x
ჰეიანის პერიოდის იაპონელი ქალის როლი ლიტერატურაში
image

„ახალგაზრდობაში გოგონა ემორჩილება საკუთარ მშობლებს

გათხოვების შემდეგ უნდა დაემორჩილოს ქმარს

სიბერეში კი ემორჩილება საკუთარ ვაჟებს. “

ქალი, როგორც ჰეიანის ეპოქის კულტურული ნიმუში

ქალის ფუნქცია ჰეიანის ეპოქაში იყო საკმაოდ რთული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი როლის გაზრდა სალიტერატურო სფეროში. როდესაც ვსაუბრობთ ჰეიანის ეპოქის ქალზე, არ შეიძლება არ შევეხოთ მონოგატარის გენჯის შესახებ-რომანი, იაპონური კლასიკური ლიტერატურის უმდიდრესი ნიმუში, რომელიც ეკუთვნის ავტორს მურასაკი შიკიბუს. მთავარი გმირი საკუთარი გარეგნობით იპყრობს ყველა ქალს რომელიც მას გზად ხვდება. რაც აძლევს ავტორს იმის საშუალებას, რომ ჰეიანის პერიოდის ქალთა ტიპების გალერეა წარმოაჩინოს. მთავარ გმირს არ აქვს განსაზღვრული ქალის იდეალი, ამიტომ მისი არჩევანი საგრძნობლად განსხვავებულია. მამამისის ხარჭასგან მიდის ფლეიტაზე დამკვრელთან, შემდეგ ქალთან, რომელსაც „ისეთი დიდი და წითელი ცხვირი აქვს როგორც სპილოს “. შემდგომ 58 წლის სანოვნიკთან, და ასევე ცდილობს მისი აყვანილი ქალიშვილის შეცდენას. ჰეიანის ეპოქა არის ის პერიოდი, როდესაც ქალის ცხოვრება მთლიანად დამოკიდებული იყო კაცზე. დავაჯკაცებული გენჯი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მოუაროს და იზრუნოს თითოეულ ქალზე, რის გამოც მისი ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად იგი აღწერილია, როგორც სანდო და ერთგული მეგზური, რომელიც თითოეული ქალის ოცნებაა.

ჰეიანის პერიოდის ქალი მუდმივად ექცეოდა გარკვეული სტერეოტიპების ქვეშ. იგი იყო შეზღუდული მრავალი ფაქტორებით, რომლებსაც მოგვიანებით განვიხილავ. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ქალის როლის გაზრდა ჰეიანის პერიოდის ლიტერატურაში. ქალები, რომლების იძულებულნი იყვნენ მთელი დღეები ოთახებში გაეტარებინათ და ზოგჯერ მთელი დღე ფანჯარასთან ატარებდნენ სატრფოს მოლოდინში, ერთადერთ გადარჩენის წყაროს ისინი სწორედ პოეზიაში ხედავდნენ, სადაც მათ შეეძლოთ გადმოეცათ საკუთარი თვალით დანახული სამყარო. ამ ეპოქის ქალები გამოირჩევიან განსაკუთრებული ემოციურობით, სიყვარულზე არასტანდარტული შეხედულებებით და ეს ყველაფერი თავისთავად გამოიხატა ლიტერატურაში და პოეზიაში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. იაპონიაში, ევროპისაგან განსხვავებით, არ ასებობდა ლამაზი ქალის კულტი, მაგრამ იყო უმშვენიერესი სასიყვარულო წუთების პოეზია. ქალი უნდა ყოფილიყო სუსტი, მინიატურული, ფაფუკი, თავშეკავებული, ერთგული. უნდა ჰქონოდა შემოქმედებითი ემოციების შეგრძნების უნარი, უნდა შესძლებოდა შეექმნა საკუთარი ვიზუალი, რასაც დიდი ყურადღება ექცეოდა, ასევე ჩაცმულობას და ტანისსამოსის ტარების ხელოვნებას. მაგალითად: ზამთრის ტანისსამოსი უნდა ყოფილიყო დათოვლილი საკურას შესაფერისი-ზემოდან თეთრი ქვემოთ მოვარდისფრო ფერი. ან საკურას ყვავილობის სეზონში თეთრი, გამჭვირვალე ზედა ტანისსამოსის შიგნით თუ ჩაიცმევდნენ ღია მოწითალო ფერის ქვედაბოლოს ეს ფაფუკი, ღია ვარდისფერი საკურას ყვავილობის შთაბეჭდილებას დატოვებდა. მთავარი პრინციპი ფერების შერჩევისა, რომელმაც დღემდე მოაღწია იაპონურ ტრადიციულ ტანისსამოსში არის ის, რომ ფერების შეხამება უნდა ყოფილიყო სეზონისა და სიტუაციის შესაფერისი.


ჰეიანის პერიოდის საზოგადოებას სჯეროდა, რომ ეჭვიან ქალს მოჰქონდა ბოროტება, ამიტომ ეჭვიანობა, შურისძიების სურვილი, უკმაყოფილება იმ პერიოდის ქალისთვის ყველანაირად შეუფერებელი იყო. იდეალური ჰეიანის არისტოკრატი ქალი იყო განათლებული, უნდა შესძლებოდა ლექსების შეთხზვა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თუნდაც საქმროს შერჩევის დროს. ცნობილია, რომ საიმპერატორო კარზე ქალს და კაცს შორის დიალოგი მხოლოდ რითმული საუბრითა და ლექცების შეთხზვით ხდებოდა. უნდა ჰქონოდა მხატვრულად წერილების წერის უნარი, ისე რომ მკითხველის მოხიბვა შესძლებოდა. ასევე მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭიც, ცეკვები, სუნამოების გაკეთების უნარი ძვირად ფასობდა. ქალს შეიძლება ითქვას, რომ ფუფუნების საგნად განიხილავდნენ, აი მაგალითად მრავალცოლიანობის ნაკლებობა კაცებში მის სიღარიბეზე მიუთითებდა. ქალსაც ჰქონდა უფლება ქმრის არყოფნის შემთხვევაში სხვა კაცთან დაეჭირა ურთიერთობები, თუმცა ოფიციალურად ასეთი ქმედება, კაცისგან განსხვავებით არ იყო აღიარებული და აღიქმებოდა ღალატად. ამ პერიოდში ქალი ძირითადად განიხილებოდა, როგორც კაცის ინტერესის წყარო. ეს კარგად ჩანს მურასაკი შიკიბუს რამდენიმე აფორიზმში, მაგალითად: „ქალი კაცის ხელში, ქალი დაბადებულია იმისთვის, რომ მას კაცის ხელები ეალერსებოდეს.“ მიაჩნდათ, რომ ქალის მთავარი მოვალეობაა განევითარებინა ბუნებით მინიჭებული ფუნქცია-ქალურობა. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჰეიანის პერიოდის ქალი უნდა ყოფილიყო განათლებული, თუმცა ყველას განათლების მიღების უფლება არ ჰქონდა. მაგალითად ავიღოთ ასევე მურასაკი შიკიბუ, რომელმაც 1000-მდე ლექცი დაიმახსოვრა მაშინ, როდესაც ჩუმად უსმენდა თუ როგორ სწავლობდა მისი ძმა.


ქალის სოციალური მდგომარეობა საზოგადოებაში

ჰეიანის პერიოდში იაპონია განიცდიდა ჩინური კულტურისა და კონფუციანიზმის განსაკუთრებით ძლიერ გავლენას, იპმერატორის კარის სიძლიერემ პიკს მიაღწია, აყვავდა ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია. ჰეიანის პერიოდის იაპონიაში პრეროგატივა ენიჭებოდა ჩინურ ენასა და დამწერლობას, ის გამოიყენებოდა ოფიციალური და რელიგიური დოკუმენტების დასაწერად, ამიტომაც კაცები წერდნენ ჩინურად, ხოლო ქალებს ამ ენის შესწავლა და მითუმეტეს ამ ენაზე ნაწარმოების შექმნა ეკრძალებოდათ. როდესაც მე-9 საუკუნის შუა პერიოდში ჩამოყალიბდა ჰირაგანა და კატაკანა, აქაც რაღაც მხრივ გამოიკვეთა ქალი, რადგან ჰირაგანა აღქმულ იქნა, როგორც ქალების დამწერლობა, კაცები კი ძირითადად იყენებდნენ კანჯის.

როგორი იყო ქალის როლი საზოგადოებაში?- შემოიღეს კანონი, რომელიც რომელიც მამას უფრო მკაცრ სტატუსს და მეტ უფლებებს ანიჭებდა. ჩინური ტრადიციების მიხედვით, სადაც ქალის სოციალური და კულტურული თვითგამოხატვის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობდა, იაპონიაშიც შესაძლებელი იყო ცოლ-ქმრის გაშორება, შემდეგი მიზეზების გამო: ქალის უსაქმურობა, მისი შეუფერებელი ქმედება, ქმრისადმი დაუმორჩილებლობა, ჭორების გავრცელება, ეჭვიანობა, ქურდობა, ავადმყოფობა. ეს ყველაფერი ქალების ქმედებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეულწილად ზღუდავდა. თუმცა ქმარს ჰქონდა უფლება წასულიყო სხვა ქალთან და ამით ეჩვენებინა ცოლისთვის, რომ მან დაკარგა საკუთარი სტატუსი. ქალის და კაცის ურთიერთობები ყველაზე კარგად ჩანს ისე მონოგატარში IX-X საუკუნეების იაპონური ლირიკული თხზულება, რომელშიც აღწერილია იაპონელი არისტოკრატის კუგეს სასიყვარულო თავგადასავლები. მრავალი საუკუნეების განმავლობაში, მკვლევარები ცდილობდნენ ავტორის ჩანაფიქტი ამოეცნოთ და ენახათ რაიმე კავშირი ისე მონოგატარის სხვადასხვა ნაწილებს შორის და აღმოჩნდა, რომ ამბავი შედგება რამდენიმე ეპიზოდისგან, რომელშიაც თითოეული მათგანი გვიყვება მთავარი პერსონაჯის ახალ სასიყვარულო ისტორიებზე. ავტორობას მიაწერენ არივარა-ნო ნარიხირა (在原 業平), რომელიც იყო პოეტი, მხატვარი და წარმომავლობით პრინცი. იგი მიაჩნდათ მამაკაცური სილამაზის ეტალონად. ისე მონოგატარში კარგად ჩანს ქალის მიმართ დამოკიდებლება, აღწერილია წამიერი ემოციები, რომელსაც განიცდიდა ავტორი წერის მომენტში და გადმოცემულია მისი შეხედულებები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალი. მაგალითად: „შესაძლებელიც რომ იყოს 10 კვერცხის ერთდროულად 10 ჯერ დადება ნუთუ შეიძლება ენდო ქალის გულს.“ „შესაძლებელიც რომ იყოს, ქარშიც კი, ალუბლის ხის ყვავილების მთელი წელი აყვავება მაინც რთულია ქალის გულს ენდო.“-წერს ავტორი როდესაც სახლში მისული ეჭვიანობას იწყებს ცოლზე.

ჰეიანის პერიოდში ქალი არისტოკრატი, უნდა მოქცეულიყო შესაფერისად და ცხოვრების ძირითად ნაწილს ატარებდა სახლში ჩაკეტილი, მისი გადაადგილება იყო შეზღუდული. ისინი ჩამოშორებულში იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამის კარგი მაგალითია მონოგატარი კაგუია ჰიმეს შესახებ. მისი ცხოვრების წესი, ის სტანდარტები, რასაც მას ოჯახი და საზოგადოება უდგენდა. მათ საზოგადოებაში გამოსვლაც კი ეკრძალებოდათ თუ შესაფერისად არ იქნებოდნენ ჩაცმულნი. ზრუნვა გარეგნობაზე ძირითადად რამდენიმე საათსაც კი იკავებდა ყოველ დილით. მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას, ყველაზე ახლობლებს ჰქონდათ უფლება ქალბატონთან ჰქონოდათ ურთიერთობა. ასევე მათ ბავშობიდანვე ამზადებდნენ უკვე გასათხოვებლად, კარგი ქმარი წარმატებული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომ ოჯახში ბევრი ქალიშვილი ბედნიერებად მიაჩნდათ. ხშირად სახელმწიფო კარზე ქალიშვილებს ხარჭადაც კი აგზავნიდნენ. თუმცა, საშუალო ფენის ქალბატონებისგან განსხვავებით, არისტოკრატ ქალს ჰყავდა ბევრი მასწავლებელი, რომლების ასწავლიდნენ ყველაფერს ხატვიდან დაწყებული გამართული სიარულ და ლაპარაკით დამთავრებული. როგორც უკვე აღვნიშნე ყველაზე დიდი მნიშვნელობა, როგორც ქალებში ასევე კაცეში ენიჭებოდა ლექსის ზეპირად შეთხზვის ხელოვნებას, ასევე უნდა სცოდნოდათ იმ პერიოდის ყველა ცნობილი ავტორის თხზულება და პოეზია, როგორც იაპონური ასევე ჩინური. ასევე ქალს უნდა ჰქონოდა ნიჭი სწრაფად და მარტივად დაეწერა წერილი და თან უნდა შესძლებოდა ამით კაცის გულის მოგება. ეს ყველაფერი საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენდა ქალის ფსიქიკაზე. ისინი შეზღუდულნი იყვნენ ემოციების გამოხატვისგანაც კი, ამიტომ, ერთადერთ გადარჩენის წყაროს ისინი სწორედ პოეზიაში ხედავდნენ, სადაც შეეძლოთ აღეწერად და გადმოეცათ ის გრძნობები და ემოციები რასაც ისინი განიცდიდნენ, ამიტომ ჰეიანის პერიოდის ქალთა ლიტერატურა სავსეა სევიდანი მოგონებებითა და ოცნებისმომგვრელი ნაწარმოებებით.

ყველაზე ცნობილი ჩანაწერები ეკუთვნის სეი შონაგონის „სასთუმლის წიგნი“, სადაც ასევე კარგად არის გადმოცემული იმპერიოდის ქალის გრძნობები და ემოციები. ეს არის სასახლის კარის ყოფითი სცენების, თავშესაქცევი ამბების, დღესასწაულების, ჭორების, ლექსების, ბუნების სურათების, დაკვირვებების, ფიქრებისა და სევდების კრებული. სეი სიონაგონი ეხება ყველაფერს, რაც მისი დროსათვის საინტერესო იყო, მათ შორის, დედოფლის ამბებსა და პრობლემებს. ქალიც ცხოვრების სტილს, გადმოცემულია ემოციები და გრძნობები რასაც განიცდიდა ავტორი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ესეც შეიძლება ითქვას რომ რაღაც მხრივ გვიხატავს ჰეიანის პერიოდის ქალის სახეს.

ქალს ჰეიანის პერიოდის იაპონიაში განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. თუმცა ძირითადად როლების გადანაწილება მის სოციალურ სტატუსზე იყო დამოკიდებული. იგი ერთდროულად იყო სილამაზის და სიმდიდრს სიმბოლო, მოგვიანებით კი სიძლიერის და ერთგულების (როდესაც დამკვიდრდა დედათა კულტი). მიუხედავად იმისა რომ რაღაც მხრივ იმპერიოდის ქალის ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, მისი როლი საზოგადოებაში მაინც ყოველდღიურად იზრდებოდა, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. ეს ყველაფერი კი კარგად ჩანს იმ სალიტერატურო ნაწარმოებებში რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბალიაშვილი
სალომე ბალიაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0