულმა აპოკალიფსში თვითმფრინავების და ტანკების ომი
image
აპოკალიფსური არმაგედონი, როგორ აღწერა იოანე მოციქულმა აპოკალიფსში, თვითმფრინავების და ტანკების ომი.
წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.


იოანე მოციქულმა თავისი "გამოცხადება" კუნძულ პატმოსზე დაწერა, ხოლო ასევე ამავე პერიოდში, სავარაუდოდ ახ. წ. 94 წელს, სახარება დაასრულა. რაოდენ საინტერესოა, რომ თითქმის 20 საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა, მსოფლიოს ბოლო უდიდესი იმპერიის, შვიდთავიანი და ათრქიანი, სსრკ-რუსეთის წითელი მხეცის იმპერიის თაობაზე და ასევე მსოფლიო ომების შესახებ მეოცე საუკუნეში. ისტორიული მოვლენების პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას აგრეთვე, ის რაც იოანეს აპოკალიფსშიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ოცდამეერთე საუკუნის პირველ მესამედში, მოხდება აპოკალიფსში აღნიშნული "დიდი ბაბილონის" ანუ ყველა ძალმომრეობითი იმპერიის, დიქტატორული და ტოტალიტარული რეჟიმების, დანგრევა და გადემოკრატიულება. იოანეს უდიდეს წინასწარმეტყველურ უნარზე, საერთოდ სულიერი სამყაროს არსებობაზე და ქრისტიანობის უდიდეს ავტორიტეტზე ესეც მეტყველებს.


აი ამის დასადასტურებლად, გთავაზობთ შესაბამისს მუხლებს იოანეს "გამოცხადებიდან" (აპოკალიფსიდან): იოანეს გამოცხადება, თავი IX, "მუხლი 6 - იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას; ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. მ.7 შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს; მათ თავებზე - გვირგვინები, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები, როგორც ადამიანთა სახეები. მ.8 ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. მ.9 ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. მ.10 ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები; და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება, ხუთ თვეს აწამონ ადამიანები. მ.11 მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი. .................

მ.17 ასეთ ჩვენებაში ვიხილე ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები, და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. მ.18 ამ სამი წყლულისაგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი; მ.19 ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია; ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლითაც ხალხს ვნებდნენ. ". (იოანეს გამოცხადება, თ.IX, მ.6--19).


ეხლა შევეცდები ჩემეული განმარტება შემოგთავაზოთ:


იოანეს გამოცხადება, თავი IX, "მუხლი 6 - იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას; ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექევა მათ.". ---- ( მსოფლიო ომები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად მეორე მსოფლიო ომი იგივე "არმაგედონი").

"მ.7 შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს; მათ თავებზე - გვირგვინები, მსგავსი ოქროსი, და მათი სახეები, როგორც ადამიანთა სახეები. მ.8 ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. მ.9 ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. მ.10 ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები; და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება, ხუთ თვეს აწამონ ადამიანები.". ---- "კალიები" ალეგორიულად იგულისხმება საომარი თვითმფრინავები, თვითმფრინავის წინა ხედი მარცხენა და მარჯვენა შუშებით (ადამიანის თვალებივით), მართლაც რაღაცით გავს შორიდან ადამიანის სახეს. ეს ყველაფერი ხომ, იოანე მოციქულმა, სულიერი სამყაროს, სულიერი მდგომარეობიდან ნახა ანუ ნათელხილვის მდგომარეობიდან დაინახა, ნათელხილვის საშუალებით, ხოლო აღწერა და გადმოგვცა ისე, როგორც შეესაბამებოდა პირველი საუკუნის ადამიანს და იმ დროისათვის მის სიტყვიერ ლექსიკისა და აზრობრივ მარაგს. გავაგრძელოთ: ამ კალიებს ანუ თვითმფრინავებს-ო - "ჰქონდათ თმები-ო, როგორც დედაკაცთა თმები-ო" - თვითმფრინავის ჰაერში ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის მუშაობისას, მისი ძრავიდან გამოსული საწვავის შავი გამონაბოლქვი, როცა შორიდან ვუყურებთ, მართლაც ჰაერში დედაკაცთა თავზე არსებული თმებივით გრძელი ჩანს ხოლმე. "ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა" - თვითფრინავის რკინის ჯავშანი. "მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან" - თვითმფრინავის ფრთები, თვითმფრინავის ძრავის მუშაობა და მისი გამაყრუებელი ხმაური. "ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა, და ნესტრები; და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება, ხუთ თვეს აწამონ ადამიანები" -- თვითმფრინავის კუდი და მისი ძრავის მუშაობა, მასში არსებული საწვავი, რისი საშუალებითაც დაფრინავენ თვითმფრინავები და თვითმფრინავის უკანა ნაწილიდან ჩამოყრილი საავიაციო ბომბები. "ხუთი თვე" - ეს სიმბოლურადაა ნათქვამი. "მ.11 მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი", ეს თავი მეორე მსოფლიო ომს ეხება, ამიტომაც "უფსკრულის ანგელოზი", "ებრაულად აბადონი" - რა თქმა უნდა, ამ მეორე მსოფლიო ომის იგივე აპოკალიფსის "არმაგედონის ომის" მთავარი ინსპირატორი, "აბადონი" იგივე ადოლფ (აბადონი) ჰიტლერია.


imageimage




კიდევ უფრო თვალსაჩინოა, შემდეგი ნაწილი ამ წინასწარმეტყველებისა, სადაც აღწერილია ჯავშნოვანი ტეხნიკა კერძოდ ტანკი, ტანკების ომი, მათი ლულებიდან ანუ ალეგორიულად და მეტაფორულად, მათი პირიდან ანუ ლულიდან გამოსული, ცეცხლი და გოგირდი. განვიხილოთ: იოანეს გამოცხადება, თავი IX, "მ.17 ასეთ ჩვენებაში ვიხილე ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები, და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. მ.18 ამ სამი წყლულისაგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი; მ.19 ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია; ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლითაც ხალხს ვნებდნენ.". "მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" - როგორც ვიცით საარტილერიო ჭურვის გასროლისას ტანკის ლულიდან ანუ პირიდან რაც გამოდის, მართლაც რა საოცრადაა აღწერილი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მცხოვრებ იოანეს მიერ: - "ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" და ამ სამ წყლულს შეუძლია მილიონობით ადამიანის დახოცვა. რატომ შეადარა ხილვაში ნანახი ტანკი იოანემ ცხენს? იმიტომ რომ, როგორც ცხენი იყო იოანეს ეპოქაში საომარ ზონაში, ბრძოლის ველზე, ყველაზე სწრაფი ერთ-ერთი გადამწყვეტი ობიექტი, ასევე მეორე მსოფლიო ომისას, ცხენებივით ყველაზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ ბრძოლის ველზე ტანკები. "ცხენის თავებიო, როგორც ლომთა თავებიო" ამბობს იოანე, რატომ შეადარა იოანემ, ხილვაში ნანახი ტანკების ზედა ნაწილი ანუ ალეგორიულად და მეტაფორულად საბრძოლო ცხენის თავები, მანდამაინც ლომთა თავებს და არა მაგალითად თუნდაც სპილოს თავებს. ტანკის ზედა ნაწილის ანუ ტანკის თავის მთავარი დანიშნულებაა, გაისროლოს ჭურვი და ავნოს ადამიანებს, გარეგნულად რა თქმა უნდა მის თავში და მის პირშია ანუ ტანკის ლულაშია. აგრეთვე ტანკი ბრძოლის ველზე, ყველაზე ძლიერი და სწრაფი ობიექტია, ამიტომაც იოანემ ხილვაში ნანახი ტანკის თავი იგივე ცხენის თავი, მეტაფორულად, ალეგორიულად, ხატოვნად და პოეტურად შეადარა, ბუნებაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერ და სწრაფ, თანაც აუცილებლად მტაცებელი მხეცის და არსების ანუ ლომის თავს. იოანემ ჩათვალა, რომ მტაცებელი ცხოველის ლომის თავი უფრო მეტად გასაგები გახდებოდა უმრავლესი კაცობრიობისათვის მაშინდელ მსოფლიოში, ვიდრე თუნდაც არამტაცებელი ცხოველის სპილოს თავი. თანაც სპილო არ არის მტაცებელი ანუ სხვის მიმართ მავნებელი არსება, ხოლო ლომი მტაცებელია და სხვისი ხორცით, სხვა სულიერი არსების ვნებით და დახოცვით არის დაკავებული, ისევე როგორც ბრძოლის ველზე, ტანკის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ავნოს და დახოცოს ადამიანები. მ.19 "ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია..." - სახმელეთო ჯავშნოსანი ტეხნიკის ანუ ტანკების, ხოლო იოანეს მიხედვით ალეგორიულად, მეტაფორულად და გადატანითი მნიშვნელობით "ცხენების", ძალა მათ პირებშიაო ანუ ტანკების ძალა მათ ლულებშიაო. ამ პირებიდან ანუ ლულებიდან გამოდის სწორედ ჭურვი ანუ "ცეცხლი, კვამლი და გოგირდი". იოანე დამატებით ამბობს, რომ ცხენთა ძალა კიდევ აგრეთვე "მათ კუდებშიაო" - ტანკი გადაადგილდება საწვავის წვის ხარჯზე, ტანკის ძრავის მუშაობისას. საწვავის წვის პროდუქტები ტანკზე დამაგრებული მილის საშუალებით ტანკის უკან ანუ ალეგორიულადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც "კუდებში" გამოიბოლქვება. მ.19 "..... ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლითაც ხალხს ვნებდნენ." როცა ტანკის ძრავი მუშაობს, საწვავი იწვის და ტანკზე დამაგრებული მილის საშუალებით, ამ საწვავის წვის პროდუქტები უკან ტანკის კუდში გამოიბოლქვება, რომლის დაკლაკნილი გამონაბოლქვი, ჰაერში გველივით სწრაფად მოძრაობს და ჰაერში გაიფანტება, ხოლო ტანკის ეს გამონაბოლქვი იოანე მოციქულმა, თავისი ზეციური-სულიერი ხედვიდან ანუ ნათელმხილველური ხედვიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ალეგორიულად და მეტაფორულად, შეადარა გველის სწრაფ და კლაკნილ მოძრაობას. მართლაც შორიდან, ტანკის ძრავიდან საწვავის უკანა განონაბოლქვი, გველის კლაკნილ მოძრაობას გავს. "ჰქონდათ თავები, რომლითაც ხალხს ვნებდნენ" - ტანკის თავები, ანუ ცხენთა თავები ანუ ლომთა თავები, სადაც მდებარეობს ტანკის საქვემეხო ლულები, საიდანაც იოანეს ხედვით გამოდის "სამი წყლული: ცეცხლი, კვამლი და გოგირდი", რომლებიც ომის დროს ხალხს სასტიკად ვნებდნენ და უმოწყალოდ ხოცავცდნენ მათ.


image

იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსის ზოგიერთ სკეპტიკოსს და კრიტიკოსს, ასევე ათეისტებსაც, ზოგიერთ ქრისტიან და თეოლოგ მოღვაწესაც, იოანეს აპოკალიფსი, კუნძულ პატმოსზე დაწერილი, მოხუცებული იოანე მოციქულის საკმაოდ ბუნდოვანი ბოდვა და ჰალუცინაცია ჰგონია. იოანეს სურვილი იყო, თავისი ხილვა ალეგორიულად და მეტაფორულად გადმოეცა. ზოგადად იოანეს აპოკალიფსი, წინასწარმეტყველებათა გარდა, ამ ორიგინალური, ალეგორიული და მეტაფორული შედარებების, ხატოვანი და პოეტური გამონათქვამების, კაცობრიობის ყველაზე გენიალური ქმნილება და შედევრია. როგორ შეიძლება არ დაინახო, თუნდაც მხოლოდ ამ კონკრეტულ წინასწარმეტყველებაში და ასევე იოანეს აპოკალიფსის სხვა თავების, მე-13-დან დაწყებული და მე-17-ე თავების ჩათვლით, სადაც კაცობრიობის უკანასკნელ უდიდესს იმპერიაში მომხდარი მოვლენებია აღწერილი, ამ იმპერიაში ანუ საბჭოთა იმპერიაში, უკვე ახდენილ წინასწარმეტყველებებსაც და გასაოცარ დამთხვევებსაც, რომ თავი დავანებოთ, როგორ აღწერა თითქმის 20 საუკუნის წინ იოანე მოციქულმა, საომარი თვითმფრინავებისა და ტანკების ომი, როგორ აღწერა საავიაციო ბომბები, ტანკის საარტილერიო ქვემეხი, ტანკის ქვემეხიდან გამოსული "სამი წყლული - ცეცხლი, კვამლი და გოგირდი". ამდენი შემთხვევითი დამთხვევა და მსგავსება ხომ შეუძლებელია, თანაც მსგავსი თუნდაც მიახლოებითი აღწერა, არ იცის კაცობრიობის ისტორიამ და კაცობრიობის ადრინდელმა რელიგიურმა, ფილოსოფიურმა და მეცნიერულმა ნააზრევმა. ათეისტებისა და აპოკალიფსის კრიტიკოსების მისამართით, კიდევ ერთს ვიტყვი, სულიერი სამყაროს არსებობის გარეშე, ამის გამოცნობას ვერავინ შეძლებდა, ისიც ფაქტია, რომ იოანეს გარდა, თვითმფრინავებზე, ტანკებზე და ქვემეხებზე, მსგავსი რამის აღწერა, ვერც ვერავინ შეძლო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იოანეს აპოკალიფსი მართლაც, სულიერი სამყაროდან ნათელხილვით მიღებული გენიალური ქმნილებაა.



წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი დანიელ სავანელი, 1994 წელი.



0
510
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0