x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის 5 მსოფლიო მმართველი

image


როგორც ცნობილია, მსოფლიო მმართველები ყოველთვის იღებდნენ იმას, რაც სურდათ და არავის ჰქონდა უფლება მათთვის რაიმეზე უარი ეთქვა. ამ ძლევამოსილ ისტორიულ პერსონაჟებს - ალექსანდრე მაკედონელს, გაიუს იულიუს კეისარს, ედუარდ II-ს ერთი საერთო ვნება - მამაკაცებისადმი ლტოლვა აერთიანებდათ.


image


გთავაზობთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის 5 ცნობილ მმართველს, რომლებსაც საკუთარი ჰომოსექსუალობის საერთოდ არ რცხვენოდა.




გაიუს იულიუს კეისარი



image

გაიუს იულიუს კეისარი მოზარდობის ასაკში საკუთრ თავს ფულზე ყიდდა.


ისტორიულმა წყაროებმა ძველი რომის ერთ - ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, მხედართმთავრის, რეფორმატორისა და ორატორის - გაიუს იულიუს კეისრის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ უტყუარი ინფორმაცია შემოგვინახა. როგორც ცნობილია, ანტიკურ რომში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სქესობრივი ურთიერთობა არაბუნებრივად არ აღიქმებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 19 წლის კეისარი ბითინიის მეფე ნიკომედ IV- სთან მოხვდა, სადაც ის სამი წლის განმავლობაში მისი საყვარელი იყო. ხოლო, როდესაც იმპერატორი ტახტზე ავიდა, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ციცერონი მას საჯაროდ "ბითინიის დედოფალს უწოდებდა, რომელმაც ძალაუფლება საკუთარი სხეულის ხარჯზე მოიპოვა".


ალექსანდრე მაკედონელი



image


ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი, რომელმაც სიკვიდლამდე, იმ დროისთვის თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, ტახტზე 20 წლის ასაკში ავიდა და მომდევნო 11 წლის განმავლობაში არც ერთი მარცხი არ განუცდია. ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც ყოველთვის წინა ხაზზე თავგამოდებით იბრძოდა, ყველა სიტუაციაში სიმამაცითა და გამბედაობით გამოირჩეოდა.


image


ქორწილი სუზაში. ალექსანდრეს მარჯვენა ხელი ჰეფესტიონი


ახალგაზრდა იმპერატორს სამი ცოლი ჰყავდა, თუმცა სამივე ქორწინება მისი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური სვლა იყო. მაკედონელს ნამდვილი გრძნობა მხოლოდ თავისი ერთადერთი "ძვირფასი მეგობრის" ჰეფესტიონის მიმართ ჰქონდა. საყვარლის გარდაცვალებით დამწუხრებულმა და განრისხებულმა მხედართმთავარმა იმ ექიმის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, ვინც მისი რჩეულის გადარჩენა ვერ შეძლო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმპერატორის ტრფობის ობიექტი ამჯერად, უკვე ახალგაზრდა სპარსი ბაგოასი გახდა, რომელიც მმართველის ფავორიტად ცხოვრების ბოლომდე დარჩა.




რიჩარდ I ლომგული



image

ფილიპ II ოგიუსტი და რიჩარდ I ლომგული



image


ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულის (1189 – 1199 წწ) გარშემო ისტორიკოსების ცხარე კამათი კვლავ არ ცხრება. როგორც 1187 წლით დათარიღებულ ჩანაწერებშია ნათქვამი, ინგლისსა და საფრანგეთს შორის შეთანხმების ნიშნად, რიჩარდმა ერთი ღამით სარეცელი საფრანგეთის მეფე ფილიპ II - სთან გაიყო.



image


ისტორიკოსების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თუმცა ფაქტია, რომ მსგავს მოვლენას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.



ედუარდ II

image


რაც შეეხება ედუარდ II -ს, ინგლისელი მონარქი, 1308 წელს იზაბელა ფრანგზე დაქორწინდა, თუმცა მეფე თავისი მშვენიერი მეუღლის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა, მონარქი მის მყუდროებას მხოლოდ ტახტის მემკვიდრის ჩასახვისთვის ხელსაყრელ დღეეში არღვევდა.

image


ისტორიულ წყაროებში სიმპათიური მამაკაცების მიმართ მისი არაერთი უღირსი საქციელია მოხსენიებული, მეფის ფავორიტები სხვადასხვა პერიოდში, ერთნაირი სიხშირით როგორც გრაფები, ასევე ქვის მთლელებიც იყვნენ, თუმცა მონარქის მთავარ რჩეულად მაინც - სერ ჰიუ ლე დისპენსერი ითვლებოდა.


image

მაშინ, როდესაც მეფე არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისგან ყველას თვალწინ სიამოვნებას იღებდა, შექმნილი სიტუაციიდან ჰიუ საკუთარი თავისთვის მაქსიმალურ სარგებელს იღებდა. მეფის საყვარელმა სულ მოკლე დროში დიდი ქონების დაგროვება შეძლო. მრავალი წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფის გამო, დედოფალმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქმარი ღალატსა და პედერასტიაში ამხილა. შედეგად, ჰიუ ლე დისპენსერი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს, ედუარდ II კი, ფარულად ციხეში მოკლეს.



ადოფ ჰიტლერი


image


ეჭვები ადოლფ ჰიტლერის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, პირველად, ისტორიკოსს ლოთარ მაჰტანის წიგნის გამოცემის შემდეგ გაჩნდა. როგორც ნაშრომიდან ირკვევა, 1915 წელს ახალგაზრდა ჰიტლერი საფრანგეთში, ფრონტის ხაზზე იქნა გაგზავნილი, სადაც ის მამაკაც -მეძავებთან ერთად არაერთხელ შენიშნეს. როგორც ცნობილია, გერმანიის მესამე რაიხის მოქმედმა კანცლერმა, თავისი ჰომოსექსუალური დამოკიდებულებების შესანიღბად, სიკვდილით რამდენიმე მაღალი რანგის ნაცისტი დასაჯა.




0
609
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
609