x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ვინ არის კაცი,რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე გაქნილი თაღლითია
image


გასული საუკუნის ბოლოს, ბრიტანელმა მღებავმა, ჯონ ერიკ უელსმა(john eric wells), გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ურთიერთობა მეუღლესთან და მოიტყუა, რომ თითქოს ლატარიაში დიდი რაოდენობის ფული მოიგო.ასე იწყება ახალი ათასწლეულის მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი თაღლითის ისტორია.

image

საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული ცხოვრების ილუზიის შესაქმნელად, იგი ფიქტიური ჩეკებით ყიდულობდა ძვირადღირებულ ნივთებს. მაგრამ მისი მეუღლესთვის მწარე სიმართლე მალე გამოაშკარავდა - არანაირი მოგება არ ყოფილა.


imageფოტოზე: ჯონი და მისი მეუღლე კეტი





თაღლითობის გამო, უელსი სამი წლის განმავლობაში ციხეში ჩააყუდეს. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ ბრიტანელმა მღებავმა განაგრძო მილიონერის როლის თამაში, რა დროსაც ათეულობით მარტოხელა ქალს დასცინცლა ფული.


სპეციალისტებს ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, როგორ ახერხებდა ხალხთან ისე საუბარს, რომ მათ უარი არ ეთქვათ, ჯონი ყოველთვის ახერხებდა, იმის მიღებას, რაც სურდა.

imageფოტოზე:"მომგებიანი" ბილეთი, რომელმაც თითქოს 8, 9 მილიონი ფუნტი მოიგო.




მას შეეძლო მარტივად მისულიყო ნებისმიერ ბანკში, ეთქვა, რომ ლატარიაში დიდი რაოდენობის თანხა მოიგო და ისინიც დაუყოვნებლივ გასცემდნენ დიდი ოდენობით სესხს. სადაც არ უნდა წასულიყო: რესტორანში, მოდური ტანსაცმლის სალონში, ან მანქანის დილერებთან, მას ყველგან გულღიად და ხელგაშლილები ხვდებოდნენ.


მისმა მეუღლემ მთელი წელი ყველაზე ძვირადღირებულ კაბებში გაატარა, ეკეთა ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები და დადიოდა უახლესი მოდელის ბრენდული ავტომობილი-Jaguar-XJS-ით.


ყველა მეზობელს ძლიერ უკვირდა, რომ ჯონი ხარჯავდა ფულს მარცხნივ და მარჯვნივ, მაგრამ ის არ აპირებდა სახლის შეძენას იმ მოცუცქნული ქოხმახის ნაცვლად, რომელშიც ის და მისი ცოლი ცხოვრობდნენ.

imageფოტოზე:უელსების სახლი დონკასტერში




დაპატიმრებამდე მან და მისმა მეუღლემ კანარის კუნძულების პრესტიჟულ კურორტზე დაისვენეს და დააგემოვნეს განცხრომა-ფუფუნებით ცხოვრების ყველა უპირატესობა.

ჯონს სწორედ მაშინ წაადგა თავზე პოლიცია, როდესაც ახალ ფეშენებლურ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.


მაშინ ჯონის და მისი მეუღლის, კეტის ისტორია იმდენად გახმაურდა, რომ 2004 წელს გადაიღეს ფილმი Can't Buy Me Love (სიყვარულს ვერ იყიდი).

imageფოტოზე:კადრი ფილმიდან Can't Buy Me Love




ციხის დატოვების შემდეგ, ჯონი ოჯახში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას და დაწყებული აფერა.


დიახ, ის დარჩა ცრუ მილიონერად, რომელმაც უკვე მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია. მოხეტიალე მედიდურმა ცხოვრებამ მას ასწავლა გადარჩენის კანონები, რომელთა დახმარებითაც ჯონი კვლავ დაუსჯელი დარჩა.


პოლიციის ინფორმაციით, 2014 წლიდან, მან თაღლითურად მიითვისა 400 000 ფუნტი სტერლინგი სამი მოხუცი ქალბატონისგან. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, 71 წლის ჰეიზელ ვილკინსი, ჩიოდა, რომ მის ცხოვრებაში ამ ადამიანის გამოჩენამდე იგი მდიდარი იყო, ჰქონდა საკუთარი სახლი, მანქანა და შეეძლო ყველაფრის ასრულება, რაც მოესურვებოდა. საერთო ჯამში, ვილკინსმა დაკარგა მთელი დანაზოგი, რომელსაც 50 წელი გულმოდგინედ აგრივებდა.

imageფოტოზე: უელსი ქალბატონ ვილკინსთან ერთად




2017 წელს ჯონი უკვალოდ გაქრა და დაუტოვა 14 000 ფუნტი სესხი გადასახდელი. ახლა მოხუც ქალს აღარაფერი დარჩა და მოუწევს თავის დარჩენილი ცხოვრების გატარება მოხუცთა თავშესაფარში.


2019 წლის სექტემბრის ბოლოს, 61 წლის ჯონ უელსი ვიეტნამში აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, აქ მან მოიხიბლა მდიდარი ქალი, რომელმაც სავარაუდოდ, თაღლითს ბარი უყიდა.

imageფოტოზე: ბარი ვიეტნამში, რომელიც უელსის უყიდეს




ქალბატონის თქმით, სამი თვის წინ ჯონი ინგლისში გამეგზავრა, მას შემდეგ, როდესაც ბარს პრობლემები შეექმნა. თუმცა, ყოფილი მეგობრის ინფორმაციით, ჯონი ჯერ კიდევ აზიაში იმყოფება და იგი მხარდაჭერით სარგებლობს.


”ამ მდიდარ ვიეტნამს აქვს სასტუმროები მთელ მსოფლიოში, - აღნიშნა მან - ის არის დაბადებული მატყუარად, რომელმაც ისარგებლა ქალის მიმდობი ხასიათით. მან უყიდა ბარი 23 ათას ფუნტად. ამბობდა, რომ 11 წლის განმავლობაში მუშაობდა დუბაიში იურისტად. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ეს სრული აბსურდია. ის მხოლოდ ჩეულებრივი მღებავი იყო ”.


პოლიცია უკვე მსოფლიო მასშტაბით ეძებს მოუხელთებელ სუპერ თაღლითს ჯონ ერიკ უელსს, რომელიც ასევე საზოგადოებას ეცნობა ჰოვარდ უელსმლით ან ჰემინგსით. არაა გამორიცხული კიდევ სხვა ცრუ სახელებითაც სარგებლობდეს.


2
964
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
964
  
2020, 12 იანვარი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2