x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შემთხვევით გადარჩენილი მგზავრი და ბორტგამცილებლის უკანასკნელი პოსტი
image

ანდრეი ბუზაროვი კიევში უნდა გაფრენილიყო იმავე რეისით, რომელიც 8 იავარს დილით ჩამოვარდა თეირანში.




საერთაშორისო მიმომხილველი ანდრეი ბუზაროვი თეირანი-კიევის იმავე რეისზე უნდა დამჯდარიყო, რომელიც თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იღბლიანმა შემთხვევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

image


ანალიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩაფრინდა, რის შემდეგაც იგი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. გასულ კვირას, მან "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ოფისს ბილეთის შესაძენად მიაკითხა და თავდაპირველად სურდა 8 იანვარს გაფრენა, რადგან ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ იქ ყოფნის პერიოდში დაუფინანსეს სასტუმროს ხარჯები, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომლებმა შეძლეს კლიენტის გადარწმუნება.

image

მათ ურჩიეს ერთი დღის შემდეგ გაფრენა, რადგან ხუთშაბათს ბილეთები იაფია, რის შედეგადაც, მიმომხილველმა დამატებით ერთი დღე სასტუმროში საკუთრი ჯიბიდან გადაიხადა. ამან გადაარჩინა მისი სიცოცხლე.



თუმცა ბუზაროვს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს თეირანში ყოფნა, რადგან ავიაკატასტროფის შემდეგ დროებით შეწყდა ავიარეისები.







ინტერნეტში ვრცელდება ერთ-ერთი ბორტგამცილებლის, 28 წლის ვალერია ოვჩარუკის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში "სამუშაო - მე შენ მიყვარხარ!"

image

პოსტებია ბანგკოკიდან, ტორონტოდან, დელიდან და ვილნიუსიდან....თითქოსდა ახალგაზრდა გოგონამ აისრულა უმეტესი თანატოლების აუხდენელი ოცნება - მოენახულებინა მსოფლიო..მაგრამ..

image

ეკიპაჟის წევრები მთლიანად უკრაინელები იყვნენ.


შეგახსენებთ, 8 იანვარს დილით თეირანში აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა უკრაინული ავიახაზების ლაინერი ბოინგ-737, დაიღუპა ყველა-176 კაცი(167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.)დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები

0
7448
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0