x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
"ჰუსიტებმა" უცნობი საზენიტო, სარაკეტო კომპლექსით საუდის არაბეთის დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს

image იემენელმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის კუთვნილი მორიგი დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს.
რამდენიმე საათის წინ "ჰუსიტებმა" გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ჩამოაგდეს "ჰუსიტებმა" ჯერჯერობით უცნობი საზენიტო, სარაკეტო კომპლექსით საუდის არაბეთის დამრტყმელი დრონი
"CH-4", რომელიც შეეცადა განეხორციელებინა დარტყმა "ჰუსიტების" პოზიციაზე.
წელს ეს საუდის არაბეის კუთვნილი პირველი დრონია, რომელიც ამბოხებულებმა ჩამოაგდეს. თუმცა საუდის არაბეთის კუთვნილი დრონების მოქმედება იემენის ტერიტორიაზე მეტყველებს, რომ საუდის არაბეთის მხრიდან დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი დანაკარგი არ იქნება.

თან საინტერესო აღსანიშნავია ცალკე უცნობი საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი რომელიც გამოიყენეს ამბოხებულებმა საუდის არაბეთის დრონის ჩამოსაგდებად.
ასეთი კლასის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი აქამდე არცერთი ჩამოგდებული დრონის კადრებში არ ფიგურირებს. კადრში კარგად ჩანს, გაშვებული რაკეტა თუ როგორ იცვლის ფრენის ტრაექტორიას, დრონის გადაადგილების შესაბამისად და თუ როგორ გადის სამიზნე ობიექტზე, საბოლოო ჯამში კი ანადგურებს მას.
სამხედრო ექსპერტები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ და ვერ მივიდნენ საერთო დასკვნამდე, თუ რომელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იქნა გამოყენებული იემენელი ამბოხებულების მიერ.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იემენელი ამბოხებულები ადრე აქტიურად იყენებდნენ საბჭოთა წარმოების შეიარაღებას, დიდი ალბათობით შესაძლოა ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა რუსული წარმოების, ახლო რადიუსის საზენიტო, სარაკეტო კომპლექსი.

0
403
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
403