x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები" - მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება
image


ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მო­სა­ლოდ­ნელ მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გვთა­ვა­ზობს:


"მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის და­სა­წყი­სი 10 იან­ვარს 21:07-ზე, და­სას­რუ­ლი - 01.12 იან­ვარს. 11 იან­ვარს (თბი­ლი­სის დრო­ით). პიკი - 23:11-ზე, ეკ­ლიფ­სი გა­მოჩ­ნდე­ბა ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში, აფ­რი­კა­ში, და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ა­ში.


დაბ­ნე­ლე­ბა ნა­ხევ­რად ჩრდი­ლო­ვა­ნია, რაც ნიშ­ნავს, რომ მთვა­რის დის­კი სრუ­ლად არ და­ი­ფა­რე­ბა.


მთვა­რე კირჩხი­ბი ოპო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა მზის, მერ­კუ­რის, იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურნ/პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბას­თან და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რის პო­ზი­ცია საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია, თხის რქა­ში მოქ­ცე­უ­ლი პლა­ნე­ტა­თა თავ­ყრი­ლო­ბაც ძა­ლი­ან ძლი­ერ ბირ­თვს ქმნის და და­პი­რის­პი­რე­ბას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს.


ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ეს დღე, ისე­ვე რო­გორც წინა და მომ­დევ­ნო, ძა­ლი­ან ფო­რი­ა­ქი­ა­ნი და და­ძა­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს. დეპ­რე­სი­უ­ლი, დამ­თრგუნ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი, ენერ­გი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ფი­ზი­კუ­რი სი­სუს­ტე შე­იძ­ლე­ბა და­ე­უფ­ლოს კირჩხი­ბებს, თხის რქებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი დაბ­ნე­ლე­ბის წერ­ტი­ლის ახლო-მახ­ლო (კირჩხი­ბის18°-23°) ან ზუს­ტად მის სა­პი­რის­პი­როდ თხის რქა­ში ჰყავთ. ასე­ვე მეტ­ნაკ­ლე­ბად ვერ­ძე­ბიც და სას­წო­რე­ბიც.


ამავდრო­უ­ლად ხე­ლახ­ლა თავს შეგ­ვახ­სე­ნე­ბენ ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ამ დე­რეფ­ნის და­სა­ყის­ში, 26 დე­კემ­ბრის ახლო-მახ­ლო ჰქონ­დათ ად­გი­ლი. ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ახალ პი­რო­ბებს გვკარ­ნა­ხო­ბენ და ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ გა­მო­დის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ან მი­ვი­ღოთ ახა­ლი და ისე გა­ვაგ­რძე­ლოთ წინსვლა, ან ამა­ოდ ვიბ­რძო­ლოთ წარ­სუ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ქა­რის წის­ქვი­ლებ­თან და ფუ­ჭად დავ­კარ­გოთ ის ენერ­გია, რაც ახ­ლის სა­შე­ნებ­ლად უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა.


ეს დაბ­ნე­ლე­ბა გარ­კვე­ულ წი­ლად მთე­ლი ეპო­ქის და­სას­რუ­ლი და ახ­ლის და­სა­წყი­სი­ცაა. გლო­ბა­ლურ მოვ­ლე­ნებს, ცხა­დია, ჩვენ ვერ გავ­წვდე­ბით, ამი­ტომ ჩვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რაც ხდე­ბა, იმის და­რე­გუ­ლი­რე­ბას უნდა ვე­ცა­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ამ დღე­ებ­ში, რომ მომ­დევ­ნო ციკლს და­დე­ბით ნო­ტებ­ზე შე­ვე­გე­ბოთ.


მო­ი­შო­რეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­სა­შო­რე­ბე­ლია, მო­იკ­ვე­თეთ, რაც მო­საკ­ვე­თია და და­ტო­ვეთ მხო­ლოდ ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ის, რაც სტი­მულს გაძ­ლევთ ცხოვ­რე­ბა­ში და რა­საც წინ მიჰ­ყავ­ხართ.


გი­სურ­ვებთ სამ­ყა­როს კე­თი­ლი ძა­ლე­ბის თა­ნად­გო­მას და გა­მარ­ჯვე­ბას ბნე­ლეთ­ზე!".


ასევე ნახეთ:


"აპოკალიფსის წელი", ხალხის მიგრაცია და წყალდიდობები - რას გვიმზადებს 2020-ის რეკორდული დაბნელებები

0
464
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0