x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რატომ შეაგდეს მატარებლის ქვეშ ნიგიარ - სერგო ფარაჯანოვის დიდი სიყვარული
image

სერგეი ფარაჯანოვის მთელი ცხოვრება სირთულეების გადალახვისგან შედგებოდა, როგორც პროფესიონალურ, ისე პირად სფეროში.

“,

ეროვნებით თათარი გოგონა...


წარმოშობით მოლდაველი...

ნიგიარ ქერიმოვი...

ფარაჯანოვმა ის მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გაიცნო.

ნიგიარ გუმის (ГУМ) მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა და თათარ ოფიცერზე იყო დანიშნული.

მის მშობლებს ოფიცრისაგან წინასწარ დანიშვნის ტრადიციული საჩუქარიც კი მიუღიათ ....

სწორედ ამ დროს გამოჩენილა სერგო... რომლითაც თათარი გოგონა იმდენად მოხიბლულა, რომ ოფიცერზე მაშინვე უარი უთქვმს..

თუმცა გოგონას მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიან ფარაჯანოვთან შვილის ქორწინებას.

image

ნიგიარი არ დაემორჩილა მშობლების ნებას და 1950 წელს სერგოზე დაქორწინდა. სერგო ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ მოსკოვში ნიგიარის ძმები ჩავიდნენ და როდესაც გაიგეს, რომ გოგონა მშობლების ნების წინააღმდეგ გათხოვდა, სტუდენტ სიძეს გამოსასყიდი მოსთხოვეს.

ძნელი წარმოსადგენი არ არის რა დაემართებოდა უფულო ბიჭს.

ფარაჯანოვს, მაშინ პირველად გადაუბიჯებია თავმოყვარეობისთვის და მამისთვის, რომელიც სერგოს არ ელაპარაკებოდა, ოჯახური ტრადიციის დარღვევის გამო, თხოვნით მიუმართავს:

– ოღონდ ახლა დამეხმარე და ამ სესხს კაპიკ-კაპიკ დაგიბრუნებო…

იოსებ ფარაჯანოვმა წარბიც არ შეიხარა შვილის თხოვნაზე. სერგომ მამისგან ვერც ერთი კაპიკი ვერ მიიღო.

image

განრისხებულან ძმები.

ისინი ყველანაირად აიძულებდნენ ნიგიარს მიეტოვებინა ღარიბი ქმარი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ახალგაზრდა ქალს კი თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. მას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა სერგო და ამიტომაც უარს ამბობდა ყველაზე და ყველაფერზე, საკუთარი სიყვარულის გარდა.

მაშინ კი მოხდა ის, რამაც ტრაგიკული კვალი სამუდამოდ დაასვა ქართველ და საბჭოთა კინორეჟისორის ცხოვრებას.

ძმებმა ადათი აღასრულეს ...

და 1951 წლის ივლისში სასიკვდილო განაჩენით მატარებლის ქვეშ შეაგდეს ნიგიარ - ფარაჯანოვის დიდი სიყვარული.


image

ფარაჯანოვს სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწყებია ნაგიარ...

“,

კარგად ჩაუღრმავდით ფარაჯანოვის პირველ ფილმებს, სადაც ის ხშირად იყენებს მოლდავურ თემებს..

“,

დააკვირდით მის უცნაურ ნახატებს და...

მასში აუცილებლად ამოიკითხავთ ტკივილს, რომელსაც თათარი გოგონას, ნიგიარას სახელი ქვია.

image


0
653
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0