x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ტესტი: წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ
გაოცდებით, თუ თქვენზე წარბს რამდენის თქმა შეუძლია.

image

აირჩიეთ თქვენი წარბის ფორმა:

image


1. თქვენ აგრესიული საერთოდ არ ხართ

თქვენი გაბრაზება საკმაოდ რთულია. რეაგირებამდე ყველაფრის აწონდაწონვა გიყვართ. ამ თვისების გამო ხალხს ძალიან უყვარხართ.


2. თქვენი ემოციების გაკონტროლება გიჭირთ

როცა ბრაზდებით, მოქმედებებს ვერ აკონტროლებთ. ახლო მყოფებზე ხშირად ფეთქდებით, რომლის შედეგადაც ისინი შეიძლება დაიტანჯონ! თქვენ ნეგატიური ემოციის სხვა რელსებზე გადაყვანა უნდა ისწავლოთ.


3. ხალხმა თქვენგან ტაქტი უნდა ისწავლოს

სხვებისგან განსხვავებით ნივთებს სხვა თვალით უყურებთ. ადამიანებს უსმენთ და ნებისმიერ სიტუაციაში მათ მდგომარეობაში შესვლას ცდილობთ. მაშინაც კი, თუ რამემ გაგაბრაზათ, ხალხთან ტაქტიკის შენარჩუნებას ახერხებთ. მათ იციან, რომ უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ვინმეს გრძნობის შეურაცხყოფის საშუალებას არ აძლევთ.


4. ადვილად ფეთქდებით, შემდეგ კი ნანობთ

თქვენი გაბრაზება საკმაოდ მარტივია და არაკეთილმოსურნე ხალხი ამით სარგებლობს. როცა ბრაზდებით, შეიძლება ზედმეტი რამ თქვათ, რაც ნამდვილად არ გამშვენებთ. უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ.


5. ცოტა დაწყნარდით!

თქვენ აგრესიული ხართ. სხვების მცირე შეცდომამ შეიძლება წყობილებიდან გამოგიყვანოთ. ადამიანის მოსმენა სცადეთ, სანამ განსჯით. თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის შენარჩუნებას მხოლოდ ასე შეძლებთ.


6. თქვენ წარმოუდგენლად თავშეკავებული ხართ!

ცოტა რამეს თუ შეუძლია თქვენი წყობილებიდან გამოყვანა. ბევრ სტრესულ სიტუაციაში გაწონასწორებული და ცივსისხლიანი რჩებით. და მაინც თქვენ სუსტი ადგილი გაქვთ. სხვების შენიშვნაზე საკმაოდ მწარედ რეაგირებთ.


7. თქვენ ძალიან აგრესიული ხართ!

თქვენ გაღიზიანებთ ხალხი, სამსახური, ოჯახის წევრები და საერთოდ ყველაფერი! როგორც ჩანს, უზარმაზარ სტრესს განიცდით და მასთან გამკლავება არ შეგიძლიათ. თუ სიტუაციის შეცვლას ვერ ახერხებთ, მასთან ურთიერთობა შეცვალეთ!


8. გაბრაზების შემდეგ თქვენი გაჩერება რთულია!

როგორც ჩანს, საკუთარი აგრესიისგან საკმაოდ იტანჯებით. ან ძალიან ფეთქებადი ხართ, ან გაჩერება არ შეგიძლიათ, სანამ ყველაფერს არ იტყვით. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელიც უნდა გაარღვიოთ.


9. გაბრაზების დროს გაზვიადება გახასიათებთ!

თავშეკავება გიჭირთ, როცა რაღაც რიგზე არაა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი რეაქცია სტრესზე გადაჭარბებულად ემოციურია. ასეთ დროს ნივთებს ისვრით და ირგვლივ არაფერს ამჩნევთ. დამშვიდდით, ეს ამად არ ღირს.


10. აგრესიული საერთოდ არ ხართ!

სტრესულ სიტუაციებში თქვენს ენერგიას პრობლემის გადაჭრაზე მიმართავთ და არა სიბრაზეზე. კამათზე დროს არ ხარჯავთ - ეს თქვენი სტილი არაა. სახეს არ კარგავთ მაშინაც კი, როცა აფეთქების წერტილს აღწევთ.


11. თქვენი ფეთქებადობა კარგს არაფერს მოგიტანთ!

როგორც ჩანს, აგრესიას ვერ აკონტროლებთ. გარშემომყოფები გაღიზიანებთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მიზეზი არა მათში, არამედ თქვენშია. ასანთივით ინთებით და ამ დროს სიტყვებს ვერ აკონტროლებთ. არადა საჭიროა!


12. ბრაზდებით, მაგრამ ამასთან სასიამოვნო ადამიანად ჩნდებით!

ბუნებით თანამგრძნობიარე და კეთილი ადამიანი ხართ. ადამიანების დახმარება გიყვართ და ეს ნამდვილად გაბედნიერებთ. აგრესია არც ერთ ფორმაში არ გახასიათებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რისი თქმა შეუძლია სიმაღლეს თქვენს შესახებ? - პიროვნების ტესტი

image

პირველი სიტყვა, რომელიც თვალში მოგხვდებათ, თქვენი პიროვნების ფარულ ასპექტებს გამოავლენს

image

ტესტი: დაწერეთ სამი ცხოველი და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ

image

ფსიქოლოგიური ტესტი: რა გსურთ ურთიერთობისგან?image

ის, თუ როგორ სხედხართ, თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს

image

0
389
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
389