x
მეტი
  • 04.04.2020
  • სტატია:100933
  • ვიდეო:345645
  • სურათი:463667
ბანანის ქერქი ფულის ნაცვლად და სექსუალური თავისუფლება ქალებს - გაიცანით ტრობრიანდის კუნძულები

ტრობრიანდის კუნძულებს კიდევ კირივინას კუნძულებს ეძახიან. კუნძულთა არქიპელაგი მდებარეობს სოლომონის ზღვაში წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის. ბრიტანულმა dailymail.co.uk -მა კუნძული კარგად შეისწავლა და საინტერესო დეტალებიც წარმოგვიდგინა. მოდით ერთად გავიცნოთ ტრობრიანდის კუნძულები...


image





ტრობრიანდის კუნძულების ყველაზე მნიშვნელოვანი "ვალუტა" ბანანის ქერქი და იამის ხილის ნაჭუჭებია.


გარდა ამისა, კუნძულის მაცხოვრებლებს უცნაური ცხოვრების სტილი აქვთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მამაკაცთან დაიკმაყოფილონ სექსულური მოთხოვნილება, ახალგაზრდებიც ადრეულ ასაკიდან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და რათქმაუნდა მამაკაცები ამ ყველაფერზე არ ეჭვიანობენ.

image





ტომის თავკაცი ტოვობუ სოფელ ვაიკიკის მმართველია. ადგილობრივების თქმით, ის კეთილშობილი პიროვნებაა.

image





ტომის წესების მიხედვით, ახალგაზრდა გოგონებს თავზე ყვავილებით მორთული თავსაფარი ან ქუდი უნდა ეფაროთ, ხოლო ქვრივებს თმები გადაპარსული უნდა ჰქონდეთ.

image





ტომის კიდევ ერთი უცნაური წესის თანახმად, დაოჯახებული ქალი ქმართან სექსუალურ კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს, თუ ქმარი მას ძვირფასეულობას ჩუქნის.


image





"მრავლქმრიანობიდან" გამომდინარე კუნძულზე შიდსით დაავადებულთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრია, თუმცა ადგილობრივები წეს-ჩვეულების დარღვევას არ აპირებენ.


ტომის ქალები, მამაკაცების მსგავსად სწავლობენ ბრძოლას და ნადირობას. არც ჩაცმაზე არიან შეზღუდულები.

image





ყველა სოფელში აშენებული არის ქოხი, რომელსაც "ბუკლუკუმას" ეძახიან. ამ ქოხში ახალგაზრდებს უფლება აქვთ სექსუალური გამოცდილება მიიღონ.

image





კუნძული 1793 წელს დასავლეთელებმა აღმოაჩინეს. სახელი ფრანგი მეზღვაური დენის დე ტრობრიანდის საპატივცემულოდ დაარქვეს. რამოდენიმე წელში ტომს ქრისტიანული დახმარების ორგანიზაციები ესტუმრა და მათი დახმარებით ტომი მთელ მსოფლიომ გაიცნო.

image





ტომის ხელმძღვანელის სახლი ადგილობრივებისგან განსხვავდება. სახლი უფრო მაღალია და ზღვის ქვებით არის მორთული.

image





კუნძულზე ყველაზე პოპულარული სპორტი კრიკეტია. კოლონიზატორი ქვეყნების მიერ შემოტანილ ამ სპორტის სახეობით ყველა ადგილობრივია დაკავებული. ზოგჯერ პრობლემებს ამ თამაშით აგვარებენ.

image





ამ სახლებს ადგილობრივები "ბუკას" უწოდებენ. ეს მათი საცხოვრებელია.

image





ჩვენი წეს-ჩვეულებების საწინააღმდეგოდ, კუნძულზე შვილი დედის გვარის გამგრძელებელია.

image





კუნძულის მაცხოვრებელებს ძალიან მოსწონთ სამკაულები. რასაც ზღვის ქვებისგან, მცენარეების და ცხოველების ტყავისგან ამზადებენ.

image





გამომდინარე იქიდან, რომ კუნძული მარჯნის კუნძულია, ქვის პოვნა რთულია. ამიტომ რაც ქვისგან არის დამზადებული, საკმაოდ ძვირფასია ამ კუნძულზე.

image





კუნძულის მაცხოვრებელებისთვის ყველა მნიშველოვანი არის კვირაში ერთი დღე, როდესაც პაპუა ახალი გვინეიდან თვითმფრინავი ჩამოდის... საკვები პროდუქტები, ტანსაცმელები და სამკაულები - ეს ყველაფერი მათ საჩუქრად ჩამოსდით.

image





ადგილობრივები თავს ძირითადად თევზაობით ირჩენენ. ისინი იკვებებიან თევზით და ასევე ჩამოსულ თვითმფრინავს ატანენ ჩამოტანილ პროდუქციის სანაცვლოდ.

image





ეს კიდევ ფოტოგრაფის მიერ გადაღებული უმშვენიერესი კადრი. ადგილობრივები ამ დასახლებას დედამიწის სამოთხეს უწოდებენ. თქვენ რას ფიქრობთ?


image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!

>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს!

image




მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ ავსტრალიამ უკვე გამოსცადა ჯოჯოხეთი დედამიწაზე ( + 27 კადრი)

image




"თეთრი სახლის" ლიდერის განცხადება: - "აშშ ყველაფრისთვის მზადაა..."

image




15 ფოტო, რომელიც ღამით არ უნდა ნახოთ!

image




მამაკაცმა ბებია-პაპისგან მემკვიდრეობით ფერმის სახლი მიიღო... რა აღმოაჩინა მან ხალიჩის ქვეშ?

image




როგორი იქნება 2020 წელი კირჩხიბებისთვის?

image




როგორი იქნება 2020 ლომებისთვის?

image





0
788
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
788
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0